ნათია ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მას ისეთი რამ შეემთხვეოდა, რომელსაც შეეძლო მისი ცხოვრების მთლიანად შემობრუნება.ადრე მისი ცხოვრება მშვიდი იყო, ახლახან შვილიშვილი შეეძინა. უკვე 50 წელს მიუკაკუნა. კლიმაქსის ნიშნები დაეწყო და გადაწყვიტა გინეკოლოგთან მისვლა თავის დაზღვევისთვის. იქ კი გაირკვა, რომ ორსულად იყო და თან უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი ვადის. ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო აბორტის გაკეთება… ორსულობა ამ ასაკში სარისკო გადაწყვეტილებაა როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.
ის და მისი მეუღლე ყოველთვის ოცნებობდნენ მეორე შვილზე, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ახლა კი მას უბრალოდ არ შეეძლო ბავშვის მოშორება. გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ბავშვი, თუ ექიმები ამის საწინააღმდეგოდ არაფერს იტყოდნენ.ექიმების მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, მაგრამ ქმარი იყო წინააღმდეგი. მან დაიწყო წუწუნი, რომ აღარ სურდა ღამეების თენება და საფენებით სირბილი ამ ასაკში. ხალხის წინაშე ხომ საერთოდ შერცხვებოდა.
-შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ! იფიქრე ბავშვზე, მას ყველა დასცინებს!უთანხმოება ამ საკითხზე თითქმის განქორწინებამდე მივიდა. ორსულობა ქალისთვის რთული აღმოჩნდა და გადაარჩინა იმან, რომ ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატა თვისი გასაჭირი ახალ მეზობელ ანასთან. მოგვიანებით კი ქალი სამშობიაროში წაიყვანა არა ქმარმა, არამედ სწორედ ანამ.
სინამდვილეში, ორსულობა ამ ასაკში ჩვეულებრივ შეიძლება დადგეს, მაგრამ იშვიათად. მედიცინამ იცის, რომ დაორსულების შანსი 40 წლის შემდეგ დაბალია და 50 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები.სამედიცინო მონაცემებით, ამ ასაკში იზრდება არაჯანსაღი ბავშვის გაჩენის რისკი. ასევე, მშობლებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო, რომ ის გაიზარდონ, უნდა გქონდეთ საკმარისი ძალა და ფინანსები. თუმცა, არსებობენ ბებიები, რომლებიც მშობლების ნაცვლად შვილიშვილებს ზრდიან და ახალგაზრდა მშობლებსაც არ ყავთ ყოველთვის ჯანმრთელი შვილი.
ნათიაა ეგოისტი? იქნებ მისი ქმარია ეგოისტი, რომელიც საერთოდ არ ზრუნავს ცოლის ჯანმრთელობაზე და მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს.სამწუხარო ის არის, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ოჯახის ყველა წევრმა ნათიასთან ურთიერთობა შეწყვიტა და ბავშვსაც არავინ სტუმრობდა.ასეთი ამბავი ერთ-ერთ ფილმშიც კი გაშუქდა, სახელწოდებით “ახალი სიცოცხლე”. მასში სხვა ადამიანების ისტორიებიც იყო მოთხრობილი. ბევრი შეძლებს საკუთარი თავის ამოცნობას ფილმის გმირებში. ეს თემა აქტუალურია! ასაკს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა? დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:
რომ არ ვიცოდე რამდენი წლის ვარ, რამდენს მივცემდი საკუთარ თავს?ფილმშიც მოთხრობილი იყო მთავარი გმირის ისტორია, რომელსაც ანა ერქვა. იგი საყვარელმა მიატოვა, რადგან ის უკვე იმ ასაკში იყო, როდესაც, მისი აზრით, ისინი ჯანმრთელ შვილებს აღარ აჩენენ. არადა მხოლოდ 35 წლის იყო…ნათიას ამბავი კარგად დამთავრდა. მან დამოუკიდებლად შეძლო ჯანმრთელი, ლამაზი ქალიშვილის გაჩენა. ქმარიც საბოლოოდ შეეგუა ოჯახის ახალ წევრს.
კითხვა კი კვლავ ღია რჩება: ორსულობა 50 წლის შემდეგ – უნდა გააჩინო თუ არა?