მტვრისგან დაცვის მეთოდი, რომელსაც ძვირადღირებულ სასტუმროებსა და მუზეუმებში იყენებენ

0
1762

ისე ხდება, რომ სახლს საგულდაგულოდ ალაგებთ, თითოეულ კუთხეს მტვერს აშორებთ. თქვენი შრომის შედეგით ტკბებით, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეში თაროებზე მტვრის ფენა ჩნდება. ნამდვილი მოღალატესავით ყველაზე თვალსაჩინო ადგილებში ჩნდება. ალბათ, მსგავსი იმედგაცრუება ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია. რას იზამთ, თუ გეტყვით, რომ საიმედო მეთოდი არსებობს, რომელიც ავეჯს მტვრისგან რამდენიმე თვე დაიცავს? Paparazzi მარტივ მეთოდს გიზიარებთ. ამის შემდეგ ავეჯის ისევ და ისევ გაწმენდა არ მოგიწევთ.

მტვრისგან დაცვა – მტვერი თითოეული დიასახლისის პრობლემაა. როგორც არ უნდა ებრძოლოთ, მაინც ჩნდება. უბრალოდ არსებობს მტვრის წყაროები, რომელთა მოშორება შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენ თავად, ჩვენი ცხოველები. საფუძვლიანი დასუფთავება და ნივთების ორგანიზაცია სიტუაციას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ყველა ეს რჩევა მტვრის რაოდენობის შემცირებაში დაგეხმარებათ. გთავაზობთ საშუალებას, რომელიც ავეჯზე მტვრის დადებას ხელს უშლის. თვეში ერთხელ გაწმინდეთ და თავისუფალი ხართ!

ამბობენ, რომ ამ საშუალებას საფრანგეთის მუზეუმების და ძვირადღირებული სასტუმროების თანამშრომლები აქტიურად იყენებენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ყოველდღე ძვირადღირებული ავეჯი ან მუზეუმის ექსპონატები გაწმინდოს. რა დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში?

მტვრისგან დამცავი საიმედო საშუალება გლიცერინით შეგიძლიათ გააკეთოთ. გლიცერინი თავისი თვისებების წყალობით დამცავ ფენას ქმნის. მტვერი ავეჯსა და ზედაპირებზე დალექვას ვერ შეძლებს და ასე დიდხანს სუფთა გამოჩნდება. სიტყვაზე, გლიცერინი ფანჯარასაც შესანიშნავად წმენდს და სისუფთავეს დიდხანს ინარჩუნებს. როგორ გამოვიყენოთ გლიცერინი? აფთიაქში ერთი ბოთლი საშუალება შეიძინეთ. ჯერ ზედაპირებს სველი წმენდით მტვერი მოაშორეთ. ამის შემდეგ მშრალ ჩვარს რამდენიმე წვეთი გლიცერინი დაუმატეთ და დაამუშავეთ ყველა ზედაპირი, სადაც მტვერი ჯდება.

არ ინერვიულოთ, საშუალება ზოლებს არ ტოვებს. ავეჯი მოვლილი და ბზინვარე გამოჩნდება. რაც მთავარია, მტვერი თვეები არ დაილექება. დამცავი ფენა შეუდარებლად მუშაობს. მეთოდი დაგეხმარებათ, როცა საცხოვრებლის განახლება გსურთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ რჩევებით სახლის დალაგება გამარტივდება.