შევხვდი მას, ვინც 15 წლის წინ დამცინოდა სკოლაში

0
5006

სკოლაში მსუქანი და სათვალიანი ვიყავი. თუ ვინმე 90-იან წლებში დადიოდა სკოლაში, ის მიხვდება, თუ როგორ ექცეოდნენ ჩემნაირებს. ძველმოდური ტანსაცმელი, საშინელი ვარცხნილობა, ამას დამატებული ზედმეტი წონა. ყველა ეს ფაქტორი განაჩენი იყო მოსწავლისთვის. ღია ბულინგი არ ყოფილა, მაგრამ ყველას ვეზიზღებოდი.

ყველას სხვადასხვა ნაკლი ჰქონდა, ხოლო ჩემს მდგომარეობას ამძიმებდა ჭარბი წონა და სათვალე. სკოლაში არც ერთი გოგო ზედ არ მიყურებდა და არც მე ვიჩენდი ინიციატივას. მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ დავიწყე ამაზე ფიქრი.ამასობაში ჩემმა მშობლებმა შეძლეს ახალ წყობასთან ადაპტაცია, ფეხზე წამოდგნენ და ბევრად მეტი შემოსავალი ჰქონდათ. მე შევძელი დამემთავრებინა ორი უმაღლესი სასწავლებელი – უფასო და ფასიანი, მაგრამ ბავშვობის ტრამვები სიცოცხლის ბოლომდე დამრჩა და არასოდეს დამავიწყდება.

ვიყიდე ბინა ჩემს ყოფილ სკოლასთან ახლოს. გავაკეთე თანამედროვე რემონტი, მიწისქვეშა პარკინგიც კი მოვაწყვე, კარგად ვცხოვრობდი. ერთ დღეს ლიფტიდან გამოსული ერთ-ერთ ყოფილ აბეზარ კლასელს შევეჯახე. მანაც მიცნო, მისი მზერით თუ ვიმსჯელებთ. მართალია ძალიან დავიკელი წონაში და სათვალის კვალიც არ დამრჩენია, მაგრამ ჩემში რაღაც იგივე ხომ დარჩა? მივესალმე და დავიწყეთ საუბარი. მის მიმართ წყენას აღარ ვგრძნობდი, პირიქით, შემეცოდა. ის კვლავ ცხოვრობს თავის მოხუც დედასთან ერთად, იმავე სახლში, სადაც ადრე. მუშაობს ადგილობრივი მაღაზიის დაცვის სამსახურში. მამა დიდი ხანია გარდაეცვალა. სხვა კლასელების შესახებაც ვიკითხე. ზოგი გალოთდა, ზოგი ნარკომანი გახდა, ზოგი აივ ინფექციით გარდაიცვალა, სხვები უკვალოდ გაუჩინარდნენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მიმზიდველმა გარეგნობამ და მშობლების ფულმა ვერავის უშველა ცხოვრებაში. არავინ უარყოფს, რომ 90-იანები რთული დრო იყო, მაგრამ ჩემს შვილებს სხვანაირად გავზრდი. თქვენ რას ფიქრობთ?”