ბევრი ფიქრობს, რომ 40 წლის შემდეგ ნამდვილი სიყვარულის პოვნა შეუძლებელია. თითქოს, ის ასაკი აღარაა, ცხოვრებისგან სულ სხვა რამ სურთ. ასეა სინამდვილეში? დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ვინმე შეიყვაროთ ან შეგიყვაროთ. ამას ფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტებიც ამბობენ. Paparazzi გიზიარებთ მათ რჩევებს, თუ როგორ ირწმუნოთ სიყვარული თავიდან.
სიყვარული 40 წლის შემდეგ – ბევრი ქალი ბალზამის ასაკში სიყვარულის რწმენას კარგავს. ჩვეულებრივ, მათ პირადი ისტორია აქვთ, რომელმაც სასიყვარულო ურთიერთობებს წერტილი დაუსვა. ფიქრობენ, რომ ძველებურად არაფერი იქნება. თან პატარა გოგოსავით აღარ შეუყვარდებათ. ფსიქოლოგები ასე არ ფიქრობენ. ეს საზოგადოების მიერ თავსმოხვეული სულელური სტერეოტიპია. 40 წელს გადაცილებული ქალების მთავარი პრობლემა ამ სტერეოტიპებით შეზღუდვაა. მაგალითად, ხშირად შეიძლება გაიგოთ, რომ ყველა ნორმალური მამაკაცი დაიტაცეს. თითქოს, ყველა ღირსეული მამაკაცი უკვე დაკავებულია, მოძებნას აზრი არ აქვს. სინამდვილეში, ქალი არც ცდილობს იპოვოს ის, ვისაც ღირსეულ პარტნიორად ჩათვლის. არადა ბევრი მარტოხელა მამაკაცია. მათაც სიყვარულის რწმენა დაკარგეს, წარუმატებელი გამოცდილება შეიძინეს, ახლის გამოცდა აშინებთ. ასე ჩაკეტილი წრე იქმნება, რომლის დაშლას შეძლებთ, თუ სულელურ ცრურწმენებს დაუპირისპირდებით.
ქვრივები თანამეგზურის პოვნას უფრო სკეპტიკურად უყურებენ. ბევრი თვლის, რომ ახალი ურთიერთობა მათი ცხოვრების მთავარი სიყვარულის ღალატის ტოლფასია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქალი მარტოობას ეგუება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს მცდარი წარმოდგენა დამღუპველია.თუ საყვარელი ადამიანი დაკარგეთ და ახალი ურთიერთობის დაწყება გაშინებთ, დაფიქრდით, როგორ მიიღებს ამას გარდაცვლილი მეუღლე. დაგვეთანხმეთ, რომ, ალბათ, თქვენი ბედნიერება სურს. თუ ამისთვის სხვა მამაკაცთან კავშირი საჭიროა, რატომაც არა?
როგორ ვიპოვოთ სიყვარული მოწიფულ ასაკში – ზოგ ქალს პარტნიორის პოვნა აშინებს. ამბობენ, რომ ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეში ამის თქმა სასაცილოა. დღეს მამაკაცის გაცნობა სახლიდან გაუსვლელად შეიძლება. მოსახერხებელი საიტები და აპლიკაციები საშუალებას გაძლევთ, რომ ადამიანებს დისტანციურად დაუკავშირდეთ. მხოლოდ ერთი ან რამდენიმე საუბარი დაგეხმარებათ გაიგოთ, ამ ადამიანთან შეხვედრა გსურთ თუ არა. ძალიან მოსახერხებელია.
ცხოვრების მეგზურის პოვნა შრომატევადი საქმეა, ყველა ქალი პირველივე მცდელობაზე ღირსეულ მამაკაცს ვერ პოულობს. მზად იყავით, რომ პაემანი შეიძლება ბევრი იყოს. იმედგაცრუებაც ბევრი იქნება, მაგრამ შედეგი ამად ღირს. რას იტყვით? თუ გადაწყვეტთ, რომ საოცნებო მამაკაცი იპოვოთ, რამდენიმე რამ გაითვალისწინეთ. პირველ რიგში, ეს ცდების და შეცდომების ეკლიანი გზაა. ახალი ნაცნობობა ყოველთვის სიხარულის მომტანი არაა. მეორეც, იდეალური პარტნიორის პოვნა, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი მოგეწონებათ, თითქმის შეუძლებელია. ბევრისთვის ეს დაბრკოლება ხდება. თუ ქალმა პარტნიორის იმიჯი წარმოიდგინა, რეალობასთან შეჯახება იმედს გაუცრუებს. ხშირად ქალს მამაკაცის შესახებ ყალბი იმიჯი განზრახ შექმნილი აქვს. მაგალითად, ყველა კაცი ერთნაირია, ყველა ტყუის და ღალატობს. როცა ქალი ასეთ პრობლემას ერთხელ აწყდება, გამოცდილება სხვა მამაკაცებზეც გადააქვს. ასე არ გააკეთოთ, რადგან მსოფლიოში ბევრი გულწრფელი და წესიერი ადამიანი ცხოვრობს.
რედაქციის რჩევა – 40 წლის შემდეგ სიყვარულის პოვნა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ძიება უნდა დაიწყოთ. ქალს უნდა ესმოდეს, რა სურს და რატომ სჭირდება ურთიერთობა. როცა ცხოვრებისეულ პრინციპებს გამოკვეთთ, საჭირო პარტნიორს მარტივად იპოვით.