კიტრი დათესეთ აგვისტოში, რომ შემოდგომის ბოლომდე ახალი მოსავალი აიღოთ

1229

კიტრის მოსავალი აიღეთ, ახალი ბოსტნეულით გული იჯერეთ, კონსერვები ზამთრისთვის მოამზადეთ. კიდევ რა არის საჭირო? მაგრამ შემოდგომის დასაწყისში, აცივებისას მეორე სუნთქვა იხსნება. კვლავ ახალი მოსავლით გახარება გვსურს. Paparazzi გიამბობთ, როგორ დათესოთ კიტრი აგვისტოში. საერთოდ კიტრი საკმაოდ პრეტენზიული კულტურაა. შემოდგომის დასაწყისში გაზრდა არ სურს. დღისით ტემპერატურა შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ ღამით დაბლა ჩამოდის. თუ დათბუნული სათბური არ გაქვთ, მოსავლის მიღება გაგიჭირდებათ. გასწავლით, როგორ გაზარდოთ კიტრი აგვისტოში სათბურის გარეშე!

როგორ დავთესოთ კიტრი აგვისტოში

  1. 45-50 ლ მოცულობის პოლიეთილენის პარკი აიღეთ. პარკის ძირში პატარა ნახვრეტი გააკეთეთ.
  2. პარკში ჩაყარეთ მოჭრილი ბალახი, რომელიც უკვე ლპობას იწყებს. კომპოსტით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.
  3. ამის შემდეგ ცხოველის ნაკელი დაუმატეთ და პარკის მესამედი მიწით გაავსეთ.
  4. კიტრის თესლი მზა მიწაში დათესეთ და კარგად მორწყეთ.
  5. პარკები შეკარით, სანამ პირველი ყლორტები გამოჩნდება. ასე სათბურის ეფექტს შექმნით.
  6. როცა მცენარის ინტენსიურ ზრდას შენიშნავთ, ახალი მიწა დაუმატეთ, რომ ფესვების სისტემა კარგად განვითარდეს.

უნდა დავაზუსტოთ, რომ ასეთი ნერგები კიტრის ძველი კვლებისგან მოშორებით უნდა იყოს. როგორც ხედავთ, აგვისტოში კიტრის დარგვა რთული არაა. უხვი მოსავალი გვიან შემოდგომამდე გაგახარებთ. დაზამთრებამდე ორგანიზმი ვიტამინებით აუცილებლად გაახარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს