ადამიანის გულის გასაღები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. როგორ მივუდგეთ პირქუშ თანამოსაუბრეს

342

თუ ახლობელს ჰკითხავთ, რომელი ცხოველი იცავს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თქვენი ყურადღება ესიამოვნება. შესაძლოა, ასე უსაფრთხოება იგრძნოს, რომელიც ბევრს აკლია. ნებისმიერ ადამიანს გული ულბება, როცა მის მიმართ პატივისცემას და ინტერესს იჩენენ. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოიგოთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის გული. ადამიანებზე ზრუნვა და გახარება იჩქარეთ.

როგორ მოვძებნოთ გულის გასაღები თითოეული ნიშნისთვის

  • ვერძი: ვეფხვი და ქორი – ვერძს ლალისთვლიანი სამკაული აჩუქეთ და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იქნება. ცეცხლოვანი ნიშანი ვეფხვის დახვეწილობას და ქორის მიზანდასახულობას ფლობს. ვეფხვი და ქორი რჩეულს ყოველთვის ეხმარება. ფეთქებადი, მაგრამ ამავდროულად გონებამახვილი ვერძი დამოუკიდებლობას აფასებს. რაც უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებთ პარტნიორ ვერძს, მით უკეთესი იქნება თქვენი ურთიერთობა.
  • კურო: მგელი და თახვი – ხელმომჭირნე კუროს პრაქტიკული საჩუქარი ნამდვილად მოეწონება. მიწის ნიშანი განახლებაზე, ახალ საფირმო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე გიჟდება. ამავდროულად, კურო ხელოვნების ნამდვილი დამფასებელია. კონცერტის ან კინოს ბილეთი თქვენს საყვარელ ხარს აღაფრთოვანებს. თახვური აზარტით კურო იმუშავებს, რომ თავისას მიაღწიოს. ადამიანის გულს დაიპყრობთ, თუ მიზნის მიღწევაში დაეხმარებით, რადგან კურო ხშირად ჯიუტ თახვს ჰგავს, რომელიც თავის კაშხალს აშენებს.
  • ტყუპები: ირემი და პანტერა – პანტერასავით მოქნილ ტყუპებს უყვარს, როცა უსმენენ. ძვირფას ტყუპებს სუნთქვაშეკრული მოუსმინეთ. რამდენიმე კომპლიმენტი გაუკეთეთ და უთხარით, რომ მზად ხართ, ასე საუკუნე ესაუბროთ. მზადაა. ახლა თქვენს შორის კავშირი გაძლიერდება. მოდური აქსესუარი, რომელსაც აჩუქებთ, გაჩენილ გრძნობებს უფრო გააძლიერებს.
  • კირჩხიბი: კოდალა და ძაღლი – კირჩხიბი შეიძლება ძალიან შეუპოვარი იყოს, როგორც კოდალა, რომელიც ხეს ხმაურიანად უკაკუნებს. კირჩხიბს დახმარება სთხოვეთ და ამით ნამდვილად გაახარებთ. ერთგულ კირჩხიბს ძალიან უყვარს ძაღლი, ცხოველებთან დროის გატარებაზე გიჟდება. რა თქმა უნდა, ამ ნიშნისთვის შინაური ცხოველი საუკეთესო საჩუქარია. აღმოჩნდა, რომ კირჩხიბს სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ძაღლის ყოლა სჭირდება.
  • ლომი: ფარშავანგი და ორაგული – კაშკაშა და ექსტრავაგანტულ ლომს კუდის გაშლა ფარშავანგივით უყვარს. ლომი ემოციურ „ხელის დასმაზე“ და კომპლიმენტებზე გიჟდება. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძლიერი ლომი დააფასებს განსაკუთრებულ ნივთს განსაკუთრებული პრინტით, მის ფოტოს ან ფოტოსესიის ვაუჩერს. ლომი მისი მიღწევებისთვის ხშირად შეაქეთ და მზად იქნება სამყაროს დასალიერში გამოგყვეთ.
  • ქალწული: არწივი და დათვი – ქალწულს დიდი გული აქვს, ნამდვილად დათვის ზომა. რაციონალური ქალწული ძალიან მგრძნობიარეა, თუმცა ამას არ იმჩნევს. მის ნაკლზე არასდროს მიუთითოთ, რადგან ადვილად შეიძლება დაკარგოთ. ამ ნიშნისთვის საჩუქარი შეიძლება სწორად ვერ შეარჩიოთ. აი, თუ ფულს აჩუქებთ, მიზანში მოარტყამთ. კაშკაშა ემოციები, შთაბეჭდილებები კიდევ ერთი ვარიანტია. იახტაზე გასეირნებაზეც უარს არ იტყვის.
  • სასწორი: ყორანი და პანდა – ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოსწონთ ყვავილები, დესერტი, სანელებელი და დახვეწილი არომატები. ადამიანს საშუალება მიეცით, რომ გაიხსნას, ისეთი იყოს, როგორიც არის. საიდუმლოს გაგიმხელთ: სასწორს მარტოობა არ უყვარს. კარგ კომპანიაში ყოფნა, სადაც მოუსმენენ და მხარს დაუჭერენ, სასიცოცხლოდ სჭირდება. სასწორისთვის საუკეთესო საჩუქარი შეუსწავლელ მშვენიერ ადგილებში საინტერესო მოგზაურობაა.
  • მორიელი: გველი და ლომი – მორიელი გველის სიბრძნეს და ლომის ძალას ფლობს. მორიელისთვის შავი ვერცხლისგან დამზადებული ნივთი საუკეთესო საჩუქარია. ეს ნიშანი ყველაფერ იდუმალზე, მისტიურზე და იმქვეყნიურზე გიჟდება. მორიელი ნამდვილად დააფასებს, თუ არომატული პალო სანტოს ხის ნაჭერს აჩუქებთ. ვნებიანი ნიშანი გიჟდება საკმეველზე, აბრეშუმის თეთრეულსა და გულახდილ საუბრებზე. ტაროს კარტიც შესანიშნავი საჩუქარია მეგობრისთვის, რომელიც სულიერ განმანათლებლობას ეძებს.
  • მშვილდოსანი: ბუ და კატა – მშვილდოსანი თავისი განვითარებული ინტელექტის ბრწყინვალებით ანათებს. ბრძენ ბუსავით ყოველთვის ხსნის, რა არის რა. მისი საქმით ხშირად დაინტერესდით და მის კეთილგანწყობას მოიპოვებთ. ოთახის მცენარე მშვილდოსნის გზას ხშირად თან ახლავს. ახალი მწვანე მეგობარი აჩუქეთ და ნამდვილად დააფასებს. მშვილდოსანი თქვენთან ერთად ლაშქრობაში სიამოვნებით წავა, უბრალოდ დაურეკეთ.
  • თხის რქა: ბატი და ცხენი – სამართლიანი და გულწრფელი თხის რქა დიზაინერულ ნივთებზე გიჟდება. თუ რაღაც მსგავსს აჩუქებთ, მისი ხშირი სტუმარი გახდებით. ეკოლოგიურ ნივთებზე გიჟდება, დაწყებული კბილის ჯაგრისით და დამთავრებული მოწყობილობით ორგანული ნარჩენებისთვის, რომელიც კომპოსტს პირდაპირ სამზარეულოში აკეთებს. თუ ტატუს ვაუჩერს აჩუქებთ, მასზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. ყოველთვის გულწრფელი იყავით და გაიგებთ, რა არის ძლიერი მეგობრობა და სიყვარული.
  • მერწყული: დათვი და წავი – მერწყული მეგობრული და მხიარულია. როგორც წავი მდინარეში, მასაც სხვების ყურადღება უყვარს. თუ მის გვერდით ადამიანი სულელურად და ფარისევლურად მოიქცევა, მერწყული მაშინვე გაბრუნდება და წავა. მერწყულმა თავისი ექსკლუზიურობა უნდა იგრძნოს. ნებისმიერი საჩუქარი გრავირებით, რაღაც განსაკუთრებული, მხოლოდ შენთვის და მისთვის გასაგები, მისთვის განძი გახდება. ამ ნიშანს უყვარს საჩუქარი, რომელიც მის ინტელექტს ამდიდრებს. ეს შეიძლება იყოს წიგნი, მასტერკლასის ვაუჩერი, ნებისმიერი სასწავლო მასალა.
  • თევზები: მგელი და მელა – მგრძნობიარე თევზები დახვეწილ სულიერ ორგანიზაციას ფლობს. თანამოსაუბრის განწყობას ადვილად იჭერს, ამიტომ მასთან ურთიერთობისას სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ. თევზებს ყველაფერი ლამაზი მოსწონს, ეს შეიძლება იყოს დახვეწილი ჭურჭელი ან ძვირფასი მოდის ჟურნალი. ბროშურა ცნობილი მხატვრის რეპროდუქციული ნახატით ღირსეულად დაფასდება. თევზებს მოსწონს, როცა თანამოსაუბრეს განვითარებული იუმორის გრძნობა აქვს, ამიტომ გულიანად იხუმრეთ, არ მოგერიდოთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს