თუ ყვითელბაფთიანი ძაღლი ქუჩაში შეგხვდებათ, სწრაფად გაიქეცით

0
1651

ყველაზე აგრესიული ძაღლები ყოველთვის მებრძოლი ჯიშები არაა. უნდა გესმოდეთ, რომ ნებისმიერი ძაღლი, ჯიშის განურჩევლად, აგრესიული შეიძლება გახდეს. ეს ყველაფერი გენეტიკურ მიდრეკილებაზე, აღზრდასა და მის მიმართ ურთიერთობაზე დამოკიდებულია. როცა ძაღლი უყვართ, ზრდიან და ბავშვობაში სწორად სოციალიზაციაში ეხმარებიან, ოჯახის წევრი და კარგი მეგობარი ხდება. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ძაღლის ჯანმრთელობას და არა მხოლოდ ამას. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ძაღლი სტაფორდშირია თუ მალტეზე. Paparazzi გიამბობთ, რატომ უნდა გაიქცეთ თავქუდმოგლეჯილი, თუ ძაღლზე ყვითელი ბაფთა დაინახეთ. ძაღლი ხასიათზე შეიძლება ვერ იყოს!

არ ვიცი, დაფიქრებულხართ თუ არა, მაგრამ ბევრი ცხოველი სხვადასხვა სახის პრობლემებით ცხოვრობს. ზოგს ეშინია, ზოგს საკუთარ მსგავსთან ან ორფეხიანებთან ურთიერთობა არ სურს, ზოგი ცუდ ხასიათზეა. ძაღლს შესაძლებლობა მიეცით, რომ ხალხთან და თუ შესაძლებელია ბავშვებთან კონტაქტს თავი აარიდოს. თავად ადამიანები ამაზე არ ფიქრობენ. მსოფლიოში კი „ყვითელი ლენტის“ მთელი მოძრაობა მომწიფდა, რომ შორიდან ზუსტად მიხვდეთ, რომ ოთხფეხა მეგობრის პირადი სივრცის დარღვევა არ შეიძლება!

„ყვითელი ლენტის“ პროექტის არსი იმაშია, რომ მეპატრონე ძაღლს ყვითელ ბაფთას უკეთებს, თუ არ სურს, რომ ცხოველს მიუახლოვდნენ და მოეფერონ. თუ ქუჩაში ყვითელბაფთიან ძაღლს დაინახავთ, სწრაფად გაიქეცით, რადგან კუდიანს სავარჯიშოდ და აქტივობისთვის მეტი სივრცე სჭირდება. შეიძლება კონკრეტულ ცხოველს თავისი მსგავსის კომპანიაში დროის გატარება არ სურდეს: აგრესიული გახდეს ან სხვა ცხოველის მოახლოებისას დაისტრესოს. შეიძლება ცხოველი თავშესაფრიდან აყვანილია და ახლა სოციალიზაციის პერიოდს გადის ან მძუვნობის პერიოდი აქვს. როგორც ხედავთ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს.

რა გააკეთოთ, თუ თასმაზე ყვითელ ლენტს ხედავთ? პირველ რიგში, მოერიდეთ და ძაღლი მეპატრონესთან ერთად გაატარეთ. მეორეც, თქვენი ცხოველის ქცევა აკონტროლეთ. მესამეც, მფლობელს და ძაღლს არ მიუახლოვდეთ.

ყვითელი ლენტის პრაქტიკა მთელ მსოფლიოში დიდი ხანია არსებობს. მისი დახმარებით ყვირილი ან საყვარელი ცხოველის გამართლება არ მოგიწევთ. ყვითელი ლენტი ყველაფერს ამბობს. პირადი გამოცდილებით, ჩვენთან ყვითელი ლენტის დანიშნულებას ჯერ ვერ ხვდებიან. მაინც ცდილობენ, რომ ძაღლს მოეფერონ, მაგრამ მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რას ნიშნავს ყვითელი ლენტი ძაღლზე, ჩვენი და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ცხოვრება უფრო გამარტივდება.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ყველაზე აგრესიული ძაღლები ხშირად უსიყვარულო ძაღლები არიან, ისინი, რომელთაც ცუდად ეპყრობიან და სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. უნდა იცოდეთ, როგორ გაასეირნოთ ძაღლი სწორად და უსაფრთხოდ, რომ ორივე კარგი განწყობით და ენერგიით დაიმუხტოთ.