ევამ კართან უცნაური კონვერტი შენიშნა. ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება

0
2814

ლამაზი კონვერტი ბევრ რამეს შეიძლება მალავდეს. მაგალითად, ძვირფასი ადამიანის წერილს ან საშინელ ამბავს, მაგრამ რა საჭიროა ასეთ კონვერტში ჩადება? რას მალავს საიდუმლო შეტყობინება, რომელიც უმისამართოდ და მიმღების სახელის გარეშე დატოვებულია? ამის შესახებ ევა გიამბობთ.

ლამაზი კონვერტი – ევა და ნიკა დიდი ხანია განქორწინების პირას იყვნენ. შვილები არ ჰყავდათ, საერთო ყოფამ მთელი რომანტიკა თანდათან გააქრო. მეუღლე გოგონას მცდელობების მიმართ გულგრილი იყო. ევა ცდილობდა, რომ ქმარი სასეირნოდ, პაემანზე ან დასასვენებლად წაეყვანა. ამის მიუხედავად, ნიკა ყოველთვის ცივი და სიტყვაძვირი იყო. დღეები, თვეები გადიოდა და ევა ხვდებოდა, რომ ქმარს სხვა ქალი ჰყავდა. არ ესმოდა, რატომ არ ტოვებდა და განქორწინებას არ ითხოვდა. შვილები არ ჰყავდათ, ამიტომ პროცედურის მარტივად გაფორმება შეიძლებოდა. საერთო ქონებაც არ ჰქონდათ. დიდი სიმდიდრის განაწილება არ მოუწევდათ. ოჯახი ევას ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ბებიისგან ქორწილამდე დიდი ხნით ადრე მიიღო.

ახალი გატაცება – დროთა განმავლობაში იმედგაცრუებული ევა შეეგუა, რომ ის და მისი მეუღლე უფრო მეზობლები ან ძველი მეგობრები არიან, ვიდრე წყვილი. ნათესავები რაღაცას ეჭვობდნენ, მაგრამ ევა და ნიკა პრობლემებზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებდნენ. ცუდი ამბის შესახებ მხოლოდ საუკეთესო მეგობარმა ნინამ იცოდა. მეგობრის თქმით, ჩაკეტილი წრე ევას უნდა გაერღვია.

„რას ელოდები? სანამ საყვარელთან ერთად შენს ბინაში დასახლდება? ევა, პატარა ბავშვივით ხარ. შენი ძალა აჩვენე. მისი ნივთები შეაგროვე და დერეფანში დატოვე. დაე, ნიკა დაიტანჯოს. ფიქრობ, ვერ ვხედავ, როგორ შეიცვალე? თითქოს შიგნიდან იწვი. მხოლოდ გარსი დარჩა. რა საშინელებაა“ – ემოციურად ურჩევდა ნინა, როცა მყუდრო რესტორანში საუბრობდნენ.

„სიმართლე გითხრა, სამსახურში ერთი, საკმაოდ საინტერესო კაცი მუშაობს“ – გაუბედავად დაიწყო ევამ. ნინამ მაშინვე გაარკვია, რომ ევას კოლეგას დემნა ჰქვია, განქორწინებული და უშვილო კაცია. ევას თქმით, დემნამ რამდენჯერმე სადილზე და ყავაზე დაპატიჟა. სასაცილოდ ხუმრობს, ვახშამზე დაპატიჟებას ცდილობს.

გარდამტეხი მომენტი – ნინას რჩევით, დემნასთან პაემანს დათანახმდა. საღამომ ისე სწრაფად გაირბინა, თითქოს წყვილი ახალგაზრდობას დაუბრუნდა. თითქმის ყველა თემას შეუჩერებლივ განიხილავდნენ. დემნა ბევრს ხუმრობდა. როგორც გაირკვა, ცოლქმრული ღალატის გამო მეუღლეს დაშორდა. ევას ეშინოდა იმის აღიარება, რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.

სახლში დაბრუნდა, მაგრამ მეუღლე ვერ იპოვა. გაახსენდა, რომ გუშინაც სახლში არ იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა, სად და ვისთან ერთად იმყოფებოდა. მწარე ჩაეღიმა: „მგონი, დროა წერტილი დავუსვა“. გულში მაინც დარდობდა. ფიქრობდა, რომ მასსა და ნიკას შორის გრძნობები აღარ დარჩა. დილით სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, რომ კართან რაღაც მოძრაობა დაინახა. უცნობმა შემოსასვლელ კართან რაღაც დადო, ზარი დარეკა და გაიქცა. ევამ ფანჯარაში ფრთხილად გაიხედა, მაგრამ ზღურბლზე მხოლოდ ლამაზი კონვერტი იდო. გახსნა და ნანახისგან შეკრთა.

უკანასკნელი წერილი – რა თქმა უნდა, შეტყობინება მეუღლის საყვარლისგან მიიღო. ვიღაც მარინა ყველაფრისთვის პატიებას ითხოვდა, რადგან ცოცხლებს შორის აღარ იყო. აღმოჩნდა, რომ ნიკასგან ქალიშვილი შეეძინა, მაგრამ კაცმა მისი მოტყუებაც დაიწყო. მარინა წერდა, რომ საშინელ დაავადებას ვეღარ ებრძოდა.

„მესმის, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ გთხოვ, ჩემს შვილებზე იზრუნე. ობოლი ვარ, არავინ მყავს, ნიკა ჩემი მეუღლე არ გამხდარა. ჩემი უფროსი ვაჟი ვანო და ქალიშვილი ნიკასგან მარგო ობლები დარჩნენ. ნიკა უსარგებლო მექალთანეა, რომელსაც დახმარების გაწევა არ შეუძლია. გთხოვ, ევა, ჩემი შვილები ბედის ანაბარად არ მიატოვო. ვგრძნობ, რომ კარგი ქალი ხარ. საჭირო ინფორმაციას ვტოვებ და შენს წინაშე ქედს ვიხრი“.

ლამაზი კონვერტი საიდუმლოთი – ევამ მოულოდნელი ამბავი დემნას შეატყობინა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს სიახლე პოზიტიურად და ღიმილით მიიღო. „დიდი ოჯახი გვექნება. ეს კარგია. ამ ბავშვებისთვის ანგელოზი ხარ. უარის თქმა არ ღირს“. ნიკამ იმ დღესვე ნივთები ჩაალაგა და წავიდე ისე, რომ არც დამშვიდობებია. უბრალოდ მორიგ პასუხისმგებლობას მხდალივით გაექცა. ევამ და დემნამ ბავშვები მოძებნეს თავშესაფარში, რომლის მისამართი წერილში იყო მითითებული. საკმაოდ წყნარი, ჭკვიანი და აღზრდილი ბავშვები აღმოჩდნენ. მათ უამბეს, რომ დედა ბოლო შეხვედრისას დაპირდა, რომ დეიდა ევა წაიყვანდათ. „დედამ გვითხრა, რომ მისი დაქალი იყავით“ – ჩუმად თქვა პატარა მარგომ. ევა ატირდა და უბედურ ბავშვებს ჩაეხუტა. შესაძლოა, დემნა მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ევა ბავშვებისთვის ანგელოზი გახდებოდა.