ბულგარული წიწაკის წასახემსებელი ზამთრისთვის: დედამთილი ხელებს დაგიკოცნით

0
1456

წიწაკის წასახემსებელი ზამთრისთვის ერთ–ერთი საფირმო რეცეპტია, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა სცადოს. დედამთილს იმდენად მოეწონება, რომ ორივე ხელს დაგიკოცნით. Paparazzi გიზიარებთ წიწაკის წასახემსებლის მომზადების ინსტრუქციას. პატარა საიდუმლო აქვს.

წიწაკა ზამთრისთვის

ინგრედიენტები:

  • 4 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 2 თავი ნიორი
  • 4 ცხარე წიწაკა
  • 75 გ შაქარი
  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 250 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. წიწაკა გარეცხეთ და შუაზე გაყავით. თესლი მოაშორეთ. თითოეული ნახევარი 3-4 ნაწილად დაჭერით. ეს წიწაკის ზომაზეა დამოკიდებული.
  2. საცხობ ფორმას ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მცენარეული ზეთი წაუსვით და წიწაკა დააწყვეთ. ფოლგა დააფარეთ და 180 გრადუსზე წიწაკის დარბილებამდე აცხვეთ. დაახლოებით 1 საათი სჭირდება.
  3. ცხარე წიწაკა რამდენიმე ნაწილად დაჭერით (თესლის მოშორება საჭირო არაა). წიწაკა და ნიორი დააბლენდერეთ. მზა მასა ღრმა ტაფაში გადაიტანეთ.
  4. მცენარეული ზეთი, წყალი, მარილი და შაქარი დაუმატეთ. აურიეთ და შაქრის გახსნამდე გააჩერეთ. მასა თითქმის უნდა ადუღდეს. ქურიდან გადმოდგით და 15 წუთით გააჩერეთ.
  5. ისევ ცეცხლზე დადგით და მასა აადუღეთ. ძმარი დაუმატეთ და 2 წუთით ხარშეთ.
  6. გამომცხვარი წიწაკა სუფთა ქილებში ჩააწყვეთ. ცხელი სოუსი ცხარე წიწაკით დაასხით. დანით წიწაკა რამდენიმე ადგილას დასერეთ, რომ სითხით კარგად გაიჟღინთოს. ქილები მოხუფეთ, გადააბრუნეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ. კარადაში თაროზე ან მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ. გემრიელად მიირთვით!

წიწაკის წასახემსებელი ოჯახის წევრებს მოეწონებათ. გირჩევთ, მოიმარაგოთ, ცივ სეზონზე არა ერთხელ დაგეხმარებათ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო გემრიელი გამოვა, მაგრამ 2 კვირაში თამამად შეგიძლიათ გასინჯოთ. წიწაკა ოდნავ ტკბილი და პიკანტური გამოდის!