ჩემს ქმარზე მეტის გამომუშავება როგორც კი დავიწყე, მან მაშინვე შეწყვიტა ოჯახისთვის თანხის დახარჯვა

381

ექვს თვეზე მეტია, რაც ჩემს ქმარს სამჯერ მეტი შემოსავალი მაქვს. ერთის მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ ამ მიზეზით ჩემმა ქმარმა ოჯახის ბიუჯეტში ფულის გაღება საერთოდ შეწყვიტა.ამბობს, რომ მისი ხელფასი საერთოდ აღარ მჭირდება. მე კი არ მინდა მთელი ოჯახი მხოლოდ ჩემს კისერზე იყოს. რატომ უნდა იყოს მთელი ჩემი ხელფასი ოჯახის ბიუჯეტი, ქმრის ხელფასი კი მის კაპრიზებსა და გართობაში მიდიოდეს?

მე და გიორგი შვიდი წელია დაქორწინებულები ვართ. სამსახურში გავიცანი. თავიდან ცოტა ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი დავქორწინდით.ზედმეტი ჭორებისა და საუბრებისთვის თავი რომ ამერიდებინა, გადავწყვიტე სამსახური დამეტოვებინა, რადგან ჩემი ქმარი დააწინაურეს და ჩემი უფროსი გახდა. ამის გამო ძალიან ბევრი სირთულე გვქონდა.მაგრამ სანამ წამოვიდოდი, აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი და გადავწყვიტე ჩემს ადგილზე დავრჩენილიყავი. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით კეთილსინდისიერად გვემუშავა და შეგვესრულებინა ჩვენი საქმე.

დეკრეტში ყოფნის დროს მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ჩემს სამუშაოზე დაბრუნება. გადავწყვიტე ძალები სულ სხვა სფეროში მომესინჯა. დავიწყე იმის შესწავლა, რაც მაინტერესებდა. ძალიან გამიმართლა, რომ დედაჩემსაც და დედამთილსაც შვილიშვილის მოვლა შეეძლოთ და სურდათ. ისინი ყოველთვის სიამოვნებით მეხმარებოდნენ, მე კი ვსწავლობდი. გავიარე უფასო კურსები, დარეგისტრირდით ყველა სემინარსა და ვებინარზე.ნელ-ნელა ვაგროვებდი საჭირო ინფორმაციას. შემდეგ მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ იყო და აუცილებლად მომიწევდა სერიოზულ, მაგრამ უკვე ფასიან კურსებზე წასვლა.არ მინდოდა ქმრისთვის ფული მეთხოვა. კურსების გადახდა ჩემი მშობლების წყალობით მოვახერხე. დაბადების დღეზე დიდი თანხა მომცეს და ის დავხარჯე ჩემს განათლებაზე.

დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას დისტანციურად ვმუშაობდი და თითქმის იგივე ხელფასს ვიღებდი, რასაც ჩემს წინა სამსახურში.თავიდან ვმუშაობდი ფრილანსერად. პარალელურად გავნაგრძობდი სწავლას. შემდეგ ოფისში მუდმივი სამსახური ვიშოვე, თანდათან განვვითარდი და ნორმალური ანაზღაურებაც დამინიშნეს.ლობაში ჩემი პროფესიონალიზმი გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა ჩემი ხელფასიც. რამდენიმე ადგილი გამოვიცვალე, სანამ არ ვიპოვე ის სამუშაო, რომელიც მე მსურდა.ერთხელ ორი თვეში დავასრულე სამუშაო, რომელსაც ჩემი წინამორბედი ვერ გაუმკლავდა. მე შევძელი პროექტის წარმატებით გაკეთება. მომხმარებელს ყველაფერი ძალიან მოეწონა და ამის შემდეგ შემომთავაზეს განყოფილების უფროსის თანამდებობა.

ჩემი ქმარი ძალიან ბედნიერი იყო ამით. მან კარგად მიიღო ის ამბავიც, რომ მაღალი ანაზღაურება მექნებოდა.დროთა განმავლობაში შევამჩნიე, რომ ყველაფერი ჩემს კისერზე იყო. ვყიდულობდი საკვებს და ტანსაცმელს, ვიხდიდი კომუნალურებს. ქმარი კი აღარაფერში აღარ იღებდა მონაწილეობას.

  • -რაღაში გჭირდება ჩემი ხელფასი? ახლა შენ ხარ ჩვენი მარჩენალი! და მე მხოლოდ საკუთარი ჯიბის ფულს ვიშოვი!ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩემი ქმარი, რომ მას ბევრი შრომა და მეტის შოვნა შეეძლო და მოეთხოვებოდა.
  • -იქნებ სხვა სამსახური მოძებნო? მაგრამ ჩემმა ქმარმა თქვა, რომ კარგად იყო და არ სჭირდებოდა არაფრის შეცვლა. დედამ მითხრა, რომ ყველაფერში მე თვითონ ვიყავი დამნაშავე, რადგან მამაკაცის პასუხისმგელობა ავიღე საკუთარ თავზე.

არ მინდა ქმართან ურთიერთობის გაფუჭება, ან ოჯახის დანგრევა, მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შემიძლია. როგორ დავარწმუნო ჩემი ქმარი, რომ ის ცდება, არ ვიცი. რა უნდა გავაკდეთო იმისთვის, რომ გამოსწორდეს სიტუაცია?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს