ნიშნები, რომლებიც დიასახლისის უსასრულო სიზარმაცეზე მიგანიშნებთ

10222

ზარმაცი ქალი ისაა, ვინც საკუთარ თავს და სურვილებს ირჩევს იმის ნაცვლად, რომ „მონა“ გახდეს, რომელიც მუდმივად რეცხავს, ალაგებს და ამზადებს, როგორც ელექტროცოცხი. დიახ, არასრულყოფილი, ცოტა ზარმაცი, სამაგიეროდ ბედნიერია. აი, ჩემი დაქალი თინა თვლის, რომ იყო ზარმაცი ცუდი და სამარცხვინოა. „ზღურბლიდან შემიძლია მივხვდე, როგორი დიასახლისი ცხოვრობს ამ სახლში. სტუმრად მხოლოდ თეთრი წინდებით მივდივარ. ვიზიტის შემდეგ ჩანს, რამდენად სუფთა სახლი იყო!“ – ამბობს ის. Paparazzi გიზიარებთ ჩამონათვალს, რაც დიასახლისის დაუსრულებელ სიზარმაცეზე მიგითითებთ. ბინა ოჯახის წევრების განწყობას შთანთქავს!

ზარმაცი ქალი

  • პირველი, რაც კარის ზღურბლიდან გვხვდება, ფეხსაცმლის მთაა. განსაკუთრებით ჭუჭყიანი და პლინტუსთან ან კარადაში დაუდევრად მიგდებული. თუ საკიდზე ბევრი საგარეო ტანსაცმელი და პარკი დაკიდულია, ეს უკვე უსიამოვნო სანახაობის სრულ თაიგულს ქმნის. ბოლო წერტილი ჭუჭყიანი ხალიჩაა. ეს ყველაფერი ცუდ დიასახლისს ააშკარავებს.
  • „შორს წავიდეთ, კარს შეხედეთ. როგორც შემოსასვლელ, ასევე ოთახებს შორის კარს“ – ამბობს დაქალი. „კარზე ხელის ცხიმიანი ანაბეჭდები რჩება. ხშირად სახლში იატაკი სუფთაა, ხოლო კარის სახელური აშკარად დავიწყებულია. კარგი დიასახლისი ამ ჭუჭყიან ადგილს ყოველთვის წმენდს! – მიზიარებს თინა თავის მოსაზრებას.
  • ახლა სააბაზანო ოთახში შევდივართ და ონკანს ვუყურებთ. მასზე ხშირად რჩება წყლის წვეთები, რომლებიც შრება და სანტექნიკაზე ლაქებს ტოვებს. თუ ონკანს არ გარეცხავთ, თეთრი ნადები გაჩნდება. ეს ააშკარავებს, რომ სახლში ფეთხუმი დიასახლისი ცხოვრობს.
  • სარკე, განსაკუთრებით სააბაზანო ოთახში, რეგულარულად ბინძურდება. ორ დღეში ერთხელ მაინც უნდა გაწმინდოთ, მაგრამ ზარმაცი დიასახლისი ამას ნამდვილად არ აკეთებს.
  • ფანჯრები, უფრო სწორად მათზე არსებული ტექსტილი, უწესრიგო ადამიანს ააშკარავებს. ზარმაც დიასახლისს ფარდების გარეცხვა მხოლოდ წელიწადში ორჯერ ახსენდება: სექტემბერში აცივებისას და გაზაფხულზე დათბობისას. ტიული და ფარდა 2 თვეში ერთხელ მაინც უნდა გაირეცხოს, რადგან ტექსტილზე ბევრი მტვერი გროვდება. ასევე ფარდას ხელს ხშირად ვკიდებთ, რომელიც ყოველთვის იდეალურად სუფთა არაა. უსუფთაო და ზარმაცი დიასახლისი ფარდას ასე ხშირად არ გარეცხავს, რადგან შემდეგ დაუთოება და ჩამოკიდება საჭიროა. ეს ზედმეტი საზრუნავია!
  • დამჭკნარი ოთახის მცენარეები და მტვერი წიგნის თაროებზე აშკარა მაჩვენებელია, რომ სახლში ქალი დალაგებას გვერდს უვლის. ზარმაცი ქალი მტვერს და გამხმარ ყვავილებს ყურადღებას არ აქცევს. საკუთარ კომფორტს პირველ ადგილზე აყენებს. ხოლო რეგულარულ დალაგებაში აზრს ვერ ხედავს. თუმცა თაროზე მტვრის მოშორება ჩვეულებრივი მტვერსასრუტით შეიძლება.
  • ტელევიზორის ბინძური ეკრანი აპოგეაა. ჩვეულებრივ, ეკრანს ხშირად არ წმედენ. აქ ლაქები, ზოლები და სხვა ჭუჭყი შეგიძლიათ ნახოთ. სინამდვილეში, ყველა ეს ლაქა და მტვერი ჩვეულებრივი სალფეთქით შეგიძლიათ მოიშოროთ!

ჩემს სახლში ცხოვრობს 2 კატა, ძაღლი და ბევრი ბეწვი, რადგან ცხოველებს ბეწვის ცვენა ახასიათებთ. დღეში 2–ჯერ დალაგებაც არ მშველის, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ! ვიცი, რომ იდეალური დიასახლისი არ ვარ, მაგრამ არა სხვისთვის, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ აზრების სისუფთავე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეგულარული დალაგება. რას ფიქრობთ ამის შესახებ? რას ნიშნავს თქვენთვის „ზარმაცი დიასახლისი“: კარგია თუ ცუდი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს