1982 წლის 4 დეკემბერს ავსტრალიაში პატარა ნიკ ვუიჩიჩი, სერბი ემიგრანტების ბორის და დუშკას შვილი, დაიბადა. ამბობენ, რომ ბავშვის დანახვისთანავე მამამ ცოლს ხელი გაუშვა და პალატიდან გავიდა, მას დერეფანში დგომა და ძალების მოკრეფა სურდა, შეშფოთებული სახით ცოლის შეშინება არ უნდოდა.
მოგვიანებით ბორისის საშინელი შიში ექიმებმა დაადასტურეს: ნიკს ხელები და ფეხები არ ჰქონდა. თუმცა, სხვა მხრივ ბიჭი სრულად ჯანმრთელი იყო. გაოგნების მიუხედავად ცოლ-ქმარმა იმწამსვე გადაწყვიტა: შვილისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ბავშვს ტეტრა-ამელიის სინდრომი, იშვიათი გენეტიკური გადახრა დაუდგინეს, რის გამოც კიდურების გარეშე დაიბადა. სრულყოფილი ხელების და ფეხების ნაცვლად ნიკს მხოლოდ ერთი ტერფი ორი შეზრდილი თითით ჰქონდა.
მშობლების სიყვარული და მხარდაჭერა ბავშვს ძლიერ ეხმარებოდა, მაგრამ მარტივი ბავშვობა არ ჰქონია. მშობლების წყალობით ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა, ხოლო ქირურგიული გზით დაცალკევებული ტერფი საშუალებას აძლევდა ყველაფერი გაეკეთებინა.
მიუხედავად ამისა, თავისი თანდაყოლილი განსაკუთრებულობის გამო ძალიან განიცდიდა. ამასთან თანატოლები მის მიმართ განსაკუთრებულ დელიკატურობას არ იჩენდნენ.
10 წლის ასაკში თვითმკვლელობა სერიოზულად გადაწყვიტა და ერთხელ ცურვის დროს კინაღამ დაიხრჩო. ბავშვს მშობლების ძლიერი სიყვარული აკავებდა.
ვუიჩიჩს მშობლებისთვის გულის ტკენა უბრალოდ არ შეეძლო. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი ადამიანისთვის, რომელიც 10 წლის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო!
ახლა ვუიჩიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოტივატორია. ის წერს წიგნებს, მღერის, ლექციებს კითხულობს და თავისი მაგალითით ადამიანებს აჩვენებს: ცხოვრებაში საკუთარი გზის პოვნა ყველას შეუძლია. ნიკის გამოსვლები პირველ რიგში ახალგაზრდებისკენ, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისკენ არის მიმართული.
ხელების და ფეხების არ ქონამ ხელი არ შეუშალა ესწავლა ის ყველაფერი, რასაც მისი თანატოლები სწავლობენ. ის სპორტით დაკავებულია, შესანიშნავად ცურავს, კომპიუტერს კარგად მართავს და მანქანასაც კი ატარებს. რთული სათქმელია, რომ ამ ყველაფერს ნიკი მხოლოდ ორი თითის დახმარებით აკეთებს.
2012 წელს ვუიჩიჩი დაქორწინდა. თავისი რჩეული ჯერ კიდევ 2008 წელს გაიცნო. წარმოიდგინეთ, ოდესღაც ნიკი ძალიან განიცდიდა: ბიჭს აწუხებდა, რომ საყვარელ ადამიანს ხელებით ვერ ატარებდა, როგორც ამას ნორმალური ადამიანები აკეთებენ. მაგრამ ახლა ვუიჩიჩმა იცის, თუ რაში მდგომარეობას ბედნიერება.
კანაემ, ნიკის მეუღლემ, ქმარს ოთხი ბავშვი აჩუქა. ნიკის ორივე ბიჭი და ორივე ტყუპი გოგო სრულად ჯანმრთელია. მამის გენეტიკური ნაკლი ბავშვებზე არ გადასულა. ახლა მეგობრული ოჯახი კალიფორნიაში ცხოვრობს.