ფინანსური აზროვნება: როგორი ადამიანები აღწევენ წარმატებას სხვებზე მეტად

0
402

ფინანსური აზროვნების დახმარებით რიგითი თანამშრომელი შეიძლება მილიონერი გახდეს. ბევრი მაგალითი არსებობს, როცა მდიდარმა ადამიანმა გაკოტრების შემდეგ ბიზნესის თავიდან დაწყება და დიდ მასშტაბამდე გაფართოება შეძლო. ასევე ბევრი მაგალითი არსებობს, როცა მან, რომელიც ფინანსურ ინტელექტს არ ფლობდა, ჯეკპოტის მოგების შემდეგ მთელი ფული უკანასკნელ თეთრამდე სწრაფად დაკარგა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გარკვეული ჩვევების მქონე ადამიანებს წარმატების მეტი შანსი აქვთ. გავარკვიოთ, გაქვთ თუ არა თქვენ! Paparazzi გიამბობთ, როგორ ადამიანებს აქვს წარმატების მეტი შანსი.

ფინანსური აზროვნება – ძალიან მომწონს ციტატა კიოსაკის წიგნიდან „მდიდარი მამა ღარიბი მამა“: „ბევრი ადამიანი ეძებს იმას, რისი საშუალებაც აქვს, ამიტომ ამ მცირედში დიდს ვერ ხედავს. მხოლოდ პეროგის ნაჭერს ყიდულობენ და მცირე ნაწილისთვის მეტის გადახდა უწევთ. ის, ვინც დიდ ამოცანებს არ ისახავს, მეტ მოგებას ვერ იღებს. თუ გამდიდრება გსურთ, მასშტაბურად აზროვნება ისწავლეთ“. სწორედ აზროვნება განსაზღვრავს, როგორ იცხოვრებთ თქვენ და თქვენი ოჯახი, თუ შეძლებთ ოცნებების განხორციელებას, როგორიცაა სააგარაკო სახლის შეძენა, მთელი დედამიწის შემოვლა, კაფის გახსნა და ა.შ.

  • ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ჩვევა ბიუჯეტის შედგენაა. ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ფული უნდა გქონდეთ. მაგალითად, ადამიანები ერთნაირად გამოიმუშავებენ. ერთ ოჯახს არაფერი აქვს, მეორეს – ბინა, მანქანა, აგარაკი. ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა ოჯახმა მთელი თანხა დახარჯა, მეორემ მიზანი დაისახა და მისკენ მიიწევდა. ამავდროულად, ბიუჯეტი ეკონომიის ტოლი არაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა იშიმშილოთ ან მეზობლებთან ივახშმოთ. უბრალოდ უნდა იცოდეთ, სად იხარჯება თქვენი შემოსავალი. შოკოლადი არ იყიდოთ, ფული ყულაბაში შეინახეთ, თამბაქო არ იყიდოთ, ტუჩსაცხი შეიძინეთ და ა.შ.
  • ფულზე ბევრი რამ წაიკითხეთ და ისაუბრეთ. ფინანსური აზროვნების მქონე ადამიანი მუდმივად ცოდნის გაღრმავებას ცდილობს. ყველა ხარჯს აკონტროლებს, ახალ შესაძლებლობას ეძებს, ბაზარს თვალყურს ადევნებს. ფულთან დამოკიდებულების პრინციპების გასაგებად თეორიის რეალურ პირობებთან მორგება უნდა შეგეძლოთ.
  • ფინანსური დღიური იქონიეთ. ასე ნამდვილ მიზნებზე კონცენტრირებას შეძლებთ, ასევე ემოციურ შესყიდვებს გამორიცხავთ. ასეთი დღიურის დახმარებით ყოველთვის გეცოდინებათ, რამდენი თანხა გაქვთ ახლა, ანუ არა მხოლოდ დაზოგვას და გადადებას, არამედ არსებული თანხის გამრავლებას შეძლებთ.
  • ბევრი ფულის გამომუშავება საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია, რომ სწორად მართოთ. მოგება აქტივებად და პასივებად დაყავით. შეამცირეთ პასიური და გაამრავლეთ აქტიური, რომელიც უფრო მეტ ფულს მოგიტანთ.
  • ფინანსები გონივრულად რომ მართოთ, პრიორიტეტები სწორად უნდა დასახოთ და დრო გადაანაწილოთ. სულელურ სერიალებს და თოქ-შოუებს შემეცნებითი წიგნებისა და სრულფასოვანი კომუნიკაციის სასარგებლოდ უარი უთხარით. თქვენი წრიდან ტოქსიკური ხალხის მოშორება სცადეთ. ისინი თქვენს განწყობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენენ.

ფინანსური აზროვნების ჩამოყალიბება ბავშვობიდან უნდა დაიწყოთ. ჩვენ ფულის შესახებ ცოდნით არ ვიბადებით და არ ვიცით, როგორ ვმართოთ სწორად. მავნე ფინანსური ჩვევა არა მხოლოდ ოჯახის ბიუჯეტზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, არამედ ცხოვრების ხარისხზეც ცუდად აისახება. რამდენჯერ გსმენიათ ფრაზა, რომ ფულს ბედნიერება არ მოაქვს. დიახ, შესაძლოა, მაგრამ რამდენი სიხარული მოაქვს! დიახ, რთულია ბედნიერების შეგრძნება, როცა სტაბილურობა შორსაა. გაცნობიერება და ჩვევების შეცვლა წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების გასაღები გახდება!