მედდას არ სჯეროდა, რომ ეს ამ ქალის ახალშობილი ტყუპები იყვნენ. თქვენც ეჭვი შეგეპარებათ, დედას რომ ნახავთ

5706

გასული წლის ივლისში, ამერიკელმა დანიელა უოლესმა გააჩინა ტყუპები – იერემია და ილია. ორი ვაჟის გაჩენა ქალისთვისა და მისი პარტნიორისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. თუმცა მეანები, რომლებიც მშობიარობას ესწრებოდნენ, განცვიფრდნენ პატარების განსხვავებულობით.

დღეს დედა იხსენებს, რომ ერთ-ერთმა მედდამ იყვირა: “შეხედეთ, პატარა ქერაა!” რეალურად, ერთ-ერთი ტყუპისცალი დედას ძალიან ჰგავდა, ხოლო მეორეს კანი უფრო ღია იყო, ვიდრე მისი ძმისა.

დღეს, როცა ბავშვები ცოტათი წამოიზარდნენ, მათი განსხვავებულობა უფრო მკვეთრი გახდა. ერთ-ერთ პატარას თავზე რბილი, აბრეშუმისებრი ხვეულები აქვს, ხოლო მეორის თმა კი უფრო მტკიცე და ურჩია.

ექიმები თვლიან, რომ საქმე დანიელას პარტნიორშია – იგი მულატია. ამითი აიხსნება ერთ-ერთი ბავშვის ღია კანის ფერი. თუმცა ადამიანები, რომლებიც უოლესს ქუჩაში ხედავენ, ვერ იჯერებენ, რომ ეს პატარები მისი ღვიძლი შვილები არიან.

გარდა ამისა, პატარები ორკვერცხუჯრედიანი ტყუპები არიან. ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპების მსგავსება იმის დამსახურებაა, რომ ისინი ერთი და იმავე კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდისგან ვითარდებიან. ხოლო იერემია და ილია განვითარდნენ ორი სხვადასხვა კვერცხუჯრედით, რომლებიც სხვადასხვა სპერმატოზოიდმა გაანაყოფიერა.

სპეციალისტი ხსნის: ასეთი ბავშვების გაჩენაში უცნაური არაფერია. ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. ორკვერცხუჯრედიან ტყუპებში ამხელა განსხვავება იშვიათია, თუმცა მეცნიერებისთვის შემთხვევები ცნობილია.

ქვემოთ ნახავთ ვიდეოს, რომელშიც მოცმეულია კიდევ ერთი ასეთი ტყუპების ისტორია. შემთხვევითი გამვლელი მათ ნათესავებადაც კი არ ჩათვლიდა:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს