ნემსიწვერას სარგებელი ადამიანისთვის: მცენარის 6 სამკურნალო თვისება

0
539

ნემსიწვერა საოცრად ლამაზი ყვავილების წყალობით თითქმის ყოველ მეორე სახლში გვხვდება. ყვავილი ინტერიერის დეკორის როლს ასრულებს. ცოტამ თუ იცის, რომ მცენარეს სამკურნალო თვისებები აქვს, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში დაგეხმარებათ. Paparazzi ნემსიწვერას 6 სასარგებლო თვისებაზე გიამბობთ. ასეთი სასარგებლო მცენარე სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

  1. კბილის ტკივილს ამცირებს – თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ და მისი სწრაფად მოშორება გსურთ, ნემსიწვერას ფოთლები გამოიყენეთ. ტკივილგამაყუჩებელი თვისება აქვს. კბილზე დაიდეთ და ნახევარ საათში ტკივილი შემცირდება.
  2. ოტიტს შველის – ყურის დაავადებისას ტკივილს ამცირებს. საფენები რეგულარულად გაიკეთეთ და შვებას იგრძნობთ. 6-10 ფოთოლი ფაფის მიღებამდე დასრისეთ. 2 ს/კ წიწიბურას ფქვილი და 1 ს/კ ქაფურის სპირტი დაუმატეთ. ნარევით სახვევი გაიკეთეთ. ყურის გარშემო დაიდეთ. მთელი ღამე გაიჩერეთ. ასე ტკივილს დაამარცხებთ.
  3. უძილობას დაგავიწყებთ – ნემსიწვერას ნახარში უძილობას ებრძვის. 1 ს/კ ფესვს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, აადუღეთ და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. 60 წუთით დააყენეთ. წყალი დაუმატეთ, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. ნახარში დალიეთ და უძილობას დაივიწყებთ.
  4. ნერვულ სისტემას აუმჯობესებს – ყვავილი დაძაბულობას, შფოთვას აქრობს. ადამიანი ყოველდღე სტრესულ გარემოში ცხოვრობს, ამიტომ მცენარის დამამშვიდებელი მოქმედება სასარგებლოა.
  5. სურდოს კურნავს – ხველის დროს აქტიურად გამოიყენება. 25 გ ფოთოლს 1 ლ ცივი წყალი დაასხით. 10 წუთით ადუღეთ. ნარევი ყელში 5-6-ჯერ გამოივლეთ. სურდოს სიმპტომები გაქრება.
  6. თმას აუმჯობესებს – ნემსიწვერის ნაყენი გამოიყენეთ, რომ თმის ცვენა დაივიწყოთ. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 500 მლ ცივი ანადუღარი წყალი დაასხით. 8-10 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ნარევი გადაწურეთ და ორ კვირაში ერთხელ თავის დასაბანად რეგულარულად გამოიყენეთ. ამ დროს შამპუნის გამოყენება საჭირო არაა. შედეგი გაგახარებთ.

ნემსიწვერა ლამაზი და სასარგებლო მცენარეა, რომელსაც ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. მისი შეძენა იდეალური გადაწყვეტილებაა!