ჩვევები, რომელთაც საბჭოელი ხალხი ვერ თმობს. ეხმარებათ თუ არა ცხოვრებაში

373

ადამიანი ჩვევებს შეუმჩნევლად იძენს. უმეტესობა მათგანი ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგიერთი გარემოზე დამოკიდებულია. მაგალითად, საბჭოთა კავშირში ნაცხოვრებ ადამიანებს მათთვის დამახასიათებელი ჩვევები აქვთ. არ იფიქროთ, რომ წარსულში დარჩენილი ძველი ჩვევებია. ქვეცნობიერში მყარად გამჯდარია და მზადაა, ნებისმიერ მომენტში თავი იჩინოს. სხვათა შორის, ჩვევები გასაკიცხი არაა. ზოგჯერ სასარგებლო შეიძლება იყოს! და მაინც, უმჯობესია გავაანალიზოთ თითოეული ჩვევა, რომ გავიგოთ, ღირს თუ არა მისი მოშორება.

  • კონსერვები ზამთრისთვის – კონსერვების მომარაგების ჩვევა კარგი ცხოვრებიდან არ მოდის. მაღაზიაში ახალი ბოსტნეული სეზონზეც მიმზიდველად არ გამოიყურებოდა. ზამთარში მხოლოდ კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო და ხახვი იყიდებოდა. ქარხნული კონსერვიც არ ახარებდათ. დიასახლისებს ზამთრისთვის მომზადება უწევდათ. მთელი ზაფხული მურაბებს და მწნილებს ხარშავდნენ. დღეს ეს ჩვევა მხოლოდ ბირთვული ზამთრის მოლოდინშია სასარგებლო. მშვიდობიან დროს ახალი პროდუქტის შეძენა უფრო მარტივია. ასეთი შენაძენი არა მხოლოდ ძვირფას დროს, არამედ ფულს ზოგავს. მასობრივი წარმოება ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე კუსტარული.
  • აუცილებელი მარაგი – თითქოს სსრკ–ს შემდეგ საქონლის დეფიციტი დავიწყებას მიეცა, მაგრამ ადამიანი ქვეცნობიერად რეაგირებისთვის ემზადება, როცა უსიამოვნების მოახლოებაზე ეჭვობს. პირველივე განგაშზე ტომარა შაქარს, მარილს, მარცვლეულს და მზესუმზირის ზეთს სახლში ათრევს. თან მზადაა, მეზობლებს ებრძოლოს, ოღონდ მარაგი შეხვდეს. საინტერესოა, რომ ადამიანების უმეტესობა არ უფიქრდება, სჭირდება თუ არა ეს სიკეთე. ყველა შაქარს ყრის, ანუ მეც მჭირდება!
  • რიგში დგომა – ტოტალური დეფიციტის კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა. თუ საბჭოელი ადამიანი სადმე რიგს ხედავს, მაშინვე კითხულობს, ვინ არის ბოლო. ამდენი ადამიანი რაღაც უსარგებლოს ხომ არ დაელოდება. დეფიციტური ნივთი მანაც უნდა შეიძინოს, თუნდაც ამისთვის რამდენიმე საათით რიგში დგომა მოუწიოს.
  • გამომგონებელი – პოსტსაბჭოთა სივრცეში მიღებულია, რომ კაცს ყველაფრის გაკეთება უნდა შეეძლოს. კაცები ამის გამართლებას ცდილობენ და ონკანის შესაკეთებლად ბოლო წუთამდე ჯადოქრობენ, ოღონდ სანტექნიკოსს არ მიმართონ და თავი სულელად არ წარმოაჩინონ. ჟურნალში „მეცნიერება და ცხოვრება“ მუდმივი რუბრიკაც იყო „პატარა ხრიკები“, სადაც საოჯახო საქმეების შესახებ რჩევებს იძლეოდნენ. ზოგჯერ ნამდვილად ღირებული დარიგებები გვხვდებოდა, მაგრამ უმეტესობა მათგანი ველურად გამოიყურება. მაგალითად, რესპირატორის ჩანაცვლება მყვინთავის ნიღბით და ქაღალდისა და ლეიკოპლასტირისგან დამზადებული ხელნაკეთი შლანგით. ეს მაშინ, როცა მილიონი რესპირატორი და გაზის ნიღაბი თავდაცვის მიზნით დამზადდა. ვინაიდან რესპირატორის თავისუფლად ყიდვა არ შეეძლოთ, თავს ისე იძვრენდნენ, როგორც შეეძლოთ. საზრიანობა კარგია, მაგრამ რა საჭიროა ველოსიპედის თავიდან გამოგონება?
  • შემინული აივანი – ხშირად აივნების შემინვა იძულებითი ზომაა. კლიმატი ყველგან ხელსაყრელი არაა, რომ ღია ლოჯიაზე ფინჯანი ყავა მიირთვათ. არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ დასასვენებელი ადგილი ცივ სეზონზე კომფორტული გახადოთ. ბევრი ადამიანი აივანს მხოლოდ იმისთვის მინავს, რომ მეზობლების წინაშე არ შერცხვეს. თითქოს, ნახეთ, ფული მაქვს, რომ ზედმეტი ევროფანჯარა ჩავსვა. კარგია, თუ აივანი გემოვნებიანად გამოიყურება. ბევრ კორპუსში აივანი დაკიდულ ფარდულად გადაიქცა. თან როგორც შიგნით, ისე გარეთ!
  • მგზავრობისას ჭამა – დიდი მანძილის გამო საბჭოელი ადამიანი მატარებელში დიდ დროს ატარებდა. ვაგონის რესტორანში საკვები ძვირი ღირდა. თან ყოველთვის სასიამოვნო გარემო არ იყო. ბევრ ადამიანს მატარებელში საჭმელი თავად მიჰქონდა. ახლა მატარებელი უფრო სწრაფად დადის, მაგრამ ჭამისკენ ლტოლვა არსად გამქრალა. მაშინაც კი, თუ მხოლოდ რამდენიმე საათის გზაა, ბუტერბროდს, მოხარშულ კვერცხს და ქათამს მაინც ამოიღებს. ეს უკვე რეფლექსის დონეზეა. მატარებელი დაიძრა და ორგანიზმმა კუჭის წვენის გამომუშავება დაიწყო.
  • თვითმკურნალობა – მედიცინა უფასო იყო, მაგრამ მილიონობით ადამიანი ექიმებს არ ენდობოდა და დღემდე ასე აგრძელებენ. ნახევარი უბედურებაა, როცა ადამიანმა ზუსტად იცის, რომელი მედიკამენტი სჭირდება და უშიშრად იღებს. ამავდროულად, ბევრ ადამიანს ნამდვილი თაღლითების წმინდად სჯეროდა. მაგალითად, წყლის სამკურნალო ძალის, რომელიც ალან ჩუმაკის ეთერის დროს ტელევიზორიდან იმუხტებოდა.

ჩვევებს შეგიძლიათ ებრძოლოთ, თქვენს ცხოვრების წესს მოარგოთ. მთავარია, რომ ეს ჩვევები თქვენ და გარშემომყოფებს ცხოვრებაში ხელს არ გიშლიდეთ.