ტელეფონი სიგნალს მაძლევს, რომ მეხსიერება იწურება. შვილმა მასწავლა, რა გავაკეთო

763

როგორ გაწმინდოთ სმარტფონი უსარგებლო ვირტუალური ხარახურისგან? ტელეფონის გაყინვას ყველაზე ხშირად იწვევს ბევრი ფოტო და ვიდეო, რომლებიც სჯობდა წაგეშალათ,  პროგრამები, რომლებსაც არასდროს იყენებთ, ბევრი ქეში და სხვადასხვა ნაგავი. Paparazzi გიზიარებთ დეტალურ სახელმძღვანელოს, როგორ მოაწესრიგოთ საყვარელი მოწყობილობა.

როგორ გაწმინდოთ სმარტფონი – აღსანიშნავია, რომ ძველ ტელეფონებთან მოთხოვნაც შესაბამისი უნდა იყოს. მოწყობილობის სისტემამ და შიდა ნაწილებმა ბევრი ინფორმაციის დამუშავებას შეიძლება ვერ გაუძლოს. სწორედ ამიტომ, პროგრამა ჭედავს, იყინება ან ხარვეზებით მუშაობს. არ ინერვიულოთ და ძველი სმარტფონი არ დაადანაშაულოთ, რადგან, სავარაუდოდ, თავისი დრო უკვე მოჭამა.

წესრიგის პროცესი – ახალი სმარტფონი სხვა საქმეა. თუ ნელა მუშაობას იწყებს, მაშინ მფლობელთან კითხვები გვაქვს. მეხსიერება უსარგებლო ფოტოებით და ვიდეობით არ გაავსოთ. დროდადრო წარუმატებელი კადრები წაშალეთ, ისინი სმარტფონის მუშაობას ნამდვილად არ აჩქარებენ. ტელეფონის მეხსიერების, მოსახსნელი მეხსიერების ბარათის (თუ აქვს) სისუფთავე და წესრიგი დაიცავით. სხვადასხვა პროგრამიდან ქეშის დროული გაწმენდა ზედმეტი არაა. ამისთვის სმარტფონის პარამეტრებში გადადით და იპოვეთ „პროგრამები“. შემდეგ თითოეული აპლიკაცია ცალ–ცალკე იხილეთ და „ქეშის გაწმენდას“ დააჭირეთ. ასე სხვადასხვა უსარგებლო ფაილს მოიშორებთ.

დროული განახლება – თითოეული თანამედროვე სმარტფონი დროდადრო ახლდება. ახალი განახლების შესახებ ინფორმაციას თავად სისტემა გატყობინებთ. ასე დეველოპერები სისტემაში მცირე შეცდომებს ასწორებენ. მომხმარებელმა განახლება თითის რამდენიმე შეხებით უნდა გადმოწეროს. განახლება არ უგულებელყოთ, რადგან ისინი მოწყობილობის მუშაობას აჩქარებენ და აუმჯობესებენ. გაითვალისწინეთ, რომ სწრაფი განახლებისთვის კარგი ინტერნეტი დაგჭირდებათ. უმჯობესია, თუ მოცულობით განახლებას Wi-Fi–ით ჩამოტვირთავთ და არა მობილური ინტერნეტით.

როგორ გაწმინდოთ სმარტფონი სწრაფად და მარტივად – lite პროგრამები სმარტფონის ოდნავ განტვირთვაში დაგეხმარებათ. App Store-დან და Play Market-იდან შეგიძლიათ გადმოწეროთ. ჩვეული პროგრამებისგან მსუბუქი წონით და მოკრძალებული ფუნქციებით გამოირჩევა. ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ჩვეული პროგრამა. სიტყვაზე, თქვენი სმარტფონის სამუშაო მაგიდაზე ვიჯეტების რაოდენობას ყურადღება მიაქციეთ. ზოგჯერ ძალიან ბევრია. მხოლოდ ყველაზე საჭირო დატოვეთ, ნაგავი მოიშორეთ. ერთი შეხედვით, წვრილმანია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. მასშტაბური წმენდის შემდეგ მოწყობილობა გადატვირთეთ.

მხოლოდ ყველაზე აუცილებელი – საეჭვო პროგრამები არ გამოიყენოთ და მსგავს საიტებზე არ შეხვიდეთ. ასე შეიძლება გადააწყდეთ ვირუსებს, მავნე სოფტს, მრავალრიცხოვან რეკლამას ამომხტარი ჩანართებით. ასეთ საიტებზე მსგავსი ინფორმაცია მაქსიმალურად დაუჯერებლად წარმოდგენილია. ეს ბევრი ხალხის მოსატყუებლად კეთდება.

სმარტფონის გასაწმენდად უახლესი და, ალბათ, ყველაზე მასშტაბური მეთოდი პარამეტრების ქარხნულ მონაცემამდე დაყვანაა. თუ ამ პუნქტს აირჩევთ, ტელეფონი ყველაფერს წაშლის და ისეთი გახდება, თითქოს ყუთიდან ახლა ამოიღეთ. სანამ ამ მეთოდს გამოიყენებთ, ღრუბლოვან სივრცეში ან მოსახსნელ მეხსიერების ბარათში მნიშვნელოვანი ფაილები შეინახეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუქცევად დაიკარგება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს