ნატალიმ და მისმა ქმარმა წინასწარ გადაწყვიტეს, რომ ქალი სახლში იმშობიარებდა. გარდა ამისა, იგი მშობიარობას წყალში აპირებდა. ექიმები ამას მხოლოდ გამოცდილ დედებს ურჩევენ, თუმცა ჩვენი გმირი საფუძვლიანად თვლიდა, რომ მათ რიცხვს მიეკუთვნება.
სხვათა შორის, ნატალის ორი ბავშვიც უნდა დასწრებოდა მშობიარობას. მომავალ დედას მუცლის ზომა აწუხებდა: წინა ორსულობების დროს, მუცელი გაცილებით პატარა იყო. თუმცა, ექიმები ამტკივებდნენ, რომ საშიში არაფერი იყო.
ქალი სამაგალითოდ გადიოდა ყველა აუცილებელ შემოწმებას, და ბავშვი სამყაროს ცოცხალი და ჯანმრთელი უნდა მოვლენოდა. ნატალის მუცლის შემხედვარე, გეგონებოდათ, რამდენიმე ტყუპს ელოდებაო.
მხოლოდ ქმრის დახმარებით მშობიარობას იგი არ აპირებდა. ნატალი წინასწარ შეუთანხმდა რამდენიმე გამოცდილ მეანს, რომელთა წყალობითაც პროცესი დაბრკოლების გარეშე უნდა წამართულიყო.
გარდა ამისა, ნატალი წინასწარ დაუკავშირდა პროფესიოალ ფოტოგრაფსაც, რომელიც მშობიარობის გადაღებაზეა სპეციალიზებული. სხვათა შორის, ახლა ფოტოგრაფი აღიარებს, რომ ასეთი ბავშვი მანამდე არ უნახავს!
მომავალ დედას კუმშვები დილაადრიან დაეწყო და ძალიან დიდხანს გაგრძელდა. თითქმის მთელი მშობიარობის პროცესი სპეციალურ აუზში მიმდინარეობდა, ბავშვები და ქმარი, მთელი ამ დროის განმავლობაში, ნატალის გვერდით იყვნენ.
როცა სამყაროს სიმონი მოევლინა, გარშემომყოფები გაოცებას ვერ მალავდნენ. პატარა არამხოლოდ დიდი, არამედ უზარმაზარი დაიბადა. დაბადებისას იგი მთელ 5 კგ-ს იწონიდა.
თუმცა, ბავშვი დაბადებისთანავე არ აუწონიათ – თავიდან, გარკვეული დროის განმავლობაში, პატარა დედასთან კანის კონტაქტში შედიოდა. მხოლოდ ამის შემდეგ აწონეს მეანებმა სიმონი და დაამტკიცეს, რომ ქალმა ნამდვილი გოლიათი გააჩინა.