ქალისთვის უკვე საკეისრო კვეთის გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ ექიმს თავში ბრწყინვალე იდეა მოუვიდა

622

ქალს საკეისრო კვეთა რომ გაუკეთონ, რიგი ნიშნები უნდა ჩანდეს. ექიმი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილებას დედის და ნაყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით ორსულობის სხვადასხვა სტადიაზე იღებს. საკეისრო ოპერაციისთვის აბსოლუტურ და ირიბ მინიშნებებს განასხვავებენ.

აბსოლუტურ მინიშნებას მიეკუთვნება მდგომარეობა, როცა ბუნებრივი გზით მშობიარობა შეუძლებელია ან დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობა დიდი რისკის ქვეშაა.

ამ შემთხვევაში ექიმი სხვა პირობების და შესაძლო უკუჩვენებების მიუხედავად საკეისრო ოპერაციას აკეთებს.

დედობა ნებისმიერი ქალისთვის სასწაულია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად ბოლომდე უნდა იბრძოლოთ. ვანესამ ამის შესახებ ყურმოკვრით არ იცის.

ვანესამ და მისმა პარტნიორმა, ნიკ ფიშემ გასაოცარი ვიდეო გაგვიზიარეს, სადაც ექიმი ბავშვის მდგომარეობის შესაცვლელად „ბუნებრივ მეთოდს“ იყენებს.

საქმე იმაშია, რომ ბავშვის მენჯი ქალის მენჯის შესასვლელში იმყოფებოდა.

ბავშვის არასწორი პოზის დიაგნოზი ექოსკოპიით, ორსულობის 32-ე კვირას დგინდება. მანამდე ბავშვმა შეიძლება პოზიციები ხშირად შეიცვალოს.

32-34-ე კვირას შეიძლება სპეციალური ტანვარჯიშის გამოყენება, რომელიც ბავშვს გადაბრუნებაში დაეხმარება. ასევე იძულებითი გადაბრუნების მეთოდებიც არსებობს – გარე სამეანო მობრუნება.

ზუსტად ბავშვის ასეთი მობრუნება ჩატარდა ვანესას შემთხვევაში. ამ პროცედურის დახმარებით ბავშვმა სწორი პოზა მიიღო და საკეისრო კვეთის თავიდან აცილება შეძლეს.

წყვილმა ამ ვიდეოს მეგობრებისთვის გაზიარება გადაწყვიტა. ვანესას თქმით, მათ ვიდეო იმ მიზნით გამოაქვეყნეს, რომ სხვებმა იცოდნენ, არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი ვარიანტები და პროფესიონალები, რომლებიც ორსულობის და მშობიარობის დროს დედის მდგომარეობას სერიოზულად უყურებენ და პატივსცემენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს