შეხედეთ სურათს და გაიგეთ, რა საიდუმლოს მალავს თქვენი ქვეცნობიერი

6357

წარმოდგენაც არ გაქვთ, რამხელა გავლენას ახდენს ქვეცნობიერი თქვენს ცხოვრებაზე. ის ხასიათს და პიროვნებას აყალიბებს. ზოგჯერ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ, რომ საკუთარი თავი უკეთ შეიცნოთ. ამისთვის ქვეცნობიერთან დეტალური მუშაობა აუცილებელია. ამ საქმეში ორმაგი გამოსახულება გვეხმარება. მარტივი ტესტები, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ გაგებაში გვეხმარება. Paparazzi გთავაზობთ, რომ ქვეცნობიერთან მუშაობისთვის მარტივი ტესტი გაიაროთ. საკმარისია, სურათს შეხედოთ.

ქვეცნობიერთან მუშაობა – ტესტი მარტივი და, ალბათ, უკვე ნაცნობია. თქვენს წინაშეა გამოსახულება. შეხედეთ და გვიპასუხეთ, რა დაინახეთ. დიდხანს არ უყუროთ. რა დაინახეთ პირველად? თუ მზად ხართ, ტესტის შედეგები ნახეთ.

  • სახლი – თუ პირველად თქვენი ყურადღება სახლმა მიიპყრო, პირად სივრცეს პირველ ადგილზე აყენებთ. ყველა ადამიანს რაღაც თავისი შეიძლება ჰქონდეს: ბინა, ოჯახი, საყვარელი საქმე. საქმე იმაშია, რომ თქვენთვის ხელუხლებელი სივრცის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ახლა თავს საკმარისად ბედნიერად არ გრძნობთ, შეიძლება თქვენი პირადი სივრცე დაარღვიეს. ეს რომ არ მოხდეს, თქვენი საზღვრების დაცვა ისწავლეთ. მაქსიმალურად კომფორტულად ცხოვრებას მხოლოდ ასე შეძლებთ.
  • მგელი – მგელს თავდაჯერებული პიროვნება ხედავს. ზუსტად იცით, რა გსურთ ცხოვრებაში. მკაფიო პრინციპები გაქვთ, რომელსაც არასდროს გადაუხვევთ. ყოველთვის იმას აკეთებთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ. თქვენი ძლიერი მხარე საკუთარი აზრის დაცვის უნარია. ეს თვისება ცხოვრებაში გეხმარებათ. ასე გააგრძელეთ და წარმატებას მიაღწევთ.
  • ხეები – თუ პირველად ხეები დაინახეთ, უჩვეულო პიროვნება ხართ. თქვენთვის თვითგანვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია. სწავლა, რაღაც ახლის გაგება და სამყაროს შეცნობა მოგწონთ. გიყვართ, როცა გარშემო ცხოვრება გაჯერებული და საინტერესოა. რუტინა აუტანელია. თუ თავს ემოციებისგან დაცლილად გრძნობთ, მოგზაურობა დაგეხმარებათ. ახალი გამოცდილება და ემოციები თქვენს სულს შეავსებს. რაღაც ახლის შესწავლის სურვილი მუდმივად გამოკვებეთ და წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევთ.

ვიმედოვნებთ, რომ ქვეცნობიერთან მუშაობა საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაგეხმარათ. დროდადრო მარტივი ტესტების გავლა მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი შეიცნოთ. თუნდაც 100%–იან შედეგს არ იძლეოდეს, სასარგებლო რჩევის მიღების შანსი მაინც არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს