სტერილიზაციის დრო: როგორ გავასტერილოთ ქილები სწრაფად ისე, რომ არც ერთი ქილა არ გასკდეს

0
932

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ქილების სტერილიზაციის დრო შერჩეულ მეთოდზე დამოკიდებულია. როგორც მინიმუმ, სამი მეთოდი არსებობს. ახლა ზამთრისთვის კონსერვების მომარაგების სეზონი გახურებულია, ამიტომ Paparazzi შეგახსენებთ, როგორ გაასტერილოთ ქილები სახლის პირობებში სწორად.

ქილების სტერილიზაციის დრო – სტერილიზაციაში კონსერვის ქილების თერმული დამუშავება იგულისხმება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ პროდუქტი არ გაფუჭდეს და დიდხანს შევინახოთ. სტერილიზაციის წინ ყველა ქილა უნდა მოამზადოთ. პირველ რიგში, მინაზე ბზარების არსებობა შეამოწმეთ. მეორეც, გამდინარე წყალში საპნით, სოდით ან მდოგვის ფხვნილით კარგად გარეცხეთ. იგივე თავსახურებს ეხება, თუ ხელმეორედ იყენებთ. თავსახურზე ჟანგი ან სხვა სახის დაზიანება არ უნდა იყოს.დედა ქილების სტერილიზაციისთვის ყოველთვის ძველ მეთოდს იყენებს. დიდ ქვაბს წყლით ნახევრად ავსებს. შემდეგ სითხე ადუღებამდე მიყავს და წყალში თავსახურებს ყრის. თავად ქვაბს რკინას დიდ საწურს ადებს. შემდეგი ნაბიჯი: საწურზე გადაბრუნებული ქილების დაწყობა, რომ ორთქლი ჭურჭელში მოხვდეს. საწურის წყალობით ქილები მყარად დევს. სპეციალური სტერილიზატორი ამ ამოცანას უფრო ოსტატურად გაუმკლავდება. ეს რკინის მოწყობილობაა, რომელიც ქვაბზე მაგრდება. მასში არის ნახვრეტი, რომელიც ქილის პირისთვის იდეალურია. გადაბრუნებული ქილა სწორედ მასში უნდა მოათავსოთ.

ამ შემთხვევაში ქილების სტერილიზაციის დრო მათ ზომაზეა დამოკიდებული. 0,5–ლიტრიანი ქილისთვის ორთქლის ქვეშ 6-8 წუთით გაჩერება საკმარისია, 1-2–ლიტრიანი ქილებისთვის – 10-15 წუთი. 3-ლიტრიანი და მეტი მოცულობის ქილები მინიმუმ 20-25 წუთით უნდა გაასტერილოთ. იმის გაგება, რომ ქილები მზადაა, მარტივია. ზედაპირის შიგნით წყლის დიდი წვეთები გაჩნდება. ამის შემდეგ გადაბრუნებული ქილები სუფთა და მშრალ ბამბის პირსახოცზე დააწყვეთ. თავსახურებზეც ასე მოიქეცით. მთლიანად უნდა გაშრეს, სანამ პროდუქტით გაავსებთ.

ქილების სტერილიზაცია სხვა მეთოდებით

  • ქილები ღუმელშიც შეგიძლიათ გაასტერილოთ. სუფთა და მშრალი ქილები გადააბრუნეთ და ცივ ღუმელში გისოსზე დააწყვეთ. ტემპერატურა 100-110 გრადუსზე დააყენეთ და 20 წუთით ჩართეთ. შემდეგ ღუმელი გამორთეთ და ქილების ბოლომდე გაგრილებას დაელოდეთ. ამავე მეთოდით რკინის თავსახურები შეგიძლიათ გაასტერილოთ. რეზინის თავსახურების ღუმელში მოთავსება არ შეიძლება, რადგან გადნება.
  • ქილების სტერილიზაციისთვის ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის თითოეულ ქილაში ცოტა სუფთა წყალი ჩაასხით. ღუმელი მაქსიმალურ სიმძლავრეზე 3-5 წუთით ჩართეთ. ამ დროში ქილებში წყალი უნდა ადუღდეს, ხოლო შიგნით ზედაპირზე წყლის დიდი წვეთები გაჩნდეს. შემდეგ ქილებიდან წყალი გადაასხით, თავად ქილები სუფთა მშრალ პირსახოცზე გადაბრუნებული დააწყვეთ. გახსოვდეთ, რომ მიკროტალღურ ღუმელში თავსახურების სტერილიზაცია არ შეიძლება.
  • ბოლო მეთოდი: ქილების სტერილიზაცია ორთქლსახარშში ან მულტისახარშში. ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ქვაბის მეთოდი. ჭურჭელში წყალი ჩაასხით, თავსახურები ჩაყარეთ, ზემოდან კერძის ორთქლზე მოსამზადებელი საცმი გაუკეთეთ. შემდეგ რეჟიმი ჩართეთ და ქილები ამ საცმზე გადაბრუნებული დააწყვეთ. სტერილიზაციის დრო, როგორც პირველ მეთოდში, ქილების ზომაზეა დამოკიდებული.

თუ კონსერვებს პირველად ამზადებთ, ქილების სტერილიზაციის არ შეგეშინდეთ. როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან მარტივია.