ჩემი ქმარი მთელი ცხოვრება ლუკმა-პურს მამადლიდა, ერთ დღეს მას ინსულტი დაემართა…

0
20709

ვიცი, რომ ბევრ ოჯახს აქვს ცალ-ცალკე ბიუჯეტი. ეს ძალიან კარგია, როცა ორივე მეუღლე ახალგაზრდაა, ჯანმრთელი და დაახლოებით ერთნაირი ხელფასი აქვს, მაგრამ ცხოვრება ძალიან არაპროგნოზირებადი რამ არის და ხშირად ხდება სიურპრიზები და უბედურებები.

ზუსტად ასე დაგვემართა მე და ჩემს ქმარს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მიშოს რომ გავყევი ცოლად.მას ჰქონდა მცირე ბიზნესი. მე სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ჯერ ვაჟი შემეძინა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქალიშვილი.ამ ხნის განმავლობაში მიშომ შეძლო ჩვენთვის ლამაზი ბინა ეყიდა. ის ძალიან ამაყობდა ამით, მაგრამ მე და ჩემი შვილები მუქთახორებად ჩაგვთვალა და თავი მეფედ წარმოიდგინა.

მოითხოვა, რომ ცალ-ცალკე ბიუჯეტი გვქონოდა. იძულებული გავხდი ამაზე დავთანხმებოდი. ყველაფერი გავინაწილეთ: საკვები, ბინის გადასახადი, ტანსაცმელი და ბავშვებისთვის სწავლა-განათლება. ქმარი კმაყოფილი იყო, რომ მის ჯიბეში არავინ ძვრებოდა.ასე ვიცხოვრეთ 12 წელი. შემდეგ კი ქმარს ინსულტი დაემართა. რა თქმა უნდა, ამის გამო დაკარგა ბიზნესი და გაკოტრდა. მხოლოდ მეორე ჯგუფის ინვალიდის პენსია ჰქონდა. ამ ფულით კი კატასაც ვერ აჭმევ, მითუმეტეს ადამიანს.

წლების გამავლობაში დაუმსახურებლად მამცირებდა და მე ეს არ დამვიწყებია, ამიტომ ვუთხარი: “შენ მე მთელი ამ წლების განმავლობაში პურის ნატეხს მამადლიდი! ვალში ჩამიწერე ყველაფერი, სანამ ვმუშაობდი და შვილებს ვუვლიდი. ახლა თავად იზრუნე საკუთარ პრობლემებზე! მე მიმყავს ბავშვები და მივდივარ

ჩემმა მშობლებმა სამოთახიანი ბინა გაცვალეს და კარგი ოროთახიანი ბინა იყიდეს ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის.ვიცი, მიშო გამოჯანმრთელებულია ახლა და მიხედავს როგორღაც თავს.მაინტერესებს ახლაც უხარია, რომ მის საფულეში არასოდეს ჩამიხედავს და მისი ფული არ გამომიყენებია ოჯახისთვის, თუ ნანობს?