მინდა მოგიყვეთ ორი დის ამბავი. ისინი ჩემი მეგობრები არიან, მათთან ერთად გავიზარდე. ქეთის ყოველთვის სურდა მდიდარ კაცზე დაქორწინება, ნატას კი ისეთი მამაკაცის პოვნა, ვისთანაც კარგად და ბედნიერად იქნებოდა.საბოლოოდ, ორივემ იპოვა ის, რასაც ეძებდა და რაზეც ოცნებობდა. ქეთი დაქორწინდა ბიზნესმენზე, ნატა კი სიყვარულით გათხოვდა. ქეთის არასდროს ჰქონია მუშაობის სურვილი. ის თვლიდა, რომ ქმარმა უნდა უზრუნველყოს, აავსოს საჩუქრებით და ყველა მისი სურვილი შეასრულოს.
ახლახან ქეთის დაბადების დღე ჰქონდა და მან ქმრისგან ძვირადღირებული საჩუქარი სთხოვა. რა თქმა უნდა, საჩუქარი მიიღო და ძალიან კმაყოფილი იყო ამით. ოღონდ ქეთისა და მის ქმარს შორის არაფერი იყო ფულის გარდა, არ იყო სულიერება და სითბო. ყველაფერი მხოლოდ ფულით იზომებოდა.ნატა, რომელმაც სასიყვარულო კავშირი აირჩია, ასევე უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით. ის მუდმივად ქმარზეა დამოკიდებული. რადგან სულ სახლშია ბავშვებთან ერთად. მას არც სამუშაო გამოცდილება აქვს და არც განათლება.
ორივე და უბედურად თვლის თავს. ქეთის და მის ქმარს აქვთ ლამაზი, დიდი ბინა. მასაც და მის მეუღლესაც ჰყავთ უცხოური მანქანები, მაგრამ სითბო და სიყვარული არ აქვთ. ნატა მუდმივად განიცდის ფინანსურ სირთულეებს. მისთვის ძალიან რთულია თავის და ოჯახის გატანა.
ორივემ შეცდომა დაუშვა ქმრის არჩევისას. ორივე სხვის იმედზე ცხოვრობს, არადა საჭირო იყო, პირველ რიგში, საკუთარ თავზე დაყრდნობა…