
მეგობარმა კიტრის მწნილის ებრაულად მომზადება მასწავლა. ასეთ კიტრს მოტკბო და პიკანტური გემო აქვს. სენდვიჩებში იდეალური დანამატია. Paparazzi კიტრის მწნილის ებრაულ რეცეპტს გიზიარებთ. სცადეთ და შემდეგ სულ ასე მოამზადებთ.
კონსერვის ინგრედიენტები:
- 2-2,5 კგ კიტრი
- 2 სტაფილო
- 0,5 ნიახურის მწვანილი
- 1 ხახვი
- ოხრახუშის მწვანილი
- მდოგვის მარცვლები
- კამის ქოლგები
- ბაჰარის წიწაკა
- დაფნის ფოთოლი
მარინადის ინგრედიენტები სამლიტრიანი ქილისთვის:
- 5 ჭიქა წყალი
- 1 ჭიქა ძმარი
- 1 ჭიქა შაქარი
- 4 ჩ/კ მარილი
მომზადების წესი:
- კიტრი გარეცხეთ, 3–4 საათით ცივ წყალში გააჩერეთ. ყუნწები მოაჭერით. მწვანილები გარეცხეთ.
- თითოეულ ქილაში 2 კამის ქოლგა და 2 ხახვის რგოლი, ასევე ნიახური, სტაფილო და ოხრახუში ჩააწყვეთ.
- ჩაის კოვზი მდოგვის მარცვლები, 3 ბაჰარის წიწაკა და დაფნის ფოთოლიც დაუმატეთ. კიტრები ქილებში მჭიდროდ ჩააწყვეთ.
- მარინადის ინგრედიენტები ქვაბში მოათავსეთ და აადუღეთ. ცხელი მარინადი კიტრს დაასხით და თავსახური დაახურეთ. 15 წუთით გაასტერილეთ და მოხუფეთ. ასე 6 ლიტრი მწნილი გამოგივათ.
- კონსერვები გადააბრუნეთ, შეფუთეთ და 1 დღე გააჩერეთ. მოგვიანებით, საკუჭნაოში ბნელ ადგილას შეინახეთ.
ხრაშუნა, ტკბილ–ცხარე და პიკანტური კიტრი პირველივე გასინჯვაზე თავს შეგაყვარებთ. რეკომენდაციას ვუწევთ.