ქალი, რომელიც ქმარზე მეტ ფულს შოულობს, საოჯახო საქმეებით საშინლად დატვირთულია

0
503

წარმატებულ ქალზე ფიქრისას ყველა ერთსა და იმავე სურათს წარმოიდგენს. ნატალი ყოველთვის მიზანდასახული იყო და მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევდა. გრანდიოზული მიზანი ჰქონდა: სიღარიბის კლანჭებიდან თავის დაძვრენა და მდიდრული და კომფორტული ცხოვრების მოწყობა. მშობლები ქალიშვილის მისწრაფებას მხარს უჭერდნენ და ყველამხრივ ეხმარებოდნენ. როცა ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, უჯრედისით მდიდარ კერძებს უგზავნიდნენ. ახალ ბინაში რემონტის გაკეთებისას მამა და უმცროსი ძმა, როგორც უფასო მუშახელი დაეხმარა. ნატალის კარგი ცხოვრებისეული გეგმა ჰქონდა. დიახ, სხვა რამეზე არ ფიქრობდა. მშობლების სიხარული ერთმა გარემოებამ დაჩრდილა. ეს სიძე იყო. მისი შემოსავალი ყოველწლიურად მცირდებოდა. Paparazzi წარმატებულ ქალსა და მის ოჯახურ პრობლემებზე გიამბობთ.

ქალის ხედვა – „ყველგან და ყველაფერში წესრიგი მიყვარს, რომ ყველაფერი ისე იდეალურად იყოს, როგორც ფოტოზე. ჩემი ცხოვრება თავად შევქმენი, სასურველს საშინელი შრომით მივაღწიე. სრული ოჯახი მყავს: ქმარი და ორი შესანიშნავი შვილი, ბიჭი და გოგო. რა შრომით მიწევს ჩვენი გემის შენარჩუნება?! შემოსავლის მთავარი წყარო ვარ, ბევრს ვმუშაობ და საოჯახო საქმეზეც პასუხისმგებლობას ვიღებ. ქმარი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ სახლი დაალაგოს, თუნდაც მთელი დღე სახლში იყოს. ფიქრობს, რომ ეს ქალის მოვალეობაა! ხოლო მისი საქმე რემონტი და ავტომობილის მოვლაა. ზოგჯერ წყენას და დაღლილობას ვგრძნობ. როცა რაღაცის გაკეთებას ვთხოვ, მაგალითად, იატაკის მტვერსასრუტით მოწმენდას, მხოლოდ 15 წუთში აკეთებს! თავად მიხვდით, რამდენად საგულდაგულოდ დაალაგა. მოგვიანებით ყველაფრის გაკეთება მე მიწევს იმის მიუხედავად, რომ დაღლილობისგან ვიკეცები. თანაგრძნობას ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. ვთვლი, რომ კაცმა სახლის საქმეების გაკეთება უნდა ისწავლოს. მით უფრო, თუ მთელი ოჯახის ბიუჯეტი ჩემს კისერზეა! კაცი ყოველთვის ჩივის, რომ ქალს ფული სურს, მაგრამ წესიერად ვერაფერს აკეთებს. ვის რაში სჭირდება ის, ვინც არაფერში გამოდგება?

ცოტნეს თავისი სიმართლე აქვს: რას ფიქრობს კაცი წარმატებულ ქალზე – „ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ახლა არ ვმუშაობ. დედაჩემი ტრადიციული დიასახლისი იყო, სანამ მე და ჩემს ძმას გვზრდიდა, ხოლო მამამ მთელი ცხოვრება სამსახურში გაატარა! მაგრამ შესანიშნავი მამა იყო! დედას დასვენების დღეებში ეხმარებოდა. მშობლები სახლის დალაგებაზე ან ჭურჭლის დარეცხვაზე არასდროს კამათობდნენ. როცა პენსიაზე გავიდა, დედამ სამსახური დაიწყო. პენსიამდე 15 წელი იმუშავა. მამა სახლს ალაგებდა, ჭურჭელს რეცხავდა და კერძებს ამზადებდა. ერთმანეთს არაფერს ვავალებდით, არამედ გუნდურად ვმუშაობდით. ერთად 40 წელი იცხოვრეს, სანამ მამა არ გარდაიცვალა. ახლა დედა ყველაფერს მისცემდა, რომ მასთან ერთად ჭურჭელი გაერეცხა.

ჩემი საყვარელი მეუღლე ხშირად წუწუნებს და ჩივის, რომ საოჯახო საქმეებში არ ვეხმარები. რაც არ უნდა გავაკეთო, არ მოსწონს. ყველა წვრილმანზე მაკრიტიკებს, ეს მეგა მნიშვნელოვნად მიაჩნია. ასე თავს წარუმატებლად ვგრძნობ. სწორედ ამიტომ, კერძებს აღარ ვამზადებ და არ ვრეცხავ. ცოლი მსაყვედურობს, რომ არაფერს ვაკეთებ. ასე არაა, კაცს შეუძლია! კაცი მზარეულებით სავსეა საუკეთესო რესტორნები და სასტუმროები. ისინი თავისი უნარით ბევრს შოულობენ! უკან რომ დაიხიოს და საჭმლის თავიდან ბოლომდე გაკეთების უფლება მომცეს, გარწმუნებთ, დიდებულ კერძს გავაკეთებ.“

რედაქციის რჩევა – 30 წლის წინ ჩატარებულ კვლევებში სოციოლოგებმა ქალის მომავლის შესახებ პროგნოზი გააკეთეს. მათი თქმით, ქალები მეტს იმუშავებენ, მაგრამ ბავშვებზეც თავად იზრუნებენ და საოჯახო საქმეზეც პასუხისმგებლობას აიღებენ, ჩვეულ მამაკაცის საქმიანობაზე, მათ შორის ფინანსებზე, იზრუნებენ, საქველმოქმედო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დედებზე მეტად ჩართულნი იქნებიან. ასეც მოხდა. თანამედროვე კერის მფარველი სოციალური როლებით გადატვირთულია.

სიტუაცია გამოუვალი არაა. თუ ამ ოჯახს კარგი შემოსავალი აქვს, იქნებ სჯობს შინამოსამსახურე აიყვანონ, რომ ჭუჭყიან ჭურჭელზე კამათი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს? ან ამის გაკეთება ბავშვებს ასწავლონ. ნატალის ვურჩევთ, რომ სახლში სისუფთავის გამო პერფექციონიზმში არ გადაეშვას. მტვერი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ხოლო ნერვული უჯრედები აღარ აღდგება. ცოლებმა სახლი არ უნდა ჩათვალონ უსიცოცხლო მუზეუმად, სადაც ყველა ნივთი ექსპონატივით ყოველთვის თავის ადგილზეა. სახლის დალაგებისგან გათავისუფლებულ დროში ნახატი დახატეთ, წიგნი წაიკითხეთ, სავარჯიშო დარბაზში წადით ან ველოსიპედით გაისეირნეთ.