ფსიქოლოგიური ტესტი: რა გმართავთ, გრძნობები თუ ცივი გონება

0
1603

მხოლოდ სულელი ამბობს ცარიელ სიტყვებს, ახლობლებს ეჩხუბება და დაუფიქრებლად იქცევა. ბრძენმა ადამიანმა იცის, როგორ მართოს ემოციები და გონება ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს. ეს დიდებული ხელოვნებაა, რომლის სწავლა ზოგჯერ მთელი ცხოვრება გვიწევს. პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, რა დომინირებს თქვენს ცხოვრებაში: გონება თუ ემოცია? Paparazzi ნახატებით მარტივი ტესტის გავლას და ამ თემის დეტალურად განხილვას გთავაზობთ.

როგორ ვმართოთ ემოციები – ტესტი ნახატებით მარტივად მუშაობს. გამოსახულებას შეხედეთ და თქვით, რა დაინახეთ პირველად. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სპილო ან ხის სახლები. შემდეგ გაარკვიეთ, რა ჭარბობს თქვენში: ემოციები თუ გონება.

  • თუ პირველად სპილო დაინახეთ, თქვენს ცხოვრებაში ჯანსაღი გონება და რაციონალიზმი იმარჯვებს. ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში ლოგიკით ხელმძღვანელობთ, ემოციებს გვერდზე ტოვებთ. ანალიტიკურად აზროვნებად, თქვენი ქცევის შესაძლო შედეგების პროგნოზირება შეგიძლიათ. ეს შეცდომების თავიდან არიდებაში გეხმარებათ.
  • თუ სურათზე ხის სახლებს ხედავთ, ემოციები გაკონტროლებთ. ზოგი იტყვის, რომ ეს ნორმალურ ცხოვრებაში ხელს უშლის, მაგრამ მაღალგანვითარებული და ემოციური ინტელექტი რიგ უპირატესობას ფლობს. მაგალითად, კარგი ინტუიცია გაქვთ და სხვა ხალხის ემოციების წაკითხვა შეგიძლიათ. ეს რთულ სიტუაციაში ხშირად გეხმარებათ.

ბალანსი ემოციებსა და გონებას შორის – ასეა თუ ისე, ერთ–ერთი მხარის გადაწონვა კარგს არაფერს გპირდებათ. ზედმეტად ემოციურ ხალხთან ურთიერთობა რთულია. იგივე რაციონალურ ადამიანს ეხება. ის ხომ ყოველთვის სწორად მოქცევას ცდილობს, რამაც შეიძლება ფანატიზმამდე მიაღწიოს. გვსურს თუ არა, შეგრძნებების დონეზე ვცხოვრობთ. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ემოციური თვალსაზრისით აღიქმება. ადამიანს ამის გაკონტროლება არ შეუძლია. მას შეუძლია მიღებული ინფორმაცია გაატაროს და გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ამ ეტაპზე გონებასა და გრძნობას შორის ბრძოლა იწყება. ბალანსის მისაღწევად უნდა განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ბევრი ადამიანი ხომ თავში თავისი ტარაკნებით მშვენივრად ცხოვრობს. მთავარია, სხვას არ უშლიდეს. ასეა?

თუ გრძნობთ, რომ პრობლემა არის და ცხოვრებაში ხელს გიშლით, უნდა ებრძოლოთ. მაგალითად, ზედმეტად ემოციურმა ადამიანმა საკუთარ განცდებთან მათი წარმოშობისთანავე უნდა იმუშაოს. ჩვეულებრივი სუნთქვითი ვარჯიშები ბევრს ეხმარება. თუ გრძნობთ, რომ ემოციები უკონტროლოა და გმართავთ, ღრმად სუნთქვა დაიწყეთ. ამ დროში გაანალიზეთ, რა მოხდა და რა შეიძლება გამოიწვიოს, თუ არ დამშვიდდებით. ასე გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებთ.

თუ, პირიქით, სამყაროს უკეთ შეგრძნების სწავლა გსურთ, ამისთვის ყველა პირობა უნდა შექმნათ. ცხოვრება ახალი საინტერესო შთაბეჭდილებებით შეავსეთ. გააკეთეთ ის, რაც უცნაური ან უსარგებლო გეჩვენებოდათ. თუ დაფიქრდებით, ნებისმიერ საქმეში აზრს იპოვით. ზედმეტად რაციონალურმა ადამიანმა სულიერი საქმე უნდა იპოვოს. ეს მორიგი რუტინა არ უნდა იყოს, არამედ ნამდვილად მრავალმხრივი. ის, რაც ცხოვრებაში ახალ შეგრძნებებს მოგიტანთ.