დედა 20 წელი სკოლის სასადილოში მუშაობდა. დესერტის „3 ჭიქა“ მომზადება მასწავლა

0
1279

პეროგის „3 ჭიქა“ რეცეპტი საოცრად მარტივი შესასრულებელი და ამავდროულად ძალიან გემრიელია. Paparazzi კეფირზე მომზადებული მსუბუქი დესერტის რეცეპტს გიზიარებთ. დარწმუნებული ვართ, ასეთი პეროგი გულგრილს არავის დატოვებს.

რეცეპტი „სამი ჭიქა“

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • 1 ჭიქა შავი მოცხარი (ან სხვა კენკრა არჩევით)
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 ჩ/კ ვანილი

მომზადების წესი:

  1. ამ რეცეპტში 200 მლ მოცულობის ჭიქას გამოვიყენებთ. პატარა თასში ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. ინგრედიენტებს კარგად აურიეთ.
  2. ცალკე ღრმა თასში კეფირი ჩაასხით. მანანის ბურღული, შაქარი და ვანილი დაუმატეთ. ბოლოს მცენარეული ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. კეფირის მასას ფქვილის და გამაფხვიერებლის ნარევი დაუმატეთ. კიდევ ერთხელ აურიეთ.
  4. ცალკე 1 ჭიქა მოცხარს სახამებელი მოაყარეთ და კარგად აურიეთ ისე, რომ ყველა კენკრა დაიფაროს.
  5. სილიკონის ფორმას ცოტა კარაქი წაუსვით. ზემოდან სახამებელი მოაყარეთ. კარგად გადაანაწილეთ, ბოლოს სჯობს ფორმა გადააბრუნოთ, რომ ზედმეტები მოიშოროთ.
  6. ცომის ნახევარი მზა ფორმაში ჩაასხით. ზედაპირი კოვზით გაასწორეთ.
  7. მოცხარის ფენა დაუმატეთ. კენკრა მთელ ცომზე თანაბრად გაანაწილეთ.
  8. ბოლოს სილიკონის ფორმაში ცომის მეორე ნაწილი ჩააწყვეთ. კოვზით გაასწორეთ, რომ მთელი კენკრა ამით დაიფაროს.
  9. ასეთი პეროგი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. ვადის გასვლის შემდეგ ხის ჩხირით მზაობა შეამოწმეთ.
  10. პეროგი ფრთხილად გადმოაბრუნეთ. ფორმიდან ადვილად გადმოვა. გაგრილება აცადეთ და ულუფებად დაჭერით.

მარტივი და გემრიელი კენკრის ცომეული მზადაა. ჩაიდანი დაადგით და შინაურული ტკბილეულით ისიამოვნეთ.