არავის სჯეროდა, რომ 52 წლის ლინდა და 17 წლის ბიჭი ძლიერი ოჯახის შექმნას შეძლებდნენ

504

დღევანდელი ამბავი უჩვეულო წყვილს, ჯეისა და ლინდას ეხება. ერთმანეთი 2000 წელს გაიცნენ, მაშინ ჯეი 17 წლის იყო, ხოლო ლინდა – 51 წლის. რომანი გააჩაღეს და იქორწინეს. ორი ათწლეული გავიდა და დღემდე ერთად არიან. მათ შორის 34 წლიანი სხვაობაა! როგორ მოახერხეს ურთიერთობის შენარჩუნება? ოცწლიანი თანაცხოვრება დიდი დროა.

გაცნობის ისტორია – 17 წლის ბიჭი ჯეი მართვის კურსებს გადიოდა. აქ ინსტრუქტორი ლინდა გაიცნო. ქალი განქორწინებული იყო, ხოლო მისი შვილები ჯეის ასაკის იყვნენ. ერთი შეხედვით, ასეთი ასაკობრივი სხვაობის ადამიანებს საერთო არაფერი ჰქონდათ. სტერეოტიპების მიუხედავად ერთმანეთს გაუგეს. თავიდან ერთნაირი მუსიკალური გემოვნება აღმოაჩინეს. ბევრს საუბრობდნენ და აღმოჩნდა, რომ ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ. ერთხელ, როცა მანქანაში მათი საყვარელი ელტონ ჯონის სიმღერამ გაიჟღერა, ერთმანეთს აკოცეს. სპონტანურმა კოცნამ ორივე დაარცხვინა, მაგრამ ჯეიმ ურთიერთობის განვითარება გადაწყვიტა და ლინდა პაემანზე დაპატიჟა. რაც უფრო უკეთ იცნობდნენ ერთმანეთს, მით უფრო მეტ სიყვარულს გრძნობდნენ.

თავიდან ჯეის მშობლები ახალი ჰობის წინააღმდეგები იყვნენ. ლინდა ხომ მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო! იმედი ჰქონდათ, რომ ვაჟი ინსტრუქტორთან ურთიერთობას მალე შეწყვეტდა! მოკლედ, მალე მშობლები ჯეის არჩევანს შეეგუენ და ქორწინება დალოცეს. გაცნობიდან 8 თვის შემდეგ ჯეი და ლინდა დაქორწინდნენ. ცერემონია 13–ში პარასკევს გაიმართა. ბევრი ფიქრობდა, რომ დაწყევლილი თარიღი იყო და წყვილი მალე დაშორდებოდა. სკეპტიკოსების და ცუდი ნიშნების ჯინაზე დღემდე ერთად არიან.

როგორ შევინარჩუნოთ ქორწინება – ცოლ–ქმრის ცხოვრება ვარდის ფურცლებით მოფენილი არასდროს ყოფილა. მუდმივად სხვების დაცინვის ატანა უწევდათ. წყვილი ეგუებოდა ჭორებს, რომელთაც ჭორიკნები ხშირად თხზავდნენ. ყველა ჭორის მიუხედავად ერთმანეთის ერთგულები დარჩნენ. ქალის გამოცდილებამ ოჯახის შენარჩუნებაში დიდი როლი ითამაშა. ლინდამ იცოდა, როგორ დახმარებოდა ქმარს. თითქმის არასდროს უკამათიათ. ლინდას კონფლიქტის მოგვარება და დათმობაზე წასვლა შეუძლია. მომავალ ცოლთან შეხვედრამდე ჯეი სამ გოგოს ხვდებოდა. მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი გულის მოგება მხოლოდ ლინდამ შეძლო. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს. ზოგადად, ჯეის მემკვიდრის ყოლა არ სურს. მისთვის საკმარისია, რომ პერიოდულად ლინდას შვილიშვილებს უვლის. თავისუფალ დროს ერთად ატარებენ. ერთხმად იძახიან, რომ ბედნიერები არიან და ყოველწლიურად მათი ქორწინება ძლიერდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს