49 წლის იტალიელი ბებია ინსტაგრამს იპყრობს

722

ჟაკლინ ბერიდა პიზანო ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური ვარსკვლავია. ლამაზმანი თანამშრომლობს მრავალ ცნობილ ბრენდთან და თავის გამომწერებს მათ საქონელს უჩვენებს. იტალიელი ქალის გვერდს ასობით ათასი ადამიანი მისდევს. თაყვანისმცემლები ჟაკლინს ინტერნეტში ყველაზე ლამაზ ბებიას უწოდებენ.

დიახ-დიახ, ყველაფერი სწორად გაიგეთ, ამ მოდელს არამხოლოდ შვილები, არამედ შვილიშვილებიც ჰყავს! რეალურად, მომხიბლავი იტალიელი 49 წლისაა. თუმცა, ფანები ერთხმად ამტკიცებენ: 25-ზე მეტს არც იფიქრებდით.

ინტერნეტში დადებულ ყველა ფოტოს აწერს ჰეშთეგს #grandmotherwholovesfashion (#ბებიარომელსაცმოდაუყვარს). ასე ჟაკლინი ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ოჯახი. იტალიელი ცდილობს, მაქსიმალურად მეტი დრო გაატაროს ქალიშვილთან და შვილიშვილებთან.

თავისი სურათებით, პიზანო ადამიანებს აჩვენებს, რომ კარგი გარეგნობის შენარჩუნება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მოდელების თქმით, სილამაზე არც ისეთი რთულია – უბრალოდ არ დაგავიწყდეთ სპორტის, ჯანსაღი საკვებისა და, რაღა თქმა უნდა, საკუთარი თავის სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ. ჟაკლინი ამტკიცებს, რომ თავზე მუშაობის დაწყება გვიანი არასდროსაა.

თვითონ ჟაკლინმა თავისი ახლანდელი გარეგნობისკენ პირველი ნაბიჯი თავისი ვაჟის დამსახურებით გადადგა. იმ წლებში იტალიელი ქმართან ერთად ცხოვრობდა ვარშავაში, ხოლო სტეფანი, მისი ვაჟი, ბელგრადში სწავლობდა. იცოდა, რომ დედა მოდით იყო გატაცებული და ახალგაზრდამ მას ქსელური ავტორიტეტის მთელი სია გაუგზავნა, შემდეგ კი შესთავაზა მათთვის კონკურენციის გაწევა.

საუბედუროდ, ცოტა ხნის წინ ჟაკლინმა საშინელი დანაკარგი განიცადა: ახალგაზრდა სტეფანს ავტომობილმა დაარტყა და გარდაიცვალა. იტალიელი ძალიან განიცდიდა შვილის გარდაცვალებას. ბლოგი, რომელიც გარდაცვლილის წყალობით გაჩნდა, ქალმა გააგრძელა. თუმცა, ახლა უკვე ყველა ფოტოზე აწერს #rememberstefan (#გახსოვდეთსტეფანი).

-“სილამაზე – ეს ახალგაზრდობა კი არა, სხეული და სტილია”, – ამტკიცებს ჟაკლინი. მოდა ლამაზმანისთვის, პირველ რიგში, თვითგამოხატვის ინსტრუმენტი, თავის ტონუსში შენარჩუნების მიზეზია.

თავის მკითხველებს, სერბიაში დაბადებული იტალიელი, შემდეგნაირად უწოდებს: “ჩემი დიდებული მოდის მოყვარულები”. ხოლო მიმდევრები აღიარებენ: ქალის ფოტოები და ქმედებები მათ აგებინებს, რომ ასაკი სილამაზეს ხელს არ უშლის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს