ბიჭი ბებიაზე უანგაროდ ზრუნავდა, მაგრამ ანგელოზებმა მისი დაჯილდოება გადაწყვიტეს

0
1798

სიკეთე ბრუნდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი კეთილ საქმეს უანგაროდ აკეთებს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. დღევანდელი ისტორიის მთავარი გმირის სუფთა აზრები დაჯილდოვდა. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. Paparazzi გიამბობთ, რა მოხდა და როგორ დასრულდა ეს ჭკუის სასწავლებელი ამბავი.

სიკეთე ბრუნდება – ერთხელ პეტრეს უახლესი დაქალი ესტუმრა და სამწუხარო ამბავი შეატყობინა. გოგონა მშობლებთან ერთად საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადადიოდა. 10 წლის ბიჭი ანაზე მიჯაჭვული იყო. ადრეული ბავშვობიდან იცნობდა და უმცროს დად თვლიდა. როგორი სამწუხაროც არ უნდა ყოფილიყო, მის დამშვიდებას ცდილობდა. ანა ცრემლებს ვერ იკავებდა: „გესმის, პეტრე, ბებიის გარეშე მივდივართ! უარს ამბობს წასვლაზე, რადგან აქ მისი სახლია და ვერ დატოვებს!“ ბიჭი გაოგნებული იყო, მაგრამ მაშინვე დახმარება შესთავაზა: „ბებიასთან ხშირად ვივლი. ყველაფერში დავეხმარები!“ მეგობრის სიტყვებმა პატარა ანას გული გაათბო. უთხრა, რომ შესანიშნავი იდეა იყო და ამაზე შეთანხმდნენ.

პეტრემ პირობა შეასრულა და ყოველდღე ნაზი ბებოს სტუმრობდა. საკუთარი ბებია–ბაბუა არ ჰყავდა ამიტომ ეს ქალი მისთვის ძალიან ახლობელი გახდა. ერთად მულტფილმებს და სხვადასხვა საინტერესო პროგრამებს უყურებდნენ. ბიჭი ბებიას საყიდლების ყიდვაში, ბინის დალაგებაში ეხმარებოდა. მასთან ერთად სეირნობდა კიდეც, თუმცა მოხუცი ქალი სწრაფად იღლებოდა და სახლში აყვანა ხელის მოკიდებით უწევდა. ანასთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. ერთმანეთს წერილებს წერდნენ და ურეკავდნენ. მეგობრობა მხოლოდ ძლიერდებოდა, როგორც ბიჭის და ნაზის ურთიერთობა.

ბედის უკუღმართობა – პეტრე გაიზარდა და სკოლა დაამთავრა. ბებიის გვერდით რომ ყოფილიყო, ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩააბარა. კარგად სწავლობდა და სწავლის დასრულებისთანავე კარგი სამსახური იშოვა. ნაზი მისი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა. პეტრეს მშობლები მას ხშირად ეპატიჟებოდნენ და თვითონაც დადიოდნენ. ერთი შეხედვით ოჯახური იდილიის დანგრევა არაფერს შეეძლო. ერთხელ პეტრეს სხვა ქალაქში დიდხნიან მივლინებაში წასვლა შესთავაზეს. დიდხანს ფიქრობდა, დათანხმებოდა თუ არა. მთელი ეს 15 წელი ბებია ამდენი ხნით არასდროს მიუტოვებია. „არ იდარდო, გავუმკლავდები, გპირდები! უნდა ისწავლო, რომ წარმატებული გახდე. ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, წადი. თუ რამე მოხდა, ყოველთვის შემიძლია შენს მშობლებს დავურეკო“ – უთხრა ნაზი ბებომ და პეტრეს გზა დაულოცა.

ბიჭს ესმოდა, რომ წასვლა ფულის გამოც ნამდვილად სჭირდებოდა. მის ოჯახში არც თუ ისე ნათელი დღეები იყო. ბინაში, სადაც მშობლები ცხოვრობდნენ, მილი გასკდა. ამის გამო კაპიტალური რემონტის გაკეთება აუცილებელი იყო. ეს კი დიდი თანხაა. ბიჭი წავიდა და ეჭვი არ ეპარებოდა, თუ რა ელოდა ჩამოსვლისას. ნაზი ბებოს ბინის სათადარიგო გასაღები უკვე დიდი ხანია ჰქონდა. როცა საყვარელი ბებიის სანახავად მოვიდა, სახლში ვერ იპოვა. უფრო მეტიც, ბინა ცარიელი იყო. არც საწოლი, არც კარადა, არც სხვა ავეჯი არ იყო.

არ ესმოდა, რა ხდებოდა. სამზარეულოში შევიდა და მაგიდაზე წერილი იპოვა. „ძვირფასო პეტრევ, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგადაა. ბოლო დროს ვგრძნობ, რომ ჩემი დრო დასასრულს უახლოვდება. ახლობლებთან გადასვლა გადავწყვიტე. ყველასთვის ასე აჯობებს. ჩემი ბინა შენს სახელზე გადავაფორმე. ჩემი ადვოკატი დაგიკავშირდება. მშობლები წამოიყვანე და ამ ბინაში გადმოდი. იმედი მაქვს, თავს მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობთ. მიყვარხართ“ – წერდა ნაზი ბებო. ბიჭი ატირდა და ნაზი ბებოს სიტყვები გაახსენნდა: „სიკეთე უბრუნდება მას, ვინც ამას იმსახურებს“. ამ მშვენიერი ქალის კეთილი ნება ამის დასტურია. პეტრე მშობლებთან ერთად ბებიის ბინაში გადმოვიდა. დედ–მამა ბედნიერები იყვნენ.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ეს ისტორია გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია პირობის შესრულება. ჯერ კიდევ ახალგაზრდა პეტრე მეგობარს დაპირდა, რომ მის ბებიაზე იზრუნებდა. ასეც მოიქცა. სანაცვლოდ ჯილდო მიიღო. სიკეთე ყოველთვის ბრუნდება, თუ ადამიანი სინდისის მიხედვით იქცევა. ამ ისტორიის მთავარი გმირი მისაბაძი მაგალითია!