ევროპელებს ჩვენი თავის მოვლის ჩვევები აოცებთ. გიამბობთ, რა განსხვავებებია

0
546

სავსებით ნათელია, რომ სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს სხვადასხვა ჩვევები შეიძლება ჰქონდეს. ეს ზოგად ჰიგიენასაც ეხება. ევროპაში საკმაოდ დიდხანს ცხოვრება მოგვიწია, ამიტომ მათ ჩვევების შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. Paparazzi გიზიარებთ დაკვირვებას, თუ რა განსხვავებაა ჩვენსა და ევროპელებს შორის.

ზოგადი ჰიგიენა

  • აბაზანის არქონა – ევროპელების უმეტესობა აბაზანის ნაცვლად საშხაპეს ირჩევს. ბევრ ბინაში აბაზანა არაა. საქმე იმაშია, რომ იქ კომუნალური გადასახადები საკმაოდ ძვირია, ამიტომ დაზოგვა უწევთ. თუ კვირაში ერთხელ მაინც აბაზანაში ჩაწოლას ვერ შეძლებენ, რა აზრი აქვს მის მონტაჟს? სწორედ ასე მსჯელობენ ჭკვიანი ევროპელები. აბაზანის ნაცვლად საშხაპე კაბინა აქვთ. პრაქტიკულია, თან ნაკლებ ადგილს იკავებს.
  • საცობი ნიჟარაში – ზოგიერთი ევროპელი ხელ–პირს გამდინარე წყალში არ იბანს. ეს ყველა ქვეყანაში გავრცელებულია, მაგრამ ინგლისელებს, პორტუგალიელებსა და ესპანელებს შორის უფრო ხშირად გვხვდება. ისინი ნიჟარას საცობით ხურავენ, წყალს აგროვებენ და შემდეგ იბანენ. ასე გაცილებით ნაკლები წყალი იხარჯება.
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა დამხმარედ – ბევრ ევროპულ ოჯახში ჭურჭლის სარეცხი მანქანა დგას. მისი დახმარებით არა მხოლოდ ჭურჭლის რეცხვაზე ნაკლებ დროს ხარჯავენ. აღმოჩნდა, რომ წყალსაც კარგად ზოგავენ. 1–2 დღეში ერთხელ სრულად დატვირთული მანქანის ჩართვა გაცილებით იაფია, ვიდრე ლიტრობით წყლის ტყუილად დახარჯვა.
  • გამდინარე წყლის კონტროლი – წინა პუნქტებმა აჩვენა, რომ ევროპელები წყალს და მის ხარჯვას უფრთხილდებიან. ვერ იპოვით ევროპელს, რომელიც წყლის კანალიზაციაში წვეთვას დაუშვებს. ღრუბლით თეფშის გაწმენდა, სანამ წყალი უბრალოდ მიედინება? გაუგონარი ხარჯია. ევროპელები ონკანს კეტავენ ყოველჯერზე, როცა წყალი აუცილებელი არაა. ეკონომია ყველა ფეხის ნაბიჯზე! მათგან ამ ჩვევის სწავლა კარგი იქნება!
  • ზოგადი ჰიგიენა და ქვედა საცვლები – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენსა და ევროპელებს შორის. ქვედა საცვლების ყიდვის წესი. ევროპელი ქალები მზად არიან, რომ ქვედა საცვლებზე ბევრი თანხა დახარჯონ, მუდმივად განაახლონ. პატარა გაწელვაც კი მისი გადაგდების მიზეზია. ჩვენ ბიუსჰალტერის გათეთრება და შეკეთება გვახასიათებს, სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს. აქ დიდხანს შეგვიძლია ვიკამათოთ, ვინ არის მართალი და ვინ არა.

როგორც ხედავთ, ზოგადი ჰიგიენა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება. რა თქმა უნდა, ეს საბოლოო ინსტანციის ნამდვილი ჭეშმარიტება არაა. არ გაგიკვირდეთ, თუ რომელიმე ოჯახში ასე არ იქნება. დარწმუნებული ვართ, თუ მოძებნით, მეზობელ ბინაშიც განსხვავებას დაინახავთ.