პაისი მთაწმინდელის წინასწარმეტყველებები მომავალზე. რაზე აფრთხილებდა კაცობრიობას

1995

ნეტარი პაისი მთაწმინდელი ერთ–ერთი ათონელი უხუცესია. მისი ცხოვრება სავსე იყო სასწაულებით, რომელთაც ხალხს ჩუქნიდა. ამ სასწაულების შესახებ ათასობით ისტორია არსებობს და ყველას ერთ სტატიაში ვერ მოვათავსებთ. ბევრი ადამიანი ფიზიკურად განკურნა, უფრო მეტი – სულიერად. ხალხი მის სულიერ ღვაწლს ხედავდა. Paparazzi გიამბობთ, რაზე აფრთხილებდა კაცობრიობას პაისი მთაწმინდელი. გისურვებთ, რომ უფლის წყალობა და ანგელოზების მფარველობა არ მოგკლებოდეთ!

პაისი მთაწმინდელი – „თავი იგრძენით პატარა ბავშვად, ხოლო ღმერთი თქვენს მამად და სთხოვეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ღმერთთან ასე საუბრის შემდეგ მისი დატოვება არ მოგინდებათ, რადგან მხოლოდ ღმერთში პოვებს ადამიანი უსაფრთხოებას, ნუგეშს, უთქმელ სიყვარულს, რომელიც ღვთაებრივ სინაზესთან შერწყმულია. ლოცვა ნიშნავს, რომ ქრისტე გულში შემოუშვით, მთელი არსებით შეიყვარეთ. როგორც ბავშვს ვერ დააშორებთ დედას, ასე არ შეიძლება ლოცვა შეაწყვეტინოთ ადამიანს, რომელსაც მისი მნიშვნელობა ესმის. რას გრძნობს ბავშვი დედის მკლავებში? მხოლოდ ის, ვინც ღმერთის სიახლოვეს იგრძნობს და თავს პატარა ბავშვად აღიქვამს, ამის გაგებას შეძლებს!“ – ამბობს პაისი მთაწმინდელი.

უხუცესი მთელი ცხოვრება ლოცულობდა, თან არა თავისთვის, არამედ სხვებისთვის. თავად ბევრი სნეულება აწუხებდა, რასაც ღირსეულად გაუძლო. თვითმხილველები ამბობენ, რომ თითქოს თავად მიიღო  იმ ადამიანების გაჭირვება და სნეულება, რომლებიც მას სამკურნალოდ მიმართავდნენ. ცხოვრების განმავლობაში იესო ქრისტეს და ღვთისმშობელი ხშირად ეცხადებოდა და აფრთხილებდა. იყო შემთხვევა, რომ წინასწარმჭვრეტმა დაინახა და მოისმინა პანტელეიმონ მკურნალის გამოცხადება, რომელიც პაისის ავადმყოფობისგან ტანჯვას უყურებდა.

ერთხელ მკურნალმა პაისის მომავალზე ჰკითხა. რაზეც მიიღო პასუხი: „მხოლოდ ღმერთმა იცის მომავალი!“ მკურნალმა მისი ნიჭის შესახებ იცოდა, ამიტომ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა. „გველოდება წინ დიდი ომები?“ პაისიმ უპასუხა: „ვერც კი წარმოიდგენ, რა მოხდება!“

პაისის ნაგულისხმევი მის წინასწარმეტყველებებში იხსნება. „რუსეთი 21-ე საუკუნეში მოახლოებულ ყველაზე მნიშვნელოვან ომებში მონაწილეობას მიიღებს. ახლო აღმოსავლეთი ომების სცენა გახდება. ჩინეთი ომში ჩაებმება და თითქმის იერუსალიმამდე მიაღწევს. 200 მილიონიანი არმია ევფრატს გადაკვეთს. ამას მთელი მსოფლიო იხილავს.  თურქეთს დიდი ცვლილებები ელის, ბევრი იქიდან წავა და შუამდინარეთში გადავა. ერთი მესამედი ქრისტიანობას მიიღებს, მეორე მესამედი დაიღუპება. თურქეთი ქრისტიანული ქვეყანა გახდება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი მოვლენის, ომარის მეჩეთის დანგრევის შემდეგ მოხდება. ვინაიდან მისი დანგრევა სოლომონის ტაძრის აღდგენის სამუშაოების დაწყებას ნიშნავს, რომელიც სწორედ იმ ადგილას იყო აშენებული. კონსტანტინოპოლში

რუსებსა და ევროპელებს შორის ომი გაიმართება. საბერძნეთი ამ ომში წამყვან როლს არ ითამაშებს, მაგრამ კონსტანტინოპოლი მას გადაეცემა. ებრაელებს ევროპული ქვეყნები დაეხმარებიან. ამის შემდეგ გათავხედებიან, უსირცხვილოდ და ამაყად იმოქმედებენ, ისინი ევროპის მართვას ეცდებიან. ეს მაშინ მოხდება, როცა ორი მესამედი ებრაელი ქრისტიანი გახდება. 21-ე საუკუნეში სამყაროს ბოროტება მართავს. ბოროტებას მხოლოდ სიყვარული და სიკეთე უნდა დაუპირისპიროთ. ხალხი ერთად უნდა იყოს. როცა მართლმადიდებლური სამყარო გაერთიანდება, ბოროტება ძალას დაკარგავს!

ევროპას დაშლა ემუქრება. ბევრი ქვეყანა მსოფლიოს რუკიდან წაიშლება. ევროპელებს გზაზე ბევრი ტანჯვა ელით. უხუცესი მორწმუნეებს ურჩევს, რომ არ შეეშინდეთ. თუ არის მწუხარება, მხოლოდ გაწმენდისთვის. უფალი თავის შვილებს უსიამოვნებისგან დაიცავს და მძიმე დრო გაივლის, შემდეგ იქნება ისეთი მადლი, რომელზეც ვერ იოცნებებთ და არ გინახავთ.!“

მისი წინასწარმეტყველებები მართლაც ხდება. მის ყოველ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავლის გასაგებად, რომელიც უკვე ჩვენი აწმყოა. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ 1 წლის წინ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ისტორიაში დიდი ცვლილებები ხდება. ახლა ჭეშმარიტ ღვთაებრივ ფასეულობებსა და ცოდვის ეშმაკურ იდეოლოგიას შორის ნამდვილი ბრძოლა მიდის.

ნეტარი პაისი მთაწმინდელი დიდებული ადამიანი იყო. მის წინასწარმეტყველურ ნიჭზე ფილმი გადაიღეს და წიგნი დაწერეს. ეს მთავარი არაა. მთავარია, რომ ქრისტიანებს ანდერძად დაუტოვა: სიყვარულით და სიკეთით ილოცეთ და იცხოვრეთ, მაშინ ნებისმიერი უსიამოვნება უმნიშვნელო გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს