სკოლის მოსწავლემ მეგობრის დედის გადასარჩენად საღამოს კაბა გაყიდა. 10 წლის შემდეგ მილიონერმა გაიღვიძა

0
6888

დიდებული კაბა გამოსაშვებ საღამოზე ნამდვილ ფურორს მოახდენს. გოგონამ კაბა თავად შეკერა და იმედოვნებდა, რომ მის ფორმებს იდეალურად გამოკვეთდა. არ შემცდარა. თათია ბავშვობიდან კერავდა, ამიტომ ყიდვაზე არც დაფიქრებულა. საოცნებო კაბა საკუთარი ხელით შექმნა და გაყიდა.

ბრწყინვალე კაბა გამოსაშვებ საღამოზე – თათია და ანდრია ბავშვობიდან მეგობრობდნენ. მეზობლები იყვნენ, ამიტომ ეს კანონზომიერია. წყვილი ერთად თამაშობდა, ბაღში დადიოდა, შემდეგ სკოლაშიც. ანდრია მეგობრის ნიჭით ყოველთვის აღფრთოვანებული იყო. თათია თოჯინებისთვის, რბილი სათამაშოებისა და შინაური კატისთვის საოცარ სამოსებს ქმნიდა. მოდის და დიზაინის სფეროში სერიოზული სიმაღლეების მიღწევა სურდა. დღე და ღამე რაღაცას ქმნიდა, ჭრიდა და კერავდა. ზოგადად, ძალიან დაკავებული იყო. იმდენად დაკავებული, რომ საუკეთესო მეგობრის გრძნობები ვერ შეამჩნია. ანდრიაც გრძნობებს მალავდა, რადგან თვლიდა, რომ თათიას არ აინტერესებდა.

დიდებული სამოსი – თათია გამოსაშვები საღამოსთვის მთელი 6 თვე ემზადებოდა. მის ორიგინალურ და ლამაზ შემოქმედებას ყველა ელოდა, არა მხოლოდ ოჯახი და ახლობლები. თანაკლასელებს ცნობისმოყვარეობა კლავდათ, თუ როგორ კაბას შეიკერავდა თათია. ნუთუ ძვირადღირებული ბუტიკების საუკეთესო ვარიანტი იქნება. თათიას ეს ნაკლებად ანაღვლებდა. დღე და ღამე ბეჯითად შრომობდა. სანამ ერთ საღამოს ანდრიამ ახალი ამბით არ გააგონა. „მგონი, დედა მალე წავა“ – ძალიან ჩუმად თქვა ახალგაზრდა ბიჭმა. „სად?“ – დაფიქრების გარეშე ჰკითხა თათიამ. „უკეთეს სამყაროში“ – ანდრია თათიას წინაშე პირველად ატირდა. გოგონამ მისი ტკივილი სრულად იგრძნო და მეგობარს გადაეხვია. „არ იდარდო. რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებთ“ – დაპირდა ანდრიას.

გადამწყვეტი საღამო – სკოლის დამთავრებამდე 2 კვირა იყო დარჩენილი, მაგრამ მგონი ანდრიას და თათიას ეს სულ გადაავიწყდათ. ისინი ბიჭის დედის სამკურნალოდ ფულის შოვნას ცდილობდნენ და ერთი ვარიანტი ყველას აწყობდა. ინტერნეტით თათიას გამოსაშვები საღამოს კაბის უცხოელი მყიდველი იპოვეს. იმაზე გაცილებით მეტს იხდიდა, ვიდრე თათია გეგმავდა. ახალგაზრდა დიზაინერს გაუხარდა, კაბა მყიდველის ზომებზე გადააკეთა და სხვა ქვეყანაში გაგზავნა. ორივე ოჯახის, ასევე ახლო მეგობრების ერთობლივი ძალისხმევით საჭირო თანხის შეგროვება შეძლეს. ანდრიას დედა სამკურნალოდ გააგზავნეს. გამოსაშვებ საღამოს ანდრია და თათია სახლში ისხდნენ. დედისგან ახალ ამბავს ელოდნენ. სწორედ მაშინ სამედიცინო ჩარევდა უნდა დასრულებულიყო. „ახლა, ალბათ, გოგოები დამცინიან. საოცარ კაბას დავპირდი, თავად კი არ წავედი“ – მსუბუქი სინანულით თქვა თათიამ. „ვფირობ, წინ ბევრი დიდებული წვეულება გელის. უფრო ზუსტად, ჩვენ“ – ჩუმად წარმოთქვა ანდრიამ და გოგონას ხელზე სიყვარულით მოკიდა.

დიდებულმა კაბამ გამოსაშვებ საღამოზე სხვა დაამშვენა – იმ საღამოს ანდრიამ გაიგო, რომ დედის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. როგორც იქნა, ძალა მოიკრიფა და თათიას გრძნობებში გამოუტყდა. საბედნიეროდ, გრძნობები ორმხრივი აღმოჩნდა. ბიჭი გულში ბრაზობდა, რომ ასე დიდხანს ჩუმად იყო. ფიქრობდა, როგორ გადაეხადა მადლობა შეყვარებულისთვის. მალე თათიას საკუთარი პატარა სტუდიის მოწყობაში დაეხმარა, რომ საავტორო კაბები შეეკერა.

საყვარელი მეუღლე და წარმატებული ბიზნესი – თათიას ბიზნესი ყოველწლიურად იზრდებოდა. უნიკალურ სამოსს ქმნიდა, ცნობილ მოდელებს, ბლოგერებს, მსახიობებს და მომღერლებს აცვემდა. შემოსავლები გაიზარდა, მასთან ერთად პასუხისმგებლობაც. მისი მოდის სახლის ბრუნვა მილიონზე მეტი იყო. ზოგჯერ გოგონა ვერ იჯერებდა, რომ ასეთ სიმაღლეებს მიაღწია. გვერდით კი საყვარელი ანდრია ყავდა.

წყვილს 10 წლის იუბილის გრანდიოზულად აღნიშნვა სურდა, როგორც შეძლებულ ადამიანებს შეეფერებათ. თათიას ერთი პატარა სიურპრიზი ელოდა. „მგონი, ამ კაბის გადაკეთება მომიწევს. რას იტყვი, წვეულების დამნაშავევ“ – თათია საყვარელ მეუღლეს ხუმრობით საყვედურობდა. გვიანი ორსულობის გამო უკვე მეოთხე კაბს იზომავდა, მაგრამ მუცელს მასში ჩატევა არ სურდა. „არ იდარდო. რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებთ“ – სიცილით გაიმეორა ცოლის საბედისწერო ფრაზა.