მარტოხელა დედა ვაჟს მანქანის ტარებას აკვნიდან ასწავლიდა, ამიტომ 13 წლის ასაკში საავადმყოფოში წაიყვანა

3037

ადამიანებს ცხოვრებაში განსხვავებული ღირებულებები აქვთ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. თუ ერთ ადამიანს კანონის სიტლანქე სწორად მოქცევაში ხელს უშლის, მეორე რისკზე მიდის, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. Paparazzi–ს დღევანდელი ისტორია სერიოზული პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს იძლევა. საინტერესოა, რომელ მხარეს ხართ?

ღირებულებები ცხოვრებაში – ეს ამბავი აშშ–ს ერთ–ერთ შტატში მოხდა. იქ, სადაც ხალხს ცხოვრებაში ძალიან განსხვავებული ღირებულებები აქვთ. ადამიანის ბედი მაინც ყველა დანარჩენზე მნიშვნელოვანია. როცა მაიკი 6 თვის იყო, მამამ მიატოვა და სხვასთან წავიდა. ჯესიკა სამუშაოს და ბავშვის აღზრდას მარტო უმკლავდებოდა. უჭირდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რომ მისი შვილი ბედნიერი ყოფილიყო. მთელ თავისუფალ დროს მაიკთან ერთად ატარებდა. ერთად ბევრს სეირნობდნენ და ამქვეყნად ყველაფერს განიხილავდნენ, სხვადასხვა სახის სპორტზე დადიოდნენ. ჯესიკა შვილს მანქანის ტარებას ასწავლიდა, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. ბიჭი უკვე ოცნებობდა, როგორ აიღებდა მართვის მოწმობას და დედას შორეულ მოგზაურობაში წაიყვანდა.

ჯერჯერობით ამას თავად ჯესიკა აკეთებდა. ერთხელ შვილს მეზობელ შტატებში დროის გატარება შესთავაზა. იქ მის ნაცნობს მამული ჰქონდა და სხვადასხვა ცხოველს უვლიდა. ქალს შვილისთვის მათი ჩვენება სურდა. რა თქმა უნდა, მაიკს გაუხარდა და დედის იდეას მხარი დაუჭირა. სასიამოვნო ხალხის გარემოცვაში დაუვიწყარი შაბათ–კვირა გაატარეს, შემდეგ მანქანით სახლში წამოვიდნენ. შუა გზაზე ჯესიკას თვალთ დაუბნელდა. სწრაფი რეაგირება მოახდინა და გზის პირას გადავიდა. „დედა, რა გჭირს?“ – იკითხა შეშინებულმა 13 წლის ბიჭმა. ქალმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო და გონება დაკარგა.ფიქრის დრო არ იყო. ახლომახლოს სულიერი არავინ იყო. მაიკმა სწრაფად გადაწყვიტა, რომ დედა მეზობელ სავარძელზე გადაესვა და გზა განეგრძო. რუკაზე ნახა, რომ უახლოესი საავადმყოფო 15 წუთის სავალზე იყო. ბიჭმა კონცენტრირება მოახდინა და მანქანა დაძრა. „ყველაფერი მარტივია, გაიხსენე, რა გასწავლა დედამ“ – გაიფიქრა მაიკმა. შიშის მიუხედავად ავტოს დაძრა. შემდეგ სიჩქარეს მოუმატა, რის გამოც შუა გზაზე პოლიციამ გააჩერა.

გადამწყვეტი მოქმედება – შიში დაეუფლა. რა გააკეთოს? ოფიცერმა თავი გააცნო და ახალგაზრდას მანქანიდან გადმოსვლა სთხოვა. მისი გაკიცხვა დაიწყო: „როგორ გაბედე მანქანაში დაჯდომა? ხომ შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყავი! ვისი ავტომობილია, მამის?“ ახსნის დრო არ იყო. მაიკმა სწრაფად უპასუხა: „დედაჩემის მანქანაა. სახლიდან მოვდიოდით და გონება დაკარგა. მეზობელ სავარძელზე ზის. არ ვიცი, რა სჭირს. სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიდეთ!“ პოლიციელმა საბრალო ქალს შეხედა და უთხრა: „უკან დაჯექი, მე წაგიყვანთ. საავადმყოფო აქვეა. წავედით! ამ მომენტში მანქანას მეორე ოფიცერი მიუახლოვდა. პირველზე მკლავზე ხელი მოკიდა და უთხრა: „საიმონ, რაზე ფიქრობ? ბიჭი საჭესთან მძიმე დანაშაულია. ოქმი უნდა შევადგინოთ და კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ. სად მიდიხარ?“

„კანონი არ მაინტერესებს, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია!“ – უპასუხა პოლიციელმა და მანქანაში დაჯდა. 10 წუთში ჯესიკა საავადმყოფოში იყო. ექიმებმა თქვეს, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. თითოეული წუთი მნიშვნელოვანი იყო. დროულად რომ არ მოეყვანათ, სავარაუდოდ, გადარჩენის შანსი არ ექნებოდა. ამის გაგონებაზე მაიკი ატირდა. ოფიცერს დედის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა. „ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა“ – უპასუხა პოლიციელმა. ოფიცერი ბიჭზე ზრუნავდა, სანამ დედა საავადმყოფოში იყო. მოგზაურობა გაიწელა, მაგრამ ბედნიერად დასრულდა.როცა ჯესიკა გამოწერეს, მაიკთან ერთად ოფიცერთან ურთიერთობა გააგრძელა. ქალმა მამაკაცის გმირული საქციელის შესახებ მის სამსახურში თქვა და ოფიცერი დააწინაურეს. მეწყვილე კიდევ დიდხანს ნანობდა, რომ საავადმყოფოში წასვლაზე უარის თქმას აიძულებდა. ხალხს შეცდომების დაშვება ახასიათებთ, ასე არაა?

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ეს ისტორია გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ აქ და ახლა უნდა ვიმოქმედოთ. ადამიანი, რომელიც მზადაა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მსხვერპლი გაიღოს, პატივისცემას იმსახურებს. პოლიციის ოფიცერმა არ იცოდა, კანონის დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ თუ არა, მაგრამ ამაზე არც ფიქრობდა. როგორც თავად თქვა, ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში იყო. ამაშია მთავარი ღირებულება. გვეთანხმებით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს