თევზის წვნიანს „უხა“  უკრაინელი ბიძის რეცეპტით ვამზადებ

0
1229

„უხას მომზადება დელიკატური საკითხია“ – ამბობეს ბიძია თომა. ბიძია უკრაინაში, მიკოლაივის ოლქში ცხოვრობს. აქ ყოველთვის ახალი თევზია. ნამდვილი უხას მომზადება მან მასწავლა. ამბობს, რომ ამის წყალობით 86 წლამდე იცოცხლა. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ თევზის წვნიანი „უხა“ უკრაინულად. საფირმმო რეცეპტია.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ახალი თევზი
  • 4-5 კარტოფილი
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა (100 მლ პომიდვრის წვენით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ)
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ მარილი (ბულიონისა და სოუსისთვის)
  • 4 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

  1. ნებისმიერი თევზი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ღორჯო, სქელშუბლა ან ორაგული. თევზი გარეცხეთ, გაწმინდეთ და ცივი წყალი დაასხით. ქურაზე მოსახარშად დადგით.
  2. კარტოფილი გათალეთ, მაგრამ არ დაჭრათ. კარტოფილის რაოდენობა ადამიანების რაოდენობით გამოთვალეთ: 2–3 ცალი 1 კაცზე. როცა თევზი ადუღდება და 5 წუთით მოიხარშება, წვნიანს კარტოფილი დაუმატეთ. ბულიონიდან ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ!
  3. ბულიონის კვლავ ადუღებას დაელოდეთ და სუფრის კოვზი მარილი დაუმატეთ. პომიდვრის პასტა და არაჟანიც დაუმატეთ. პომიდვრის პასტა შინაურული პომიდვრის წვენით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. აურიეთ და კარტოფილის მომზადებამდე ხარშეთ.
  4. სოუსის მოსამზადებლად ნიორი წვრილად დაჭერით. სუფრის კოვზი მარილი და ცოტა დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ. სუფრის კოვზით ფაფის მიღებამდე აურიეთ. მზა ბულიონის წვენში ოდნავ გააზავეთ. დაახლოებით 250 მლ ბულიონი დაგჭირდებათ.
  5. ბიძაჩემი ამბობს, რომ უხა სუფრაზე ასე უნდა გავიტანოთ: „ბრტყელ თეფშზე კარტოფილი და თევზის ნაჭრები დაყარე, სოუსი მოასხი, ხოლო საწვნეში ბულიონი (მხოლოდ სითხე) ჩაასხი. თევზი კარტოფილით სოუსის ქვეშ მიირთვით და თევზის უხა დააყოლე. სხვათა შორის, უხას ცოტა ნივრის სოუსი შეგიძლია დაუმატო.“ ძალიან გემრიელი გამოდის. ყველაფერი ერთ თეფშზეც შეგიძლიათ დააწყოთ. არჩევანი თქვენზეა. გემრიელად მიირთვით!

თევზის წვნიანის მირთმევა ბევრ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ. ძირითადი კომპონენტების გარდა უხას ზეთისხილი და სიმინდი შეგიძლიათ დაუმატოთ. უჩვეულო, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის. თუმცა ბევრს კლასიკური ვარიანტი, ზედმეტი დანამატების გარეშე მოსწონს.