შვებულების შემდეგ ჩემოდნის ამოლაგება გადავწყვიტე და საწოლის ქვეშ სხვისი საყურე ვიპოვე

0
3142

ძვირადღირებულ სამკაულს საშინელი საიდუმლოებების დამალვა შეუძლია. მათ საყვარელ ადამიანებს მადლიერების და ერთგულების ნიშნად ჩუქნიან. ზოგჯერ სამკაული ხვდება მათ, ვინც ამას არ იმსახურებს. როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ცივი გონება ყოველთვის უნდა შეინარჩუნოთ. ეს ისტორია გაჩვენებთ, როგორ არ უნდა აყვეთ ცრურწმენებს.

ძვირფასი სამკაული – ირინა უკვე 30 წლის იყო. უმაღლესმა ძალებმა გონებით და ლამაზი ფორმებით უხვად დააჯილდოვა. რატომღაც პირად ცხოვრებაში ბედნიერების მოპოვება უჭირდა. მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გვერდით ყოლოდა ადამიანი, რომელიც ყოველთვის გაუგებდა და დარდას და სიხარულში მისი ერთგული იქნებოდა. პირველ ქმარს სწორედ ღალატის გამო დაშორდა. მშობლებიდან სახლში დაბრუნებულს საძინებელში მეუღლე მაქსიმე და ვიღაც ქალი დახვდა. გულგატეხილ ირინას 5 წელი დასჭირდა, რომ ძალები აღედგინა. ღალატმა და განქორწინებამ მასზე დამღუპველი გავლენა მოახდინა. ოჯახი და ახლობლები სერიოზულად ღელავდნენ. განსატვირთად მეგობრები მუდმივად სადღაც პატიჟებდნენ. ერთ–ერთ ასეთ საღამოს რატი გაიცნო.

მზის სხივი – რატიმ ირინა მოხიბლა. იმდენად ღიმილიანი, ტკბილი და კომუნიკაბელური იყო, რომ მალე მისი პირქუშობის კვალიც გაქრა. ბიჭი ხუმრობდა, სასაცილო ისტორიებს ყვებოდა და ქალს ამ მხიარულთან განშორება აღარ სურდა. მოღალატე მაქსიმეს შემდეგ რატი სიბინძურეში ნამდვილი ბრილიანტი გახდა. გოგონა გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, რომ რატიმ ადრეულ ასაკში მამა დაკარგა. ამის გამო დედამისმა უცნაურად ქცევა დაიწყო. რატის მისი მკურნალობის გადასახდელად მუშაობა უწევდა. თითქოს დედის ფსიქიკა აღდგა, მაგრამ უბედურება ისევ თავს დაატყდა. თავად რატის სერიოზული დაავადება აღმოუჩინეს. ბიჭმა ამ გამოცდასაც გაუძლო. წყვილის ურთიერთობა სწრაფად ვითარდებოდა. რატიმ ირას ხელი სთხოვა და ბედნიერმა წყვილმა ქორწილისთვის მზადება დაიწყო. რძალს დედამთილი ნამდვილად უცნაური მოეჩვენა. ქალი დროდადრო ირინას სახლს ათვალიერებდა, მაგრამ პატარძალმა ამაზე თვალის დახუჭვა გადაწყვიტა.

დედის გვერდით – ირინა შიშით იხსენებდა, რომ ერთ კვირაში დედასთან ერთად საბერძნეთში უნდა გაფრენილიყო. მოგზაურობა გოგონას მშობლებმა წინასწარ დაგეგმეს, მაგრამ მამა სამსახურის გამო წასვლას ვერ ახერხებდა, ამიტომ ბილეთი მაშინვე დააბრუნა. ირამ საყვარელ რატის შეატყობინა, რომ ერთი კვირით დედასთან ერთად შვებულებაში წასვლა უწევდა. რატიმ ეს საკმაოდ მშვიდად მიიღო და უთხრა, რომ ძალიან მოენატრებოდა. ირინას დედას ზურგის პრობლემები აწუხებდა, ამიტომ თბილი საბერძნეთი მისთვის სუფთა ჰაერივით იყო. გოგონას სხვა ფიქრები აწუხებდა. „რა მოხდება, თუ სიტუაცია განმეორდება?“ – ეს ფიქრები არ ასვენებდა. რატი მათ ბინაში მარტო დარჩა. საყვარელ ადამიანს ხშირად ურეკავდა, მაგრამ გამოუსწორებელი მაინც რომ მოხდეს? ირინა რატის ღალატს ვერ გადაიტანს.

ძვირფასი სამკაული საწოლის ქვეშ – მთელი კვირა ნემსებზე იჯდა. შვებულება ტანჯვას უფრო ჰგავდა. გონებით ესმოდა, რომ ღალატზე ფიქრის მიზეზი არ ჰქონდა, მაგრამ ძველი ტრავმა არ ასვენებდა. საქმრო შეყვარებულს და მომავალ სიდედრეს აეროპორტში დახვდა. თითქოს ირინა უნდა დამშვიდებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სახლში ჩემოდნის ამოლაგება დაიწყო და საწოლის ქვეშ უცნობი საყურე დაინახა. თვალთ დაუბნელდა, თავბრუ დაეხვა. „ასეთი საყურე არასდროს მქონია. ჩემი არაა“ – ჩურჩულებდა ირინა. მაშინვე ფეხზე წამოდგა და რატის დაუძახა. ისიც ისე გამოიქცა, თითქოს ცეცხლი ეკიდა.

„ოჰ, სად იპოვე?“ – გაიღიმა კაცმა. ირინა ტირილისთვის მზად იყო. „შენთვის ვიყიდე, მაგრამ, ალბათ, ამოვარდა“. რატიმ საწოლის ტუმბოს უჯრა მშვიდად გამოაღო და პატარა სასაჩუქრე შეფუთვა აიღო. გახსნილი იყო. ირინა ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ სულში სიმშვიდემ დაისადგურა. რატი არ ატყუებდა.

ძველი თაობის საიდუმლოებები – რატიმ მაშინვე სიტყვა გაწყვიტა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდა. ირინა ვერ ხვდებოდა, ვის შეეძლო ყუთის გახსნა მათ სახლში. საქმრომ უხერხულად დაიწყო: „ირა, დედაჩემი, ის, მოკლედ ისაა. სხვისი სახლიდან ხელცარიელი წასვლა არ შეუძლია. თუ გესმის. მართლა ავადაა. ეს ფსიქიკაა, გაიგე, გთხოვ“. ირინა შეყვარებულს გაოგნებული უყურებდა. თავში ათასმა ფიქრმა გაიელვა, სადაც ყველა სამკაულს ჯოჯოხეთში აგზავნიდა. მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რატია. დაე, დედამისს ასეთი დელიკატური პრობლემა ჰქონდეს. ირინა ასეთ ნათელ და კეთილ ადამიანს ტანჯვის უფლებას არ მისცემს. „საშიში არაა, ახლა ერთი საყურის ტარება მოდაშია“ – გაიღიმა და საქმროს გადაეხვია.