“გახდომას საერთოდ არ ვგეგმავდით!” მსუქანმა ცოლ-ქმარმა უკვე 73 კგ დაიკლო

596

7 წლის წინ ჯო და ანა დოლანები დაქორწინდნენ. როცა მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი გაიცნეს, ორივეს ჭარბი წონა აწუხებდა. თვითონ მათ, სხვათა შორის, ეს საერთოდ არ აწუხებდათ.

იმ დღეებში, ანა და ჯო გახდომას სულაც არ აპირებდნენ. ცხოვრების სტილიც, რომელსაც ორივე მისდევდა, არ მოიცავდა ფიზიკურ აქტივობებსა და თვითკონტროლს. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდნენ, რომ დრო დადგა ჭარბი წონისგან გათავისუფლებისა.

-“მე ყოველთვის მინდოდა სიგამხდრე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ბუნებით ვიყავი სიმსუქნისკენ მიდრეკილი და ამას ვერ შევცვლიდი. ვიღაცის ბედისწერა სიმსუქნეა, ხოლო ვიღაცის – სიგამხდრე.” – აღიარებს ჯო. მამაკაცის თქმით, ცოლთან ერთად რამდენჯერმე სცადა სხვადასხვა დიეტა, თუმცა ასეთი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა.

ჯომ საბოლოოდ გაიაზრა, თუ რამდენად მსუქანი იყო, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალ ინგლისში გაატარა შვებულება. ფეხით სასიატულო ექსკურსია მამაკაცისთვის ნამდვილი წამება იყო. იგი ძალიან სწრაფად იღლებოდა და მთელი დღე თავს ცუდად გრძნობდა. არადა, ბავშვობისას ჯო გიჟდებოდა ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე.

სწორედ მაშინ, ორი წლის წინ, დოლანებმა მტკიცედ გადაწყვიტეს გახდომა. თავიდან მეუღლეებმა თავზე მკაცრი დიეტა გამოსცადეს, კვირაში სამჯერ კი ბუნებაში სირბილითაც ეხმარებოდნენ თავს. “6-თვიანი ასეთი ტანჯვით მხოლოდ 10 კგ დავიკელით, ყველა და ყველაფერი გვეზიზღებოდა.” – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს ჯო.

სიტუაციის ცოლთან განხილვის შემდეგ, მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლებოდა. მეუღლეებმა გაიხსენეს, რომ თავს კარგად მხოლოდ ერთი წლით ადრე გრძნობდნენ, როცა ერთი თვე უნახშირწყლო დიეტაზე ისხდნენ. ჯომ და ანამ სცადეს, მას დაბრუნებოდნენ და გაიგეს, რომ სწორედ ეს იყო საშუალება ჭარბ წონასთან საბრძოლველად.

-“2017 წელი კი ჩვენთვის ცვლილებების დრო გახდა.” – ამბობს მამაკაცი. სწორედ ამ წლის ბოლოსთვის, დოლანებმა მიაღწიეს პირველ დასახულ მიზანს. კეტოგენურ დიეტაზე დაჯდომისას, მეუღლეებმა გადაწყვიტეს, რომ ამ მიღწევას დისნეივორლდში აღნიშნავდნენ. როგორც ხედავთ, ყველაფერი გამოუვიდათ!

მეუღლეებმა ჯამში 73 კგ-ს მოშორება შეძლეს. ჯომ 45 კგ დაიკლო, ხოლო ანამ – 28. სხვათა შორის, წყვილი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს. “ჯამში კიდევ 32 კგ-ს დაკლებას ვაპირებთ. ეს ჩვენი შემდეგი მიზანია!”

დოლანების მიზანმიმართულობა გულწრფელ პატივისცემას იწვევს. ასეთი ტემპით ისინი მალე მიიღებენ სასურველ ფორმებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს