დედაჩემის საფირმო რეცეპტი: მაყვლისა და შაქრის სასმელი მომთხოვნი სტუმრებისთვის

0
544

კენკრის ნაყენის მოყვარულებისთვის ზაფხულში ნამდვილი სამუშაო არდადეგები იწყება. იმდენი ტკბილი ნაყენი უნდა მოამზადონ: მარწყვის მომზადება დამთავრდა, რომ უკვე ალუბალი და ჟოლო მომწიფდა, მაყვალი და მოცხარიც რიგშია. თითოეული კენკრა თავისებურად მშვენიერია თავისი განუმეორებელი გემოთი და არომატით. ალბათ, მაყვლის ნაყენი ყველაზე გემრიელია. მაყვალი უნივერსალური კენკრაა. მისგან ქალებისთვის მსუბუქი და ტკბილი ნაყენი, კაცებისთვის მათრობელა ძლიერი სასმელი შეგიძლიათ მოამზადოთ. სასიამოვნოა, რომ ორივე ვარიანტი მაყვლის ერთი და იმავე პორციისგან შეგიძლიათ მოამზადოთ!

მაყვლის ნაყენი ქალებისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 კგ მაყვალი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 1 ლ არაყი

მომზადების წესი:

  1. ტკბილი ნაყენის რეცეპტი ძალიან მარტივია. კენკრა გადაარჩიეთ და ყუნწებისგან გაწმინდეთ. მაყვლის გარეცხვა რეკომენდებული არაა, რადგან კენკრა ზედმეტ წყალს შეიწოვს, რაც მომავალ სასმელს გემოს, არომატს და სიძლიერეს წაართმევს. თუ მაღაზიაში ნაყიდ მაყვალს იყენებთ, არ გარისკოთ და გარეცხეთ.
  2. სამლიტრიანი ქილა კენკრით გაავსეთ. 2 ჭიქა შაქარი დაუმატეთ. ქილა არყით გაავსეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.
  3. მომავალი ნაყენის ქილა მშრალ ბნელ ადგილას გაიტანეთ და 3-4 კვირა გააჩერეთ. დროდადრო ქილა შეანჯღრიეთ, რომ ალკოჰოლი მაყვლის წვენით უკეთ გაიჟღინთოს. სხვათა შორის, პროცესის დასაჩქარებლად ქილას შეგიძლიათ ვაკუუმის თავსახური დაახუროთ და ჰაერი ამოტუმბოთ. ასე მომზადების პროცესი დაჩქარდება.
  4. მიღებული ნაყენი სხვა ჭურჭელში გადაწურეთ. სადღაც 25%–იან სასმელს მიიღებთ, რომელიც ქალების სასმელად ითვლება. ნაყენისგან დარჩენილი კენკრა უფრო ძლიერი ნაყენის მოსამზადებლად ხელმეორედ გამოიყენეთ.

მაყვლის ნაყენი კაცებისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 კგ მაყვალი, ტკბილი ნაყენის მომზადებისგან დარჩენილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ლ არაყი

მომზადების წესი:

  1. ტკბილი ნაყენის მომზადებისას დარჩენილი კენკრა სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ. 1 ჭიქა შაქარი დაუმატეთ და ბოლომდე არყით გაავსეთ. თავსახური დაახურეთ და 3–4 კვირა ბნელ ადგილას გააჩერეთ. ასე 40%–იანი სიძლიერის სასმელს მიიღებთ, მაგრამ ჩვეულებრივი არყისგან განსხვავებით მაყვლის არომატი და გემო ექნება.

სურვილის შემთხვევაში, ქალის და კაცის ნაყენები გემოვნებით აურიეთ. თუ ტკბილი ნაყენი თქვენთვის ზედმეტად ძლიერია, წვენით გემოვნებით გააზავეთ. შინ მომზადებული ნაყენი კარგია იმით, რომ მასში ექსპერიმენტებისთვის ბევრი ადგილია. მთავარია, არ გადააჭარბოთ და ალკოჰოლი ზომიერად მიირთვათ, რომ დილით ნაბახუსევთან ბრძოლა არ მოგიწიოთ.