უტაქტო დედამთილმა სარძლოს მაშინვე უხერხული კითხვა დაუსვა, მაგრამ ასეთ პასუხს არ ელოდა

23348

მომავალმა დედამთილმა გაცნობისთანავე სალომე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მხოლოდ ერთი მზაკვრული კითხვით გოგონას მტკივნეულ ადგილზე დააწვა. სალომემ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან სიმართლის თქმა მოუწევდა, თუმცა ასეთ საპასუხო რეაქციას არ ელოდა. რა მოხდა სალომეს ცხოვრებაში და რით დასრულდა ისტორია, Paparazzi–ს სტატიაში ნახეთ.

უხერხული სიტუაცია – სალომემ და დაჩიმ ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს. დაჩი ძველ მეგობართან სტუმრად მიდიოდა და გოგონას სადარბაზომდე პარკების მიტანაში დაეხმარა. აღმოჩნდა, რომ იმავე სართულზე ცხოვრობს, რომელზეც კოტე. წამიერმა შეხვედრამ ბიჭს გული გაუთბო. ახლახანს შეყვარებულს დაშორდა და უკვე დაავიწყდა, როგორი იყო ეს გრძნობა. ხმაურიანი და უსიამოვნო განშორება ჰქონდათ. ყოფილმა უღალატა და ახლა დაჩი სხვებს ეჭვის თვალით უყურებდა. აი, ამ გოგონას თვალებში რაღაც განსაკუთრებული იყო. რაღაც მიმზიდველი და ძვირფასი. გადაწყვიტა, მეგობრის მეზობელი როგორმე ისევ ენახა. კოტესგან გაიგო, ჩვეულებრივ როდის მოდის სალომე სამსახურიდან. გოგონას მოსწავლესავით ავტობუსის გაჩერებაზე ელოდა. კვლავ მძიმე პარკები მოჰქონდა.

„მოდი, დაგეხმარები“ – შესთავაზა დაჩიმ. „ოჰ, ისევ თქვენ ხართ. ძალიან მადლობელი ვიქნები“ – უპასუხა მომღიმარმა გოგონამ. როცა კარი გააღო, 5-6 წლის გოგონა გამოიქცა. „რა კარგია, მოხვედი! მოვიწყინე. რამე გემრიელობა მომიტანე?“ – ზარივით არაკრაკდა ბავშვი. „ამჯერად, არაფერი, მაპატიე“ – მოწყენილი ხმით უპასუხა სალომემ. დაჩიმ თითქოს იცოდა, რომ მისი გეგმა იმუშავებდა. თქვა, რომ კანფეტები და ტკბილი ფუნჩულები ჰქონდა. გაოცებულ სალომეს გაუწოდა. „რადგან ასეა, ჩაის დასალევად შემოდი“.

ასე მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბიჭი არ შეწუხებულა, რომ პოტენციურ შეყვარებულს ქალიშვილი უკვე ჰყავდა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება! სალომე ძალიან მოეწონა. როგორც, მას ის. მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ და მალე მათი ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა.

მომავალ დედამთილთან საუბარი – 6 თვის შემდეგ დაჩიმ გადაწყვიტა, რომ სალომე მშობლებისთვის გაეცნო. საკმაოდ მკაცრი და კონსერვატიული ადამიანები იყვნენ, ამიტომ არ ჩქარობდა. თან, დედას ბოლო განშორება ჯერ არ დავიწყებია. სალომე პატარა ანასთან ერთად ოჯახურ სადილზე მივიდა. ირინას აღშფოთება სახეზე დაეტყო. ქალი სტუმრებს ჩუმად მიესალმა და მაშინვე გოგონას ხატვით გართობა დაიწყო.

დაჩის დედა ცდილობდა, რომ მომავალი სარძლო მზაკვრული კითხვებით უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. ბიჭი ყველაფერს აკეთებდა, რომ საყვარელი ადამიანი მშობლების თავდასხმისგან დაეცვა. ახლახანს სალომეს ხელი სთხოვა და ამ საღამოს მშობლებისთვის ამის თქმას აპირებდა. სადილის შემდეგ ირინამ თეფშების ალაგება დაიწყო. სალომემ დახმარება შესთავაზა. როცა სამზარეულოში ერთად აღმოჩნდნენ, მომავალმა დედამთილმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა. „ძვირფასო, საიდან შენს ასაკში ასეთი ზრდასრული ქალიშვილი?“

სალომე მხოლოდ 22 წლის იყო და კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ამ კითხვას დაუსვამდნენ, ამიტომ პასუხისთვის მზად იყო. „ანა ჩემი ქალიშვილი არაა. ის ჩემი დაა. მშობლები გარდაიცვალნენ, როცა ანა ძალიან პატარა იყო. ნამდვილად მისი დედა გავხდი“. ირინამ მეტყველების უნარი დაკარგა. ბოდიშის მოხდა დაიწყო, თან ცრემლებს იშრობდა. „ბიჭებს სპეციალურად არ ვეუბნები, რომ ანას დედა არ ვარ. ეს ერთგვარი გამოცდაა. როგორც ხვდებით, ახალგაზრდები ძალიან ხშირად ამ გამოცდას ვერ გადიან. თქვენი შვილი სხვა საქმეა. მას ჩემი და გულწრფელად უყვარს, ამას ვხედავ“ – გააგრძელა სალომემ. დაჩის დედა უფრო ძლიერ ატირდა, რითაც სალომეს გული აუჩუყა. მისაღებ ოთახში ნამტირალები, მაგრამ ბედნიერები შემოვიდნენ. ქორწილის გაგებამ მშობლები ძალიან გაახარა. როგორც ჩანს, ოჯახური სადილი შედგა.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ადამიანები პირველი შთაბეჭდილებით არასდროს განსაჯოთ. რა თქმა უნდა, უცნობ ადამიანს უხერხული და უტაქტო კითხვები არ უნდა დაუსვათ. ეს შესაძლო ნდობას მაშინვე ძირს უთხრის. საბედნიეროდ, სალომეს და მისი მომავალი დედამთილის შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს