მამაჩემი თვლის, რომ თუ ახლა არ ვარ მზად გავხდე მამა, მაშინ ბავშვის გაჩენის შემდეგაც არ ვიქნები ამისთვის მზად.

0
294

ამას წინათ ჩემმა შეყვარებულმა მითხრა, რომ ორსულად იყო. ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. არ ვარ მზად იმისთვის, რომ ცოლ-შვილს მოვუარო. მეშინია, რომ მამობას ვერ შევძლებ, ამიტომ ჯობია ჩემი შეყვარებული დავარწმუნო აბორტის გაკეთებაზე. სწორედ ეს რჩევა მომცა მამაჩემმა.

დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ეს სწორი იქნებოდა. მეშინია, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგაც არ ვიქნები მზად მისი მოვლისთვის. და თუ ეს ბავშვი საერთოდ არ მენდომება?ამის შესახებ ჩემს შეყვარებულს მაშინვე ვუთხარი. ისიც მზადაა წავიდეს და აბორტი გაიკეთოს. ასევე ისიც ფსიქოლოგიურად არ არის მზად დედა გახდეს. დედობა ძალიან რთული ტვირთია.ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ პასუხისმგებლობის მეშინია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. პასუხისმგებლობის არ მეშინია. უბრალოდ ჯერ არ ვარ მზად მამა გავხდე.

მეგობრებსაც ვკითხე რჩევა. მათაც მიაჩნიათ, რომ თუ მზად არ ვარ მამა გავხდე, მაშინ არ უნდა ვიყოლიო.მეშინია, რომ შვილსა და ცოლს ვერ უზრუნველვყოფ: ხარჯები ხომ ძალიან დიდი იქნება. მინახავს ისეთი ოჯახები, რომლებსაც უსახსრობის დიდი პრობლემები აქვთ. ისინი ძალიან ცუდად ცხოვრობენ, მათ ოჯახებში ნეგატიური ატმოსფეროა.არ მინდა ჩემმა შვილმა ასეთ პირობებში იცხოვროს. საბოლოოდ, ალბათ კლინიკაში წავალთ და ბავშვზე უარს ვიტყვით.

ჩვენ გვეყოლება შვილები, როცა ამისთვის მზად ვიქნებით ორივე ყველანაირად: მეც და ჩემი შეყვარებულიც. ალბათ, ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.