თითქოს მარმელადია: სქელი ვაშლის ჯემი ძმრის გარეშე

0
456

შინ მომზადებული ვაშლის ჯემის კარგი რეცეპტი ოქრო ღირს. მილების გაკეთება მომინდა, მაგრამ მაღაზიაში ნამდვილი ჯემი ვერ ვიპოვე. გადავწყვიტე, თავად გავაკეთო. ძალიან მარტივი აღმოჩნდა. პეროგს, რულეტს და ნებისმიერ ცომეულს შეგიძლიათ დაუმატოთ. Paparazzi გემრიელი ვაშლის ჯემის მომზადების ინსტრუქციას გიზიარებთ. ძალიან სქელი გამოვიდა, როგორიც მინდოდა!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 700 გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. ვაშლი გარეცხეთ და ნაჭრებად დაყავით. ვაშლის ნაჭრები წყლისა და ლიმონის წვენის ნარევში (1 ლ წყალზე დაახლოებით 2 ს/კ წვენი) მოათავსეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ წყალი გადაასხით და ვაშლი გარეცხეთ.
  2. ვაშლის ნაჭრებს ნახევარი შაქარი დაუმატეთ და გააჩერეთ, სანამ ხილს წვენი გამოუვა. ვაშლს შეგიძლიათ შაქარი მოაყაროთ და მთელი ღამე გააჩეროთ.
  3. ვაშლი ქვაბში გადაიტანეთ და სუსტ ცეცხლზე გამუქებამდე და გასქელებამდე ხარშეთ (დაახლოებით 20 წუთი). ჯემი დააბლენდერეთ.
  4. მეორე ნახევარი შაქარი დაუმატეთ და კიდევ 15 წუთით ხარშეთ. არ აურიოთ, რომ ძალიან სქელი არ გამოვიდეს!
  5. სანამ ჯემი იხარშება, ქილები გარეცხეთ და გაასტერილეთ. სუფთა ქილები ღუმელში გადაბრუნებული დააწყვეთ და 100 გრადუსზე 30 წუთით გააჩერეთ.
  6. მზა ჯემი ქილებში გადაანაწილეთ. არ მოხუფოთ, უბრალოდ ნეილონის თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!

რაც უფრო მეტ შაქარს დაუმატებთ, მით უფრო დიდხანს შეინახავთ, მაგრამ ძალიან ტკბილი გამოვა. დიდხანს შესანახად 1 კგ შაქარი 1 კგ ვაშლზე გამოიყენეთ. პირადად მომწონს, როცა შაქარი ნაკლებია, რადგან ასე გემრიელი და სასარგებლო გამოდის. არომატისთვის ლიმონის ცედრა ან დარიჩინი შეგიძლიათ დაუმატოთ. ამ რეცეპტით ვაშლის ჯემის მომზადება აუცილებლად სცადეთ.