2015 წელს პენსიონერ მერი სტიუარტ ჩერუტს 61 წელი შეუსრულდა. მოხუცი ქალი საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა და სხვებს ნაკლებად ეკონტაქტებოდა. მერის ურთიერთობის წრეს ქუჩიდან აყვანილი 6 კატა შეადგენდა. რა თქმა უნდა, მეზობლები პენსიონერის მიხედვას ცდილობდნენ, მაგრამ მისი უკვალოდ გაქრობის მომენტი გამოეპარათ.
ხალხმა განგაში მხოლოდ მაშინ ატეხა, როცა ქალმა ქუჩიდან ფოსტის აღება შეწყვიტა. დაკარგული პენსიონერის საიდუმლოს ფარდა მხოლოდ ცოტა ხნის წინ აეხადა, როცა სახლს ახალი მფლობელები გამოუჩნდა.
4 წლის წინ პოლიციელებმა სახლში მხოლოდ მერის უბედური კატების გვამები იპოვეს. თავად მერი წესრიგის დამცველებმა ვერ აღმოაჩინეს. თავდასხმის ვერსია პრაქტიკულად იმწამსვე გამოირიცხა: დაკარგულის ყველა ნივთი ადგილზე იყო, ხოლო სახლში ბრძოლის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კატების ნარჩენები სხვენში იპოვეს. სხვენის კარი დაკეტილი იყო, მათ ქვემოთ ძველი კიბე იყო დაკიდული. პოლიციელებმა უბედური ცხოველების მეპატრონე სხვენში ვერ იპოვეს.
სულ ცოტა ხნის წინ, როცა სახლს ახალი მფლობელები გამოუჩნდა, დაკარგული პენსიონერი როგორც იქნა აღმოაჩინეს. რემონტის დროს აბაზანის და მასთან მიერთებული საცხოვრებელი ოთახის კედლებს შორის 30 სმ სისქის ღრეჩო აღმოაჩინეს. აქ, უამრავი უცნაური ჩვარი იპოვეს.
მაცხოვრებლების სასოწარკვეთას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ტანსაცმელებს შორის ძვლები იპოვეს. წესრიგის დამცველებმა სწრაფად გაარკვიეს, რომ ნაპოვნი ნაშთი ნამდვილად დაკარგულ მერის ეკუთვნოდა.
მოგვიანებით, პოლიციელებმა გაარკვიეს, თუ პენსიონერის გვამი კედლებს შორის სივრცეში როგორ აღმოჩნდა!
როგორც ჩანს, სხვენში სუსტი ქალის ქვეშ დამპალი დაფა ჩავარდა. უბედური ქალი სწორედ ამ ღრეჩოში მოხვდა და აქედან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მერიმ დახმარებისთვის ვერავის დაუძახა, რადგან მარტო ცხოვრობდა. ნათესავები არ აკითხავდნენ, ამიტომ მისი დაკარგვა მხოლოდ მოგვიანებით შეამჩნიეს.
პენსიონერის ცხოვრების ბოლო წუთების წარმოდგენაც კი საშინელია. პოლიციელების კვლევამ დაადგინა: დაზიანების კვალი ნაშთზე არაა. სავარაუდოდ, მოხუცი ქალი შიმშილით და წყურვილით გარდაიცვალა.