თერაპევტების რეკომედირებული ნაყენი ბრონქიტის სამკურნალოდ და ფილტვების გასაწმენდად.

0
194

სამკურნალო და არომატული – აი რისი თქმა შეგვიძლია ამ არაჩვეულებრივ ბალახეულ სასმელზე. ჩაი, რომელსაც რეკომენდაციას თერაპევტები უწევენ, ძალზედ ეფექტური საშუალებაა ფილტვების ალვეოლების გასაწმენდად.

ამ სასმელის ინგრედიენტებისთვის დამახასიათებელი უნიკალური სამკურნალო თვისებების წყალობით ის წარმოუდგენლად სასარგებლოა მწეველთათვის და ზოგადად იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ეს საშუალება ახშობს ფილტვებში მიმდინარე ანთებით პროცესს და გამოდევნის ზედმეტ ლორწოს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საშუალებისთვის ანთების საწინააღმდეგო თვისებებია დამახასიათებელი, ის არაჩვეულებრივია ბრონქიტის სამკურნალოდ.

მრავალძარღვა – მცენარე, რომლისთვისაც ანთების საწინააღმდეგო თვისებებია დამახასიათებელი და გამოდევნის ლორწოს ფილტვებიდან, რომელიც ხელს გვიშლის ნორმალურად სუნთქვაში.

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ ბარამბო;
  • 1 ს.კ მრავალძარღვა;
  • 1 ჩ.კ კამის თესლი;
  • 500 მლ წყალი;
  • თაფლი;

მომზადება და გამოყენება:

  1. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში ბარამბო, მრავალძარღვა და კამის თესლები. განაგრძეთ დუღილი დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
  2. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან, მიეცით 20 წუთი გასაგრილებლად და შემდეგ გაფილტრეთ.
  3. სასმელის გემოს გასაუმჯობესებლად ჩაამატეთ მასში მცირეოდენი თაფლი გამოყენებამდე.
  4. მიირთვით 200 გრამი ნახარში დღეში 2-ჯერ.

გამოცადეთ ეს სამკურნალო ჩაი საკუთარ თავზე და ხანმოკლე დროში თავს შესანიშნავად იგრძნობთ! იმისთვის, რომ ფილტვები სუფთა და ჯანსაღი იყოს, პირველ რიგში, თქვით უარი მოწევაზე და რეგულარულად შეასრულეთ ფიზიკური ვარჯიშები.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი