მოძველებული საზაფხულო ნივთები, რომელთაც ევროპელები აღარასდროს ჩაიცვამენ, მაგრამ ჩვენ დღემდე ვიცვამთ

0
757

ზოგიერთი ნივთი აქტუალობას არასდროს კარგავს, მაგრამ გარდერობის ზოგიერთი ელემენტი უიმედოდ მოძველდა. რამდენიმე ასეთი ნივთი ჩვენს გარდერობში მყარად გამჯდარია. კომფორტულ ნივთებს ვეჩვევით და ვერ ვამჩნევთ, რომ დიდი ხანია ანტიტრენდის სიაშია. Paparazzi გიამბობთ, რომელ ნივთებს დაემშვიდობენ ევროპელები დიდი ხანია და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ზაფხული–შემოდგომისთვის აქტუალურ სამოსზეც გიამბობთ. თვალი გადაავლეთ ანტიტრენდის და მათი მოდური ალტერნატივების მოკლე სიას.

რა ჩავიცვათ ზაფხულში – აქვე ვიტყვით, რომ ეს საბოლოო ჭეშმარიტება არაა. თუ რომელიმე ამ ნივთის ტარება მოგწონთ, მაშინ ასე გააგრძელეთ. ვთვლით, რომ პირველ რიგში, ტანსაცმელი მოსახერხებელი უნდა იყოს. თუ ტრენდები მაინც გაღელვებს, მაშინ ამ მოძველებული ნივთების სიას გადახედეთ.

  • ტანზე მომდგარი პერანგი – ტანზე მომდგარ მკაცრ პერანგებს სკოლიდან მიჩვეული ვართ და რატომღაც დღემდე ვიცვამთ. ერთი შეხედვით, ოფისისთვის კარგი ვარიანტია. ასეთი პერანგი მხოლოდ სკოლის ძველ ფოტოებზე უნდა დარჩეს. თანამედროვე გარდერობში თავისუფალი სტილის პერანგით ჩაანაცვლეთ. მამაკაცური სტილის ოვერსაიზი უკვე რამდენიმე სეზონია მოდურია.
  • შორტი ბაფთით – ზოგჯერ დიზაინერები უფრო ქალური ნივთების შექმნის მცდელობისას რაღაც უცნაურს ქმნიან. მაგალითად, შორტი მსხვილი ბაფთით. მსგავსი შორტი მხოლოდ ბავშვებს თუ გამოადგებათ, მათ ტანზე სასაცილოდ მაინც გამოიყურება. უფრო დახვეწილი ვარიანტით ჩაანაცვლეთ. მაგალითად, ბერმუდი, რომელიც უკვე რამდენიმე სეზონი ტრენდულია. როგორც საოფისე, ასევე ყოველდღიურ სტილს ელეგანტურად მოერგება.
  • შარვალი ლამპასებით – რა შეგვიძლია ვთქვათ? ალბათ, ასეთი შარვალი მოდაში არასოდეს ყოფილა. გირჩევთ, რაღაც ფერადი კოსტუმის შარვალი შეარჩიოთ. ასეთი შარვალი ბევრ რამეს ეთავსება, თან მაქსიმალურად მოდურად გამოიყურება. ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ფორმის მიხედვით შეარჩიოთ და ნებისმიერ სტილს მოარგოთ.
  • ჭრელი ყვავილებიანი კაბა – ჩვენთან ბევრ ქალს მოსწონს ჭრელი კაბები ყვავილების პრინტით. ასეთი სტილი მოდური არაა. ბევრი ყვავილი თითქმის არავის ამშვენებს. გრძელი მონოქრომული კაბა უფრო კარგი ვარიანტია. ასეთი კაბა წელს პოპულარულია. დიდი ძალისხმევის გარეშე ეფექტურად და ძვირადღირებულად გამოიყურება. ასეთ კაბას ქუსლიანი ფეხსაცმელი და რამდენიმე აქსესუარი დაუმატეთ და საღამოს სტილი მზადაა.
  • ჯინსის ქვედაკაბა ღილებზე – 2000-იან წლებში ასეთი ქვედაკაბა წარმოუდგენლად პოპულარული იყო. ახლა ასე საოცრად აღარ გამოიყურება. ჯინსის ქვედაკაბა აქტუალობას არ კარგავს, უბრალოდ მოდელი სწორად უნდა შეარჩიოთ. მოდაშია მინიმალისტურად აჭრილი კაბა ზედმეტი აქსესუარების გარეშე. წელს ტრენდშია საშუალო სიგრძის და გრძელი ქვედაკაბა.

ახლა იცით, რომელი ნივთები უნდა გაუშვათ სანაგვე ყუთში და რა ჩაიცვათ ზაფხულში მათ ნაცვლად. ყველა ეს ტრენდი მომავალ შემოდგომაზეც აქტუალური იქნება. იზრუნეთ, რომ ჩაცმულობას მოდური ფეხსაცმელი შეურჩიოთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.