უკრაინული ბორში ტრადიციული რეცეპტით: რა არის მთავარი საიდუმლო

0
3096

ჭარხლიანი ბორშის დეტალური რეცეპტი კერძის მარტივად მომზადებაში დაგეხმარებათ. Paparazzi გთავაზობთ უგემრიელესი ბორშის რეცეპტს მზიანი, საყვარელი ხარკოვიდან (უკრაინა). საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უკრაინაში თითოეულ რეგიონს ბორშის მომზადების საკუთარი რეცეპტი აქვს. რა არის იდეალური ხარკოვული ბორშის მომზადების საიდუმლო?

ბორშის მომზადების დეტალური რეცეპტი – ნოყიერი კერძი რომ მიიღოთ, რომელსაც სტუმრებთან თამამად გაიტანთ, შეუდარებელი ბულიონი უნდა მოამზადოთ. მაქსიმალურად ნაჯერი ან მსუბუქად ცხიმიანი უნდა იყოს. ხორციანი ბორშისთვის ღორის ნეკნები ყველაზე შესაფერისია. ზოგადად, ნებისმიერი უძვლო ხორცი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.

ინგრედიენტები:

  • 2 ლ წყალი
  • 250 გ ახალი კომბოსტო
  • 4 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 2 ხახვი
  • დაფნის ფოთოლი
  • 350 გ ხორცი
  • 2 სტაფილო
  • მწვანე ხახვი
  • 300 გ პომიდორი
  • 30 გ გადამდნარი ქონი
  • მწიკვი შაქარი
  • 1 ჭარხალი
  • სანელებლები გემოვნებით
  • ნიორი
  • არაჟანი

სიტყვაზე, ასეთი ბორშის უჩვეულო ელემენტი ხახვი ფურცლებში გახდება. ხახვი კარგად გარეცხეთ და უსარგებლო მწვანე ელემენტები მოაშორეთ. ხახვის ფურცლები ბორშს ნატურალურ წითელ ფერს მიანიჭებს, რაც ასეთი კერძისთვის ზედმეტი არაა. არ ინერვიულოთ, საეჭვო სუნს და გემოს არ გამოიწვევს.

მომზადების წესი:

  1. ღორის ხორცის ნაჭრები გარეცხეთ და საშუალო ცეცხლზე მოსახარშად დადგით. ადუღების შემდეგ 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ წყალი გამოუცვალეთ. ახალ ბულიონში ხახვი ფურცლებით, კარტოფილი და სტაფილო მოათავსეთ. ბულიონი სუსტ ცეცხლზე 1,5 საათით ხარშეთ.
  2. როგორც კი მეორე ბულიონი ადუღდება, კარტოფილი და ხახვი ამოიღეთ. ქვაბს დაჭრილი ჭარხალი დაუმატეთ. კარტოფილი ჩანგლით დააქუცმაცეთ და ქვაბს საბოლოო ეტაპზე დაუმატეთ. კიდევ ერთი ხახვი კუბებად დაჭერით და გადამდნარ ქონში შეწვით. ხახვს გახეხილი სტაფილოც დაუმატეთ.
  3. პარალელურად პომიდორი წვრილად გახეხეთ. ბორშს პომიდვრის პასტასთან ერთად დაუმატეთ. ასე წვნიანს უჩვეულო, მაგრამ სასიამოვნო სიმჟავეს მიანიჭებთ. ბულიონს დაჭრილი კარტოფილი და კომბოსტოც დაუმატეთ. როგორც კი ბოსტნეული დარბილდება, პომიდვრის მუსი, ასევე შემწვარი სტაფილო და ხახვი დაუმატეთ.
  4. კარტოფილის ზოგიერთი ნაჭერი შეგიძლიათ დაჭყლიტოთ, რომ ბორში უფრო სქელი გამოვიდეს. ამის გაკეთება აუცილებელი არაა, მაგრამ ექსპერიმენტის სახით შეგიძლიათ სცადოთ. წვნიანს ნიორი, საყვარელი სანელებლები და მწვანილი დაუმატეთ.
  5. გემრიელი არომატით, რომელიც მთელ სამზარეულოს გაავსებს, წვნიანის მომზადების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ. რბილი ხორცი, ნაზი კომბოსტო, ახალი მწვანილი საოცარ კომპოზიციას ქმნის. სტუმრები თეფშებით და კოვზებით რიგში დადგებიან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ რეცეპტში ლობიოს არ ვუმატებთ, თუმცა სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი რეცეპტი შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ან შეავსოთ.