ჩემი ქალიშვილი რომ არა, მე და ჩემი ქმარი უბრალოდ ცოცხლად შევჭამდით ერთმანეთს.

0
1175

მე მქვია ვიქტორია. ჩემს ქმარს კი ალექსი. ექვსი წელია დაქორწინებულები ვართ. ალექსი მშვენიერი ქმარია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად ვკამათობთ და ვუყვირით ერთმანეთს.სკანდალი და ჩხუბი შეიძლება დავიწყოთ ნებისმიერი წვრილმანის გამო. ძალიან ხმამაღლა და ემოციურად მოგვდის ხოლმე და ვხედავთ, როგორ აწუხებს ეს ჩვენი ხუთი წლის ქალიშვილს და ჩვენ მერე ვნანობთ, რომ ვუყვირეთ ერთმანეთს. ძალიან გვინდა გავზარდოთ ჩვენი ქალიშვილი სიყვარულისა და ჰარმონიის ატმოსფეროში, მაგრამ არ გამოგვდის.

მეუღლესთან მორიგი ჩხუბის შემდეგ დავიწყე ფიქრი და გაანალიზება: ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ვჩხუბობთ? ვინ იწყებს ყვირილს პირველი? ჩვენ ხომ ერთმანეთი გვიყვარს და ყველაფერი მშვიდად უნდა მოვაგვაროთ? მივედი დასკვნამდე, რომ ჩემმა ქმარი პირველი იწყებდა ყვირილს და მერე დაუფიქრებლად ვაგრძელებდი მე. გადავწყვიტე სერიოზულად დავლაპარაკებოდი მას. ჩვენი ქალიშვილი მშობლებთან დავტოვე, მე კი ჩემს ქმარს რომანტიული ვახშამი ვახშამი მოვუმზადე სანთლის შუქზე. ძალიან გაუხარდა. მდიდრული სუფრა გავშალე. ყველაფერი კარგი და მშვენიერი იყო. შემდეგ დავიწყე საუბარი იმაზე, თუ რატომ დავიწყეთ ასე ხშირად ჩხუბი ბოლო დროს. საუბარი ისევ საშინელ სკანდალში გადაიზარდა.

ორივე ემოციურები ვართ, ვიკამათეთ და მალე შევრიგდით. მერე ცოტა ხანში ისევ ვიჩხუბეთ და ასე ხდებოდა ყოველთვის. არ ვიცოდით რა გვექნა. ჩვენ ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ და ორივეს გვიყვარს ერთმანეთი. რატომ ვიქცევით ასე? ორივემ კარგად ვიცით, რამდენად ცუდად მოქმედებს ეს ჩვენი ქალიშვილის ფსიქიკაზე, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებთ.და ერთ დღეს ჩვენმა გოგონამ გადაიღო ჩემი და ჩემი ქმრის კამათი. როდესაც ვუყურეთ ამ ვიდეოს, უბრალოდ შოკში ვიყავით. რაღაცნაირ, გაცოფებულ სირაქლემას ვგავდი, უზარმაზარი ამობურცული თვალებით. გაუგებარი იყო, რას მოიმოქმედებდა ეს უცნაური ჩიტი შემდეგში: ან გიჟივით დაიწყებდა სირბილს, ან თავს ქვიშაში დამალავდა.

ჩემი ქმარიც ასევე საშინლად გამოიყურებოდა. წარმოვიდგინეთ, როგორები ვიყავით ჩვენი ქალიშვილის თვალში. ამის მერე ძალიან შეგვრცხვა, შემდეგ კი ბევრი ვიცინეთ. ეს კადრები დაგვეხმარა იმის გაგებაში, თუ რა დიდ სისულელეს ვაკეთებდით. ახლა უკეთ გავაანალიზეთ ნდა მივხვდით, რომ ჩხუბში ორივე დამნაშავეები ვართ.ახლა უკეთ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს და გაცილებით ნაკლებად ვჩხუბობთ.

მადლობა ჩვენს პატარა გოგონას, რომელიც დაგვეხმარა იმის გაგებაში, რომ ჩვენ ორივენი ვართ დამნაშავე და შევძელით სიტუაციის გამოსწორება.