მოწიფულმა ქალებმა იციან, როგორ მოიკლონ 10 წელი სწორად შერჩეული სამოსით

0
620

მოწიფული ქალების სამოსი განსხვავდება იმისგან, რასაც ახალგაზრდები იცვამენ. პირველ რიგში, უკვე საკუთარი სტილი იპოვა. მეორეც, მოდური ყოველთვის დახვეწილი არაა. სტილისტებს უყვართ იმაზე საუბარი, რა უნდა გააკეთონ ქალებმა 40 წლის შემდეგ. ვთვლით, რომ ქალმა ნებისმიერი ასაკის შემდეგ არაფერი უნდა გააკეთოს. მხოლოდ საკუთარი სურვილებით და გემოვნებით უნდა იხელმძღვანელოს. და მაინც, არის რაღაცები, რაც ნებისმიერ გარდერობს მოერგება, თან მფლობელს გაახალგაზრდავებს. Paparazzi გიამბობთ, რომელ 5 ნივთზეა საუბარი.

მოწიფული ქალის ტანსაცმელი – ასაკში შესულ ბევრ ქალს სურს, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ამაში სამოსი ნამდვილად კარგი დამხმარეა. სწორად შერჩეული სტილით რამდენიმე ნაკლოვანებას დამალავთ. თუ თქვენთვის აქტუალური თემაა, გარდერობი რამდენიმე ნივთით შეავსეთ.

მაგარი ქვედაკაბა – საბაზისო გარდერობი ქვედაკაბის გარეშე სრული არაა. მოწიფული ქალისთვის კარგი ვარიანტია კლასიკური, საშუალო სიგრძის ვიწრო ქვედაკაბა, ფანქარი და ნაკეცებიანი. ქვედაკაბა სხეულის ფორმის ყველა უპირატესობას ხაზს გაუსვამს. მასში მოდური და ახალგაზრდა გამოჩნდებით.

მოდური შარვალი – რა შეავსებს სტატუსის გარდერობს კლასიკურ შარვალზე უკეთ? ქსოვილებით და ფერებით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. ყველაფერი სხეულის ფორმებზეა დამოკიდებული. შარვალი ყოველთვის მოდაშია და ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება. ცივ სეზონზე მუქი შარვალი შეარჩიეთ, ხოლო ზაფხულში ფერადი ვარიანტი აირჩიეთ.

საშუალო სიგრძის კაბა – მოკლე მინი ქვედაკაბის ჩაცმა ყველას არ სურს, მაგრამ საშუალო სიგრძის კაბა ფეხებს იდეალურად გამოკვეთს. საბაზისო გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ ნეიტრალური ფერის კაბა, რომელიც ნებისმიერ სტილს მოერგება. სასურველია, რომ რაღაც კლასიკური ვარიანტი აირჩიოთ, მაგრამ ექსპერიმენტებიც დასაშვებია.

სტატუსის პიჟაკი – კიდევ ერთი ნივთი, რომელსაც საბაზისო გარდერობში გვერდს ვერ აუვლით. მისი მთავარი ხიბლი ისაა, რომ ყველაფერს უხდება. ქვედაკაბასთან, კაბასთან და შარვალთან ერთად შეგიძლიათ ჩაიცვათ. მთავარია, რომ მკაცრ პიჟაკზე სამხრეებით უარი თქვათ. ასეთი ასაკს შეგმატებთ. ნაზი ფერის ტანზე მომდგარი მოდელი უკეთესია. შავ პიჟაკს თავი აარიდეთ.

ჰაეროვანი ბლუზი – ბლუზი თითოეული მოწიფული ქალის გარდერობის მნიშვნელოვანი დეტალია. სწორედ ამიტომ, გარდერობში რამდენიმე ვარიანტი უნდა გქონდეთ. ერთი შესაფერისი ფასონი შეარჩიეთ და მხოლოდ ფერით ექსპერიმენტები ჩაატარეთ. შავს მოერიდეთ. ნაზი პასტელური ფერები აირჩიეთ. თუ კაშკაშა ტანსაცმელი მოგწონთ, მაშინ არაფერზე უარი არ თქვათ. პრინტებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, მაგრამ თუ თქვენს სტილს ეთავსება, რატომაც არა?

როგორც ხედავთ, მოწიფული ქალის სამოსი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. ამ ტანსაცმლის მოდელებშიც ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ და აირჩიოთ ის, რომელიც მოგწონთ. მთავარია, ყველა ეს ნივთი შეაგროვოთ და სხვადასხვა სტილი შექმნათ. ასე მოდური, ახალგაზრდა და მოწესრიგებული გამოჩნდებით!