მინდოდა მეგობართან დამესვენა აგარაკზე, მაგრამ ამის მაგივრად შევესწარი, თუ როგორ ამცირებდნენ ბავშვებს

0
536

მე მქვია მარგარიტა. ცოტა ხნის წინ მეგობრებმა თავიანთ აგარაკზე დამპატიჟეს, რომელიც ახლახან იყიდეს. ეს იყო პატარა მყუდრო სახლი დიდი ლამაზი ბაღით და უამრავი ხეხილით. ზუსტად ის, რაც გჭირდება ადამიანს ცხელ ზაფხულში.განსაკუთრებით მომეწონა ულამაზესი ხეივანი, რომელშიც ეზოს საზაფხულო ავეჯი იყო განთავსებული. ის ბაღის კუთხეში მდებარეობდა. გვერდით კი მეზობლის ღობე იყო.სკამზე ჩამოვჯექი და წიგნის კითხვა დავიწყე. ვერ შეამჩნიე როგორ ჩამეძინა. გამაღვიძა ხმაურმა, ქალი ყვიროდა:

  • შენ ნაძირალა! არ გესმის ჩემი? მოდი აქ! – შემდეგ კი დარტყმის საშინელი ხმა იყო.

დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ გავიგე:

  • რა საშინელი არსებები ხართ! ჩემი სიკვდილი გინდათ?! ნაძირალები! მე თქვენ განახებთ მხიარულ ცხოვრებას!

შემდეგ ისმოდა ბავშვების ტირილი და დარტყმის ხმები. შოკში ვიყავი. ვერ გავიგე რა ხდებოდა. ღობეს მივვარდი და დავინახე, რომ ვიღაც მსუქანი ქალი ერთდროულად ორ ბავშვს ურტყამდა. ბავშვები 3 წლისებიც არ იქნებოდნენ, ქალი მათ სცემდა და საშინელი ხმით უყვიროდა.

მან დამინახა, რომ ვუყურებდი. ბავშვებს ხელი მოკიდა და შინ შეიყვანა.ჩემს მეგობრებთან მივედი და ვკითხე, რა ხდება მათი ეზოს მიღმა.ლელამ მითხრა, რომ ყოველდღე ხედავდა ასეთ საშინელ სურათს. თურმე ღობის მიღმა ბავშვთა სახლი იყო და ყოველდღე ესმოდათ როგორ ძალადობდნენ პატარა ბავშვებზე.

უბრალოდ შოკში ვიყავი, როცა ეს გავიგე. როგორ შეუძლია ასეთ ადამიანს ბავშვებთან მუშაობა? თუ ამ ქალს ასე სძულს ბავშვები, რატომ მუშაობს მათთან?ვერ ვიჯერებდი რაც ვნახე. თურმე ყველა მეზობელი უჩივის. ბავშვთა სახლში შესამოწმებლად მივიდნენ, მაგრამ მტკიცებულება ვერ იპოვეს. მასწავლებლები ბავშვებს ნამდვილად სცემდნენ ძალიან მაგრად, მაგრამ ოსტატურად: ბავშვების სხეულზე ცემის კვალი არ რჩებოდა. დამცირება და ბულინგი ვერანაირად ვერ დადასტურდა.

შოკირებული ვარ! არ ვიცი როგორ დავეხმარო ბავშვებს, ამის შემდეგ მშვიდად ვერ ვიძინებ …