ებრაელმა დედამ მასწავლა, რომ ჯერ თავად უნდა ვისაუზმო, შემდეგ ბავშვები გამოვკვებო

4950

ყველაზე ბედნიერი ბავშვი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბედნიერები არიან. ეს კანონია, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ სჭირდება. თუ დავფიქრდებით, აქსიომა ლოგიკურად მუშაობს. უბრალოდ ამქვეყნიური სიბრძნეა. Paparazzi გიზიარებთ ჭკუის სასწავლებელ ებრაულ იგავს დედის შესახებ.

ყველაზე ბედნიერი ბავშვი – პირველ რიგში, ებრაული იგავის ორიგინალურ ტექსტს გიზიარებთ. ყურადღებით წაიკითხეთ.”იყო და არა იყო არა, ამქვეყნად ერთი ღარიბი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა. ბევრი შვილი ჰყავდათ, ფული, როგორც ყოველთვის, არ ყოფნიდათ. დედა ბევრს მუშაობდა: კერძებს ამზადებდა, რეცხავდა და ყვიროდა, ქიმუნჯებს აგროვებდა და ცხოვრებაზე ხმამაღლა ჩიოდა. ბოლოს, ძალაგამოცლილი რაბინს რჩევისთვის მიმართა: როგორ გავხდე კარგი დედა? იქედან ჩაფიქრებული გამოვიდა. იმ დღიდან თითქოს გამოცვალეს. არა, ოჯახში ფული არ შემატებიათ. შვილებიც უფრო მორჩილნი არ გამხდარან. მაგრამ ახლა აღარ ჩხუბობს, სახიდან ღიმილი არ შორდება. კვირაში ერთხელ ბაზარში მიდის, ხოლო სახლში დაბრუნებისას რამდენიმე საათით ოთახში იკეტება. შვილებს ცნობისმოყვარეობა კლავდათ. ერთხელ აკრძალვა დაარღვიეს და დედასთან ოთახში შეიხედეს. დედა მაგიდასთან იჯდა და ჩაის ტკბილ ფუნთუშასთან ერთად მიირთმევდა! „დედა, რას აკეთებ? და ჩვენ?“ – აღშფოთებული ბავშვები აყვირდნენ. „ჩუმად, ბავშვებო! თქვენთვის ბედნიერ დედას ვაკეთებ!“ – უპასუხა ქალმა.”

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ახალგამომცხვარი მშობლები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რომ მათი შვილი ბედნიერი იყოს. ამასთან ხშირად ავიწყდებათ, რომ შვილებზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვის გარეშე არასრულია. დედ–მამა ჰიპერზრუნვის რეჟიმს ხშირად რთავს, შვილში მთელ დროს და რესურსებს დებს. როგორც წესი, შედეგი იდეალურისგან შორსაა. ბავშვის აღზრდა კომპლექსური სამუშაოა. თუ მშობლები საკუთარ თვითგანვითარებას უგულებელყოფენ და საკუთარ თავს სათანადო ყურადღებას არ უთმობენ, რა ბავშვების ბედნიერებაზეა საუბარი? ბავშვებისთვის მშობლები მთავარი მისაბაძი მაგალითები არიან. მათი წყალობით ბავშვი ამ სამყაროს გაგებას სწავლობს. დედ–მამის ქცევას იმეორებს. როცა ბავშვები ხედავენ, რომ მშობლებს ერთმანეთი უყვართ, ხვდებიან, რა არის ნამდვილი სიყვარული და ზრუნვა. ზუსტად ასეა სხვა გრძნობების და ემოციების შემთხვევაში. ჯერ კიდევ პატარა ბავშვს ახლობლების განწყობის წაკითხვა შეუძლია. როცა დედა ცხოვრებით უკმაყოფილოა, როცა პიროვნულად და კარიეული თვალსაზრისით რეალიზებული არაა, ბავშვი ამას გრძნობს და ეს მის ქცევაზე აისახება.ნამდვილად ბედნიერი ბავშვი რომ გაზარდოთ, საკუთარ ცხოვრებას აზრი უნდა შემატოთ. თითოეული განვლილი დღე უნდა გიხაროდეთ, წვრილმანებში სილამაზე დაინახოთ და გააკეთოთ ის, რაც ნამდვილად მოგწონთ. ბავშვისთვის მშობლები ზრდასრულების სამყაროში ერთგვარი გზამკვლევია. ბავშვების თვალში ეს სამყარო ისეთი უნდა იყოს, რომ გაზრდის არ შეეშინდეს.

რედაქციის რჩევა – თუ გრძნობთ, რომ ამ საკითხში პრობლემები გაქვთ, სიტუაციის გამოსწორება გვიანი არასდროსაა. მშობლებს დღეში რამდენიმე საათი მაინც საკუთარი თავისთვის უნდა ჰქონდეს. ამ დროში საყვარელ ჰობს შეგიძლიათ მიხედოთ. მაგალითად, წიგნი წაიკითხოთ ან უბრალოდ გაისეირნოთ. მოკლედ, გააკეთოთ ის, რაც სიხარულს და სიამოვნებას განიჭებთ. ებრაულ იგავში, რომელიც იუმორს მოკლებული არაა, დედის საქმიანობად უბრალო ჩაის სმაა აღებული. როცა ბავშვები გყავთ, ზოგჯერ ნორმალური ჭამის დროც არ გვაქვს. ასე არ უნდა იყოს! მოკლედ, მარტივი გეგმაა. დრო დაუთმეთ საქმეს, რომელიც გაბედნიერებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს