ძმამ სიღარიბისგან თავის დასაღწევად მშვენიერი გამოსავალი იპოვა: აიღო კრედიტები და გაიქცა. მისი ვალების გადახდა ახლა დედას უწევს.

439

სამსახურიდან რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ დედა ისევ ტიროდა. მე კი მეშინოდა მეკითხა რა მოხდა ამჯერად.მივედი და დავინახე, რომ დედაჩემს წინ რაღაც ქვითრის ასლი ედო. ავიღე და წავიკითხე. იქ ეწერა: „მე ვარ ეს და ეს, პასპორტის მონაცემები ასეთი და ასეთი. ვსესხულობ 50 ათას ლარს ამა და ამ ადამიანისგან და ვიღებ ვალდებულებას, დავაბრუნო თანხა გარკვეულ დროში.”ცხადია, თანხის დაბრუნების ბოლო ვადა დიდი ხანია გავიდა.უკვე სამი თვეა მე და დედა გიორგი არ გვინახავს.

  • -ვიღაც კაცმა მომიტანა. არც მიყვირა და არც დამმუქრებია. მან უბრალოდ თქვა, რომ ამ ხელწერილით მივიდოდა სასამართლოში და გიორგი იძულებული გახდებოდა დავალიანება დაეფარა, ამასთან პროცენტიც დაემატებოდა.მაგრამ მე და დედამ ნამდვილად არ ვიცოდით სად იყო გიორგი. მან მობილურის ნომერიც შეცვალა, რომ არავის ეპოვა და აღარ იყენებდა სმარტფონს, რომ მისი ლოკაცია ვერ დაედგინათ.ხანდახან თვითონ გვირეკავდა ხოლმე სხვადასხვა სიმ ბარათიდან. ზოგჯერ კი სხვისი ტელეფონიდან რეკავდა. ბოლო საუბრის დროს დედამ უთხრა:
  • -შვილო, ეს რა გააკეთე?! ჩვენთან მოვიდნენ ბანკიდან, მოვიდნენ მევახშეებიც. ამბობენ, რომ ბინას ვალების გამო წაგართმევენ. რატომ აიღე ამდენი სესხი?
  • -ყველაფერი კარგად იქნება, დედა. ფულს ვიშოვი და ყველაფერს დავაბრუნებ!
  • – როდის და როგორ დააბრუნებ? როცა უკვე მე და კატოს სახლიდან გაგვაგდებენ, ან მოგვკლავენ? რატომ აიღე საერთოდ ეს ფული?
  • -კარგი, კარგი, დედა, ნახვამდის! – და გიორგიმ მაშინვე გათიშა ტელეფონი.

დედა დიდხანს ტიროდა:

  • -მამათქვენი მოკლეს მაშინ, როცა პატარები იყავით. ისიც სესხულობდა ფულს და არ აბრუნებდა. ჰოდა, მოკლეს! გიორგისაც მოკლავს ვინმე ფულის გამო.
  • -ვერავინ მოკლავს! ახლა სხვა დროა! ვალი უნდა გადაიხადოს ადამიანმა, ოღონდ არა მე და შენ, არამედ გიორგიმ.
  • -მაგრამ კრედიტორები მიოდიან არა მასთან, არამედ ჩვენთან! ბოლოს და ბოლოს, ის აქ არის ჩაწერილი! მე მირჩევნია გადავიხადო ეს თანხა, ვიდრე მოკლან ან ციხეში ჩასვან!

დედამ ჯერ მთელი თავისი დანაზოგი გასცა, ახლა კი თანდათან ფარავს დიდ სესხს, რომელიც ჩემმა ძმამ ბანკიდან აიღო. ახლა კი ეს კაცი მოვიდა ახალი ხელწერილით.გიორგის დედას ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა. ყოველთვის ძალიან განებივრებული და გათამამებული იყო.მამამ მაშინ დაიწყო ბიზნესის კეთება. თავიდან საქმეები კარგად მიდიოდა, შემდეგ ერთგვარ თაღლითობაში ჩაერთო, ბევრი ფული ისესხა, რომელიც ვერ გადაიხადა და ბოლოს მოკლეს. ვინ გააკეთა ეს, დღემდე ვერ გავიგეთ.ჩვენს ოჯახს ძალიან დაეხმარა ბებია, დედაჩემის დედა. მამაჩემის მშობლებმა უარი თქვეს დედას დახმარებაზე, რადგან თვლიდნენ, რომ ის იყო დამნაშავე მათი საყვარელი და ერთადერთი შვილის სიკვდილში.

გიორგიმ სკოლა ნორმალურად დაამთავრა, შემდეგ ჯარში მსახურობდა და გარკვეული პერიოდი ბენზინგასამართ სადგურზეც მუშაობდა.25 წლის ასაკში, ინტერნეტით გაიცნო ქალი და მასთან გადავიდა საცხოვრებლად. ეს ქალბატონი ჩემს ძმაზე უფროსი იყო 12 წლით. დედა ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ ის ჩვენთან დაბრუნდა, ფულით, კარგი ტელეფონით, ახალი ნივთების ჩემოდნით. მან თქვა, რომ ერთად ცხოვრება არ გამოუვიდათ და სხვა საცოლეს დაეძებდა.ერთ დღესაც შემთხვევით წავიკითხე ჩემი ძმის წერილი მის გვერდზე სოციალურ ქსელში:

„რა ნაძირალა ხარ! რატომ მომატყუე? მითხარი, რომ მამაშენს ფული სჭირდებოდა ოპერაციისთვის და მე ამხელა სესხი ავიღე ბანკიდან. შენ კი ფული მოიპარე და გაიქეცი. შენ მე მომატყუე! ახლახან გავიგე, რომ მამაშენი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. სიდისი გაქვს საერთოდ? გადავწყვიტე ჩემს ძმას დავლაპარაკებოდი:

  • – Რას აკეთებ? ციხეში წასვლა გინდა? დედაზე მაინც იფიქრე! მას ხომ გულის დაავადება აქვს?
  • – დიახ, სინდისი არ მაქვს და არც არასდროს მექნება! მე არ ვაძალებდი მას ბანკში წასვლას! თვითონ წავიდა!

ჩემს ძმას ვთხოვე ფულის დაბრუნება, მაგრამ არ დააბრუნა. იშოვა ახალი სამსახური, აიღო სესხი, შემდეგ კი გაიქცა. თან ერთი სესხი კი არა, რამდენიმე სესხი აიღო.ახლა კი ეს ვალები დედაჩემმა უნდა გადაიხადოს. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ დედას არ აინტერესებს. მას ძალიან ეშინია საყვარელი შვილის დაკარგვის…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს